38 ქვეყანა, გაერთიანებული სამეფოს ინიციატივით, მათ შორის საქართველო, უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების შესახებ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიმართავს, – ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს.
„დღეს, 38-მა ქვეყანამ მთელი მსოფლიოდან უკრაინაში რუსეთის ბარბაროსული შეჭრის გამო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ყველაზე დიდი საქმით მიმართა. ჩვენ მკაფიო ვართ, რომ პუტინი ვერ ჩაიდენს ამ საზარელ ქმედებებს დაუსჯელად“, – წერს ჯონსონი ტვიტერში.
ახლა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შესაძლებლობა ექნება, გამოძიება დაიწყოს.
სასამართლოში მიმართვას გაერთიანებული სამეფოს გარდა, ასევე მხარი დაუჭირა საქართველომ, ალბანეთმა, ავსტრალიამ, ავსტრიამ, ბელგიამ, ბულგარეთმა, კანადამ, კოლუმბიამ, კოსტა-რიკამ, ხორვატიამ, კვიპროსმა, ჩეხეთის რესპუბლიკამ, დანიამ, ესტონეთმა, ფინდეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ, საბერძნეთმა, უნგრეთმა, ისლანდიამ, ირლანდიამ, იტალიამ ლატვიამ, ლიხტენშტეინმა, ლუქსემბურგმა, მალტამ, ნორვეგიამ, ნიდერლანდებმა, ახალმა ზელანდიამ, პოლონეთმა, პორტუგალიამ, რუმინეთმა, სლოვაკეთმა, სლოვენიამ, ესპანეთმა, შვედეთმა, შვეიცარიამ.










