შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული სამი პაციენტიდან ერთ-ერთი პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან გუშინ გაწერეს.
თამუნა არღვლიანს კლინიკასთან ოჯახის წევრები, მეგობრები და ახლობლები დახვდნენ.
ადგილზე გადაღებულ ემოციურ კადრებს სოციალურ ქსელში ინტერნეტმომხმარებელი “სალი სალი” ავრცელებს:
“შატილის საბედისწერო ავრიას გადარჩენილი სამი პაციენტიდან ერთერთი თამუნა თამო არღვლიანი კლინიკიდან დღეს გაწერეს.
მადლობა ღმერთო ამ სასწაულისთვის. გილოცავთ ყველა თქვენთაგანს და ყველა სანათესაოს ამ დიდ სიხარულს” – წერს ინტერნეტმომხმარებელი ვიდეოს კომენტირებისას.
https://www.facebook.com/100007091836332/videos/2765367007043000/?extid=tgZSdp4yVPF9Nt9D