LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო

იმერეთის 114 იურიდიულ პირში ხარჯი 10 335 851 ლარით გაიზარდა

დაპოსტა 2020/09/16-ში
A A
380
ნახვა
გაზიარება

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ იმერეთის მუნიციპალიტეტების იურიდიულ პირებში გაიზარდა დასაქმებულთა რაოდენობა და მუნიციპალიტეტის მიერ მათი საქმიანობისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო დაფინანსებაც – ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ მომზადებულ კვლევაშია ნათქვამია.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ 2017 წელთან შედარებით, 2019 წლისთვის იმერეთის 10 მუნიციპალიტეტის 114 იურიდიულ პირში დასაქმებულთა რაოდენობა 1470-ით, ხოლო სახელფასო, საავტომობილო, სატელეკომუნიკაციო, სამივლინებო და წარმომადგენლობითი ხარჯი 10 335 851 ლარით გაიზარდა და 37,180,329 ლარი შეადგინა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს”  მიერ მოკვლეული ინფორმაცია ეხება იმერეთის 10 მუნიციპალიტეტს. ქალაქ ქუთაისის იურიდიული პირების შესახებ ინფორმაცია გასული წლის ოქტომბერში გამოაქვეყნა , ორგანიზაციის განცხადებით ზესტაფონის მუნიციპალიტეტმა მონაცემები მათ არ მიწოდა.

დასაქმებულ პირთა რაოდენობა და შრომის ანაზღაურება მუნიციპალურ იურიდიულ პირებში:

იმერეთის 10 მუნიციპალიტეტში 2017 წელს – 121, 2018 წელს –  125, ხოლო 2019 წელს 114 იურიდიული პირი ფუნქციონირებდა და ჯამში 7000 ადამიანზე მეტი იყო დასაქმებული.

იურიდიული პირების რაოდენობა შემცირდა, თუმცა, 2017 წელთან შედარებით, 2019 წელს მათში დასაქმებულთა რაოდენობა 1470-ით გაიზარდა.

2019 წლის მონაცემებით,  იმერეთის 10 მუნიციპალიტეტიდან ყველაზე მეტი იურიდიული პირი (24) სამტრედიის მუნიციპალიტეტს ჰყავს. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში რამდენიმე იურიდიული პირის გაერთიანებამ გამოიწვია 2019 წელს იურიდიული პირების რაოდენობის მკვეთრი შემცირება (18-დან 8-მდე).

მუნიციპალურ იურიდიული პირებში ჯამურად ყველაზე მეტი – 1498 დასაქმებული  ჭიათურის მუნიციპალიტეტს ჰყავს. თავად ჭიათურის ა(ა)იპებიდან ყველაზე მეტი დასაქმებული ჭიათურის “გაერთიანებული საბავშვო ბაღს” ყავს: 2017 წელს აქ 491 დასაქმებული იყო, 2019 წელს კი მათი რიცხვი 704-მდე გაზარდა, მუნიციპალიტეტი ასეთ მატებას ბაღებში ახალი ჯგუფების გახსნით ასაბუთებს. ასევე, ჭიათურის მერიამ 2019 წელს ახალი იურიდიული პირი შპს “ჭიათურის სატრანსპორტო კომპანია” შექმნა.

დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურება და პრემია/დახმარება/დანამტი მუნიციპალურ იურიდიულ პირებში:

იმერეთის იმ ათ მუნიციპალიტეტში, რომელთაც ინფორმაცია სრულად მოგვაწოდეს, 2017 წელს იურიდიულ პირებში დასაქმებულთა შრომით ანაზღაურებაზე ჯამურად 24,222,090 ლარი დახარჯეს, ხოლო 2019 წელს აღნიშნული  ხარჯი 8,701,060 ლარით გაიზარდა და 32,923,150 ლარს მიაღწია.

ბოლო სამი წლის განმავლობაში 478,163 ლარით გაიზარდა იურიდიულ პირებში დასაქმებულებზე გაცემული პრემია/დანამატის ჯამური ოდენობაც.

იურიდიულ პირებში დასაქმებულთა ოდენობიდან გამომდინარე, ყველაზე მეტი სახელფასო თანხა ჭიათურის მუნიციპალიტეტში გაიცა. ასევე, ჭიათურა ლიდერობს გაცემული პრემია/დანამატის ოდენობითაც. მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, პრემია სააღდგომო და საახალწლო დღესასწაულებთან დაკავშირებით გაიცა, ხოლო დანამატი – ზეგანაკვეთური სამუშაოსთვის.

იხილეთ კვლევა სრულად

გაზიარება152

დაკავშირებული -პოსტები

ხრამში გადავარდა მიკროავტობუსი და ხემ შეაჩერაო – ტრაგიკული ავარიის ახალი დეტალები

by მეგა TV
აგვისტო 13, 2026
0
ხრამში გადავარდა მიკროავტობუსი და ხემ შეაჩერაო – ტრაგიკული ავარიის ახალი დეტალები
მთავარი

გომის მთაზე მომ­ხდა­რი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა უმ­ძი­მე­სი შედ­გით დას­რულ­და. გო­მისმთი­დან მო­მა­ვა­ლი მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი ხევ­ში გა­და­ვარ­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ოთხი ადა­მი­ა­ნი ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა, და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი კი კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია გარ­დაც­ვლილ­თა ვი­ნა­ო­ბა.   რო­გორც ცნო­ბი­ლია,...

დაწვრილებითDetails

დაზუსტებული ინფორმაციით გომის მთაზე ავარიის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა

by მეგა TV
აგვისტო 12, 2026
0
ავტოსაგზაო შემთხვევებს 442, ხოლო ხანძრებს 48 ადამიანი ემსხვერპლა – საქსტატი
მთავარი

გომის მთაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულები. როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, სამგზავრო მიკროავტობუსი გომის მთიდან ოზურგეთის მიმართულებით მიდიოდა და გზიდან გადავარდა. მათივე ცნობით, დაღუპულები უცხო ქვეყნის...

დაწვრილებითDetails

ავარიას გომის მთაზე 2 ადამიანი ემსხვერპლა – არიან დაშავებულები

by მეგა TV
აგვისტო 12, 2026
0
გომისმთაზე მოზარდი დაიღუპა
მთავარი

გურიანიუსის ინფორმაციით აგომის მთიდან მომავალი ავტომობილის ავარიის შედეგად  ორი ადამიანი დაიღუპა. „გურია ნიუსი“ ისევ დაუკავშირდა კლინიკა „მედალფას“ დირექტორს დავით მდინარაძეს. მისი თქმით, ამჟამად კლინიკაში ხუთი ადამიანია შეყვანილი, რომლებსაც შესაბამისი სამედიცინო...

დაწვრილებითDetails

კობა ფარტენაძის მიმართ მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული ორი პირი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

by მეგა TV
აგვისტო 12, 2026
0
ჟურნალისტ კობა ფარტენაძეს დანის დარტყმით დაემუქრნენ – ვრცელდება ვიდეოკადრები
მთავარი

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტის კობა ფარტენაძის მიმართ მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული ორი პირი, ბათუმის საქალაქო სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. კერძოდ, ბრალდებულები 7000-7000 ლარის სანაცვლოდ გათავისუფლდნენ. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მიიღო,...

დაწვრილებითDetails

ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ადვოკატი

by მეგა TV
აგვისტო 12, 2026
0
ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ადვოკატი
მთავარი

ნატა ვიბლიანი, რომელიც ამბობს, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში, მას სვანეთში თანასოფლელები სისტემატურად აუპატიურებდნენ,  პროკურატურამ ოფიციალურად სცნო დაზარალებულად - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ქალის უფლებადამცველი, ტარიელ კაკაბაძე ავრცელებს. საქმეზე გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში...

დაწვრილებითDetails

“ჩემი ვერსიაა, რომ გურიკა არის ცოცხალი” – რას ყვება მლეთაში გაუჩინარებული ბიჭის საქმის ფიგურანტი ანი გელაშვილი

by მეგა TV
აგვისტო 12, 2026
0
“ჩემი ვერსიაა, რომ გურიკა არის ცოცხალი” – რას ყვება მლეთაში გაუჩინარებული ბიჭის საქმის ფიგურანტი ანი გელაშვილი
მთავარი

მლეთაში გაუჩინარებული ბიჭის საქმის ფიგურანტი დუმილს არღვევს - ანი გელაშვილი, რომელიც გური დადიანიძის მეგობრის სტატუსით პოზიციონირებს "დღის ამებთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ მისი ვერსიით 12 წლის გაუჩინარებული ბიჭი ცოცხალია. შესაბამისად...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება და ფსიქოტროპული მედიკამენტები შემოჰქონდათ

by მეგა TV
აგვისტო 12, 2026
0
შემოდგომაზე კოპიტნარის რკინიგზის სადგური დასრულდება – მარიამ ქვრივიშვილი
მთავარი

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული საბაჟო პროცედურებისა და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება ,,მეთადონის“ და ფსიქოტროპული...

დაწვრილებითDetails

ფრესკებს იატაკიდან ნახევარი მეტრის სიმაღლეზე აქვს ხავსი მოკიდებული – რა ხდება გელათში

by მეგა TV
აგვისტო 12, 2026
0
PVC ტენტი ჰერმეტული მასალაა – ინტერიერის გარდა დაზიანებებს ფასადზეც გამოიწვევს – რა ვითარებაა გელათში
მთავარი

“ქალბატონო ნანუკა მე ვარ გელათის მონასტრის სტიქაროსანი 1993 წლიდან. ძალიან ბევრი რაიმე არის გელათის მონასტრის მთავარი ტაძრისა და წმიდა გიორგის ტაძარში სავალალო მდგომარეობაში. ფრესკებიდან იატაკიდან ნახევარი მეტრის სიმაღლეზე აქვს ხავსი...

დაწვრილებითDetails

როგორც ქართულ, ისე რუსულ საზოგადოებას სიფრთხილე მართებს, რათა „გლობალური ომის პარტიის“ ინტერესების სასარგებლოდ არ იმოქმედონ – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
აგვისტო 12, 2026
0
ახალი პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იქნება
მთავარი

„დიპ-სტეიტის“ დავალების შესაბამისად, მათი აგენტურა, 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შემდეგ, საზღვარზევე მიესალმებოდა რუს ტურისტებს, ისევე, როგორც რუსულ ინტერვენციებს საქართველოს...

დაწვრილებითDetails

„დიპ-სტეიტის“ გეგმით, რუსი ტურისტი საქართველოში აღარ უნდა ჩამოვიდეს, მაგრამ არ უნდა დავუშვათ, რომ პოლიტიკური უთანხმოება ხალხთა შორის მტრობის საფუძველი გახდეს – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
აგვისტო 12, 2026
0
” სადაც არის საბოტაჟის სავარაუდო ნიშნები, ყველგან საჭიროა გამოძიება” – ირაკლი კობახიძე
მთავარი

„დიპ-სტეიტის“ ახალი გეგმის თანახმად, მათმა ადგილობრივმა აგენტურამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ რუსი ტურისტი საქართველოში აღარ ჩამოვიდეს, რაც, საბოლოოდ, იმით უნდა დასრულდეს, რომ რუსეთის ხელისუფლებამ, საქართველოში თითქოსდა რუსოფობიული განწყობების გამო,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"