LIVE TV
პარასკევი, თებერვალი 27, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

“35 წელია გაგვიცნეს, ჩამოვიდნენ, ხინკალიც ჭამეს, ხაჭაპურიც, ქართლის დედასაც შეხედეს, ვეფხისტყაოსნის ორი სტროფი წაიკითხეს და გონზე არ არიან, ვისთან აქვთ საქმე” – პაპუაშვილი

დაპოსტა 2026/02/27-ში
31
ნახვა
გაზიარება

35 წელია გაგვიცნეს, მას შემდეგ რაც რკინის ფარდა ჩამოიშალა, ჩამოვიდნენ აქ, ხინკალიც ჭამეს, ხაჭაპურიც, ქართლის დედასაც შეხედეს და ვეფხისტყაოსანიც ორი სტროფი წაიკითხეს და გონზე არ არიან, ვისთან აქვთ საქმე, რომ შეიძლება ქართველ ხალხს უთხრან, ვიზა გინდა თუ თავისუფლებაო?!- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებას, რომლის თქმითაც, ვიზების შეჩერება შეიძლება მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს, თუ ხელისუფლება პრობლემებს ვერ მოაგვარებს.

პაპუაშვილის თქმით, ევროკავშირი საქართველოს აშანტაჟებს, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს „ღირებულებით უფსკრულს“, რომელშიც, მისი შეფასებით, აღნიშნული ორგანიზაციის დღევანდელი მმართველები არიან.

„ასეთი განცხადებებიც კარგია იმ მხრივ, რომ დავინახოთ, სინამდვილეში რასთან გვაქვს საქმე. სინამდვილეში ევროკავშირის ხელმძღვანელობა ჩვეულებრივი შანტაჟიორები არიან, რომლებიც აშანტაჟებენ მთელ ერს. მთავარი მიზეზი არის ის, რომ დღეს საქართველოს ხელისუფლებაში არ არის ის ხალხი, რომელიც მათ უნდოდათ, რომ ყოფილიყო. ევროკავშირის ელჩი თავად იყო ჩართული საარჩევნო კამპანიაში. ურსულა ფონ დერ ლაიენის წარმომადგენელი თბილისში თავად იყო ჩართული კამპანიაში „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, აფინანსებდნენ ორგანიზაციების საარჩევნო კამპანიის მიზნით. ის დამარცხდა ამ არჩევნებში, „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა და ამის შემდეგ ვხედავთ მუდმივ თავდასხმებს საქართველოს წინააღმდეგ. ამ შანტაჟის მთავარი სათქმელი შემდეგია,- „ქართველო ხალხო, ან დაემორჩილებით ჩვენს ნებას და გააკეთებთ იმას, რასაც ჩვენ გეტყვით, თქვენ მოსამართლეებს ჩვენ დავნიშნავთ, თქვენს პროკურორებს ჩვენ დავნიშნავთ, დაგაკანონებინებთ ერთნაირსქესიანთა ქორწინებას, როგორც ამას სთხოვენ ახლა ყველას, მიგაღებინებთ ამ კანონს, გაგაუქმებინებთ იმ კანონს, რასაც ჩვენ გეტყვით, იმას გააკეთებთ ან მოგიწევთ მოხვიდეთ ჩვენთან საელჩოში ვიზის ასაღებად“. ამ დონეზე ფიქრობენ ქართველ ხალხზე, რომ ქართველი ხალხი თავისუფლებასა და ვიზას შორის აირჩევს ვიზას. 35 წელია გაგვიცნეს, მას შემდეგ რაც ეს რკინის ფარდა ჩამოიშალა, ჩამოვიდნენ აქ, ხინკალიც ჭამეს, ხაჭაპურიც, ქართლის დედასაც შეხედეს და ვეფხისტყაოსანიც ორი სტროფი წაიკითხეს და გონზე არ არიან ვისთან აქვთ საქმე, რომ შეიძლება ქართველ ხალხს უთხრან, ვიზა გინდა თუ თავისუფლებაო?! პირველი ხომ არ იქნება ევროკავშირი, ვინც ეს გვითხრა- ჩვენ ვიზები ჩაგვიკეტეს ჩვენი დამოუკიდებლობის სხვადასხვა პერიოდში, ეკონომიკური სანქციებიც დაგვიწესეს, სწორედ ასე: თავისუფლება გინდა თუ ვიზაო – აი, რა გზაზე დგას დღეს ევროკავშირი ამ ხელმძღვანელობის ხელში, რომ ფიქრობენ, რომ ხალხს შეიძლება არჩევანი დაუყენო თავისუფლებასა და ვიზას შორის და იფიქრო, რომ ეს ხალხი აირჩევს ვიზას. კულტურულად რა წარმოდგენა აქვთ სხვა ხალხებზე, რომელი საუკუნის ევროპის წარმომადგენლები არიან, რომ სხვა ხალხებზე ასე ფიქრობენ, რომ გემიდან ჩამოვლენ, დახვდებათ იქ უცხო ტომი, რომელსაც ეტყვიან, რომ მოგცემ სასმელს და მთელ ოქროულობას წავიღებ. ასე რომ აცურებდნენ ხალხებს, ეს პერიოდი წავიდა უკვე დიდი ხანია. ეს კარგად აჩვენებს, რა ღირებულებით უფსკრულში არის დღეს ბრიუსელი. შეგახსენებთ, რომ უვიზო მიმოსვლა 2010 წელს, გაგანია დიქტატურაში, ევროკავშირმა მისცა სააკაშვილის რეჟიმს, ხალხს არ მოგვცა. ამ წამების სისტემის შემქმნელს, მკვლელობების ჩამდენებს მისცა. ასე რომ, დემოკრატიაზე ესაუბრონ ერთმანეთს, ამ ტყუილს ქართველი ხალხი არ გაატარებს.“- განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ვიზების შეჩერება შეიძლება მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს, თუ ხელისუფლების მიერ პრობლემების მოგვარება არ მოხდება.

„ევროკავშირი ქართველი ხალხის დემოკრატიული, სტაბილური და ევროპული მომავლისთვის ძალისხმევას არ დაიშურებს. საქართველოში ყველა პოლიტიკურ აქტორს ამ მიზნისკენ მუშაობას მოვუწოდებთ. საქართველოში ბოლო დროს განვითარებული ნეგატიური მოვლენების ფონზე ევროკავშირმა მტკიცე რეაგირება მოახდინა და საქართველოს ხელისუფლებას ჟურნალისტების, აქტივისტებისა და უსამართლოდ დაკავებული პირების გათავისუფლებისკენ მოუწოდა“, – ნათქვამია ფონ დერ ლაიენის მიერ ოპოზიციისთვის გაგზავნილ წერილში.

გაზიარება12

დაკავშირებული -პოსტები

ცნობილია ვინ ანთავსებდა მიტოვებულ შენობაში სხეულის ამპუტირებულ ნაწილებს

თებერვალი 27, 2026
489
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ გარემოსათვის საშიში ნივთიერებისადმი მოპყრობის წესის დარღვევის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ შპს "ეკო მედიკალ ჯგუფი"-ს და შპს "ეკოლოგია და სუფთა...

დაწვრილებითDetails

“გავარკვიეთ, თურმე, ბრიტანეთის ელჩი ქართულს რატომ სწავლობდა “- შალვა პაპუაშვილი

თებერვალი 27, 2026
23
მთავარი

გავარკვიეთ, თურმე, ბრიტანეთის ელჩი ქართულს რატომ სწავლობდა - „პოსტვ“-სთვის და „იმედისთვის“ რომ ეყურებინა და საქმეები შეეკერა თავისუფალი მედიის წინააღმდეგ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც საგარეო საქმეთა სამინისტროში ბრიტანეთის...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

თებერვალი 27, 2026
11
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი: 1980 წელს დაბადებული მ.ც. და 1991 წელს დაბადებული თ.კ. დააკავეს. მათ ბრალი ედებათ ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული...

დაწვრილებითDetails

პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 10 პირი დააკავეს

თებერვალი 27, 2026
51
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის...

დაწვრილებითDetails

ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღიკვეთა

თებერვალი 27, 2026
36
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. პოლიციელების მიერ ცეცხლსასროლი...

დაწვრილებითDetails

ერთ-ერთ კაფეში აფეთქებას შვიდი ადამიანი ემსხვერპლა (უცხოეთი)

თებერვალი 27, 2026
12
მთავარი

ყაზახეთის ქალაქ შჩუჩინსკის ერთ-ერთ კაფეში აფეთქება მოხდა. უცხოური მედიის ცნობით, აფეთქების შედეგად შვიდი ადამიანია დაღუპული, 19 პირი კი დაშავებული. დაშავებულთა შორის 16 წლის მოზარდია, 13 ადამიანი ჰოსპიტალიზებულია. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება...

დაწვრილებითDetails

უცხო ქვეყნის 35 მოქალაქე დააკავეს

თებერვალი 27, 2026
58
მთავარი

უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს. კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დაკავებულია უცხო ქვეყნის 35 მოქალაქე, მათ შორის - თურქეთის, ეგვიპტის, ჩინეთის,...

დაწვრილებითDetails

კაცმა სახლში უმისამართოდ რამდენჯერმე გაისროლა, რის შედეგადაც დედა დაიჭრა

თებერვალი 27, 2026
264
მთავარი

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, 1986 წელს დაბადებული კ.მ. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საცხოვრებელ სახლში...

დაწვრილებითDetails

ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

თებერვალი 27, 2026
30
ამინდი

27 თებერვალს ქუთაისში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +5 და ღამით +3 გრადუსია მოსალოდნელი.   ნალექს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +6 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4 გრადუსი იქნება. ბათუმშიც იწვიმებს, დღისით ჰაერი...

დაწვრილებითDetails

27 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

თებერვალი 27, 2026
30
მთავარი

ვერძი   დღეს, სჯობს, გაერიდოთ სხვადასხვა გარჩევებსა და პრობლემურ საკითხებში ჩართვას, თუმცა უახლოეს მომავალში, თქვენი მოსაგვარებელი საქმე თქვენვე უნდა მოაგვაროთ .   კურო   საუკეთესო იქნება, თუ თქვენს ბობოქარ ემოციებს...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».