ნამოხვანჰესი მომაკვდინებელ საფრთხეს უქმნის რიონის ხეობას – ქუთაისში აქცია გაიმართა. ეკოლოგიის თემებზე მომუშავე სამოქალაქაო აქტივისტები და არასმთავრობო ორგანიზაციები, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და ახალგაზრდები რუსთაველიუს ხიდზე შეიკრიბნენ. მათ გიგანტური ჰესების მშენებლობა გააპროტესტეს.
“დუმილი დანაშაულია”, შეიგრძენი საფრთხე”, “ქუთაისი საფრთხეშია” – ამ და სხვა ბანერებით აქციაზე ხაზი გაესვა იმ ფაქტს რომ, ნამოხვანჰესის მშენებლობა უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს არა მხოლოდ ქუთაისისთვის, არამედ მთელი დასავლეთ საქართველოსთვის.
მათი თქმით, „ნამოხვანჰესის“ მშენებლობა ეკოლოგიურ კატასტროფას გამოიწვევს. ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ უარი თქვან კაშხლის მშენებლობაზე და შეასრულონ დანაპირები.
https://www.facebook.com/MEGATVgeOfficial/videos/266520601090576/
როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში მოსვლამდე უარს აცხადებდა დიდ ჰესებზე, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი პირველი სწორედ ჰესების მშენებლობა დაიწყეს.
“ქართულ ოცნებას უნდა კორუპციულ აუზად და მდინარეების სასაკლაოდ გადააქციოს საქართველო, რასაც ჩვენ არ დავუშვებთ. არ გვინდა ჩვენ ხელისუფლებისა და ვიღაცების ფულის შოვნის სანაცვლოდ დავკარგოთ ყველა კუთხრე, რაჭა-ლეჩხუმი, სვანეთი, ქუთაისი, პრაქიკულად მთელი ქვეყანა, იმიტომ რომ ჰესები არის ჩამორჩენილი ტექნოლოგია, რომელიც ძალიან დიდი საფრთხეს შეიცავს და შესაბამისად მისი ადგილი არც ერთ ქვეყანაში არ არის, მით უმეტეს საქართველოში. ამის ნაცვლად საჭიროა ალტერნატიული ენერგეტიკა, არსებული ჰესებს რეაბილიტაცია ისე რომ, ეკონომიკაც განვითარდეს, მაგრამ არა მოსახლეობისა და გარემოს განადგურების ხარჯზე” – განცხადა ეკოლოგმა, “ლეიბორისტული პარტიის” ერთ-ერთმა წევრმა ლაშა ჩხარტიშვილმა.
“გვინდა შევახსენოთ ხელისუფლებას, რომ მათ მოსვლამდე გასცეს დაპირება რომ, მსგავსი სახის პროექტები საქართველოში არ განხორციელდება. მიგვაჩნია რომ, ეს პროექტი არის საშიში პროექტი. ნამოხვანჰესი შენდება მეწყერსაშიშ, სეისმურად აქტიურ ზონაში და საფრთხის წინაშე დგება მთლიანად დასავლეთ საქართველოს მოახლეობა. საფინანსო ორგანიზაციებს, დიპლომატიურ კორპუსს გვინდა მოვუწოდოთ რომ არ დაუჭირონ მხარი, დაეხმარონ მოსახლეობას რომ აიძულონ ხელისუფლება უარი თქვან მსგავსი პროექტის განხორციელებაზე” – განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა ხვიჩა ვაშაყმაძემ.
“ჩვენ ვცხოვრობთ 21-ე საუკუნეში და ვიცხოვროთ ისე, როგორც 21-ე საუკუნის მოქალქეებს ეკადრებათ და თავი დავანებოთ მე-20 საუკუნეში დაპროექტებულ ნამოხვანჰესს და საერთოდ დიდი ჰესების მშენებლობას. კორონავირუსმა კიდევ ერთხელ დაგვანა რომ ბუნებაა მბრძანებელი ადამიანზე და არა ადამიანი ბუნების. დავანებოთ თავი მარქსის თეორიებს, რომელიც გვეუბნებოდა რომ ჩვენ ბუნებას ჩავაყენებთ ადამიანების სამსახურში, არ გამოდის ბატონებო, დავუჯეროთ ვაჟა-ფშაველას, ლეონარდო და ვინჩს, რომელიც ამბობდა მე მასწავლებლად ბუნება ავირჩიე, ყველა მასწავლებლის მასწავლებელი, დავუჯეროთ მათ და დავანებოთ თავი მარქსს, ენგელსს და ლენინს თავი. მარტო ქუთაისი კი არა მთელი იმერეთია საფრთხეში” – განაცხადა პარტია “თავისუფალი საქართველოს” იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელმა გოგი წულაიამ.
ჰუდონჰესის მშენებლობის ტენდერში გამარჯვებული კომპანიის საქმიანობის შესახებ ამახვილებს ყურადღბას ორგანიზაციის “მწვანე ალტერნატივა” წარმომადგენელი დავით ჭიპაშვილი:
“ტენდერში გაიმარჯვა კომპანიამ, რომელმაც ააშენა შუახევიჰესი, რომელშიც დაიხარჯა 420 მილიონი აშშ დოლარი, რომლის ექსპლუატაციიდან 2 თვეში ჩამოინგრა გვირაბები და რომლის აღსადგენად კვლავ დაიხარჯა იმ თანხის ნახევარი, რაც დაჯდა ამ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა. დღეს კი კვლავ ვხედავთ რომ, არის პრობლემები, კაშხალს გადის წყალი და თან არავინ გვეუბნება ეს რამდენად უსაფრთხოა იქ მაცხოვრებელი მოსახლეობისათვის. აი ასეთ კომპანიას ამარჯვებინებ ტენდერში, რომელიც არის გაცილებით უფრო რთული ობიექტი, გაცილებით უფრო საფრთხის შემცველი ობიექტი და რაც მთავარია უფორმებენ ხელშეკრულებას, რომლის დეტალებიც საზოგადოებისათვის ცნობილი არ არის.”
ნამოხვანჰესის მშენებლობის რისკებზე საურისას “მწვანე ალტერნატივის” წევრი დავით ჭიპაშვილი აღნიშნავს რომ 34 მეტრიანი ტალღი, რომლემაც შეიძლება ქუთაისს დაარტყას, ფოთამდე ყველაფერს გაანადგურებს. ის ეკოლოგიის კუთხით არსებულ საფრთხეებზეც ამახვილებს ყურადღებას:
“გარემოზე მიყენებული ზიანი იქნება უზარმაზარი დაწყებული ბუნების ბიომრავალფერონებიდან, ეკოსისტემიდან, იგივე იმ სეისმოსლოგიური უსაფრთხოების საკითხები, რომლებიც პირდაპირ საფრთხეს უქმნის კონკრეტულად ქუთაისის და არა მარტო ქუთაისს. როგორც სეისმოლოგიური ინსტიტუტის კვლევაში იყო წარმოდგენილი პრაქტიკულად ჩარეცხვას ყველაფერს შავ ზღამდე თუ 34 მეტრიანი ტალღა დაეჯახება ქუთაისს. რას ვუშვებით იმ მიკროზონებს ტვიში რომ გაგვიგია, რომ გვინა ცოლიკაურის მიკროზონა, რომ გვინდა ბრენდირება, რომ გაგვაქვს ექსპორტზე, ხალხმა რომ დაიწყო დაბრუნება ამ სოფლებში რომ გააშენონ და ახლა რას ვშვებით ისევ ამ მიკროზონას ვსპობთ იქ აშენებული ჰესით. ეს ჰესი მარტო ტვიშის მიკროზონას კი არ უქმნის საფრთხეს, საფრთხეს ასევე შეუქმნის ამბროლაურისა და ხვანჭკარას მიკროზონებსაც.” – აცხადებს “მწვანე ალტერნატივას” წარმომადგენელი დავით ჭიპაშვილი.
კომპანიის Clean Energy-ის მიერ 2018 წელს გაკეთებულ განცხადებაში კი ნათქვამია, რომ ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შედეგად საქართველოში სასათბურე აირის, ნახშირორჟანგის გამოყოფა ყოველწლიურად დაახლოებით 700 000 ტონით შემცირდება, რაც CO2-ის, 7%-ით ემისიის ეკვივალენტია.
პროექტი მოიცავს ორსაფეხურიან კასკადს და შედგება ნამოხვანისა და ტვიში ჰესებისაგან, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 433 მეგავატია.
შეჩერებულ პროექტს ხელისუფლებამ მწვანე შუქი კვლავ აუნთო, სამოქალაქო სექტორი კი პერმანენტულ აქციებს აანონსებს.