LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ჯარი, ეკლესია, პოლიცია და სახელმწიფო ინსტიტუტები ხელშეუხებელია – ირაკლი ღარიბაშვილი

32 მილიარდი ინფრასტრუქტურისა და რეგიონების განვითარებისთვის – რას ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი

დაპოსტა 2021/07/23-ში
A A
17
ნახვა
გაზიარება

მომდევნო 10 წლის განმავლობაში დაახლოებით 32 მილიარდი ლარი დაიხარჯება ინფრასტრუქტურის და რეგიონების განვითარებაში – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 10-წლიანი განვითარების გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი თქმით, 32 მილიარდი ლარი ინფრასტრუქტურას, გზებს, ხიდებს, წყალს მოხმარდება იმისთვის, რომ ყველა მუნიციპალიტეტში შეიცვალოს მთლიანი სურათი. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს უნდა იყოს ევროპეიზაციის და მოდერნიზაციის გეგმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა აქტიური დახმარებისთვის დონორებს მადლობა გადაუხადა.

„ვაგრძელებთ განვითარების გეგმების პრეზენტაციას. დღეს წარმოგიდგენთ ინფრასტრუქტურის და რეგიონების 10-წლიანი განვითარების გეგმის პრეზენტაციას. მე მინდა მოკლედ შევეხო კიდევ ერთხელ, თუ რას გულისხმობს ჩვენი ეს გეგმები. ჩვენი გეგმის მიხედვით, მომდევნო 10 წლის განმავლობაში დაახლოებით 32 მილიარდი ლარი დაიხარჯება ინფრასტრუქტურის განვითარებაში, ასევე რეგიონების განვითარებაში. მოგეხსენებათ, რომ დღეს ძალიან ბევრი პროექტი ხორციელდება ქვეყანაში. ეს არის გზების, ხიდების მშენებლობა. ზოგადად, ჩვენ დავიწყეთ ყველა მუნიციპალიტეტში ურბანული განახლების პროექტები. 63-ვე მუნიციპალიტეტში დაიწყება ურბანული განახლების პროექტი, რაც გულისხმობს რეალურად ევროპული განვითარების, ევროპული სულისკვეთების შეტანას ყველა მუნიციპალიტეტში. ამას გარდა, მოგეხსენებათ, რომ გამოწვევები რჩება დღეს ჩვენს ქვეყანაში. თითქმის 3000-მდე სოფელს არ აქვს ხარისხიანი წყალი. გამოწვევად რჩება როგორც საქალაქთაშორისო, ისე შიდა გზების შენახვა-რეაბილიტაცია-აღდგენა, ასევე ცენტრალური მაგისტრალების მშენებლობის დასრულება, შესაბამისად, ჩვენი მთავარი პრიორიტეტი და მთავარი აქცენტი სწორედ რეგიონების განვითარებასა და განახლებაზე იქნება მომდევნო წლების განმავლობაში. 32 მილიარდი ლარი, როგორც მოგეხსენებათ, მოხმარდება რეგიონების განვითარებას, ინფრასტრუქტურას, გზებს, ხიდებს, წყალს იმისთვის, რომ რეალურად ყველა მუნიციპალიტეტში შეიცვალოს მთლიანი სურათი, მთელი ქვეყნის მასშტაბით და რეალურად, ეს უნდა იყოს ევროპეიზაციის, განახლების, მოდერნიზაციის გეგმა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ, რა თქმა უნდა, ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ჩვენს დონორებთან. მინდა კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა ვუთხრა მათ აქტიური დახმარებისთვის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გაზიარება7

დაკავშირებული -პოსტები

ვალუტის განახლებული კურსი 19 მარტისთვის

by მეგა TV
მარტი 18, 2026
0
როგორი იქნება ვალუტის კურსი 26 სექტემბერს
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7189 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7223 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0034...

დაწვრილებითDetails

ოქროს და ვერცხლის ფასი მცირდება – რა ღირს ერთი გრამი საქართველოში

by მეგა TV
მარტი 18, 2026
0
რა ღირს ოქრო და ვერცხლი საქართველოში?
ეკონომიკა

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს და ვერცხლის ფასი მცირდება. GoldPrice-ის მონაცემებით, დღეს, თბილისის დროით 12:30 საათზე, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 988 დოლარია, რაც ერთ დღეში ფასის 0.29%-ით შემცირებული მაჩვენებელია. რაც...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 18 მარტისთვის

by მეგა TV
მარტი 17, 2026
0
როგორი იქნება ვალუტის კურსი 26 სექტემბერს
ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 18 მარტისთვის ერთი აშშ დოლარი – 2.7223, ევრო – 3.1336, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.6286 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფიციალური კურსით,...

დაწვრილებითDetails

რა ღირს ოქრო და ვერცხლი მსოფლიო ბირჟებსა და საქართველოში

by მეგა TV
მარტი 17, 2026
0
რა ღირს ოქრო და ვერცხლი საქართველოში?
ეკონომიკა

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასი სტაბილურ მაჩვენებელზეა. GoldPrice-ის მონაცემებით, დღეს, თბილისის დროით 12:30 საათზე, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 5 019 დოლარია, რაც ერთ დღეში ფასის 0.50%-ით მატებას წარმოადგენს. რაც შეეხება...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 17 მარტისთვის

by მეგა TV
მარტი 16, 2026
0
როგორი იქნება ვალუტის კურსი 26 სექტემბერს
ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 17 მარტისთვის ერთი აშშ დოლარი – 2.7365, ევრო – 3.1382, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.6300 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფიციალური კურსით,...

დაწვრილებითDetails

განახლებული ვალუტის კურსი 13 მარტისთვის

by მეგა TV
მარტი 12, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7321 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7300 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0021...

დაწვრილებითDetails

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა – განახლებული კურსი

by მეგა TV
მარტი 11, 2026
0
როგორი იქნება ვალუტის კურსი 26 სექტემბერს
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7300 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7438 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0138...

დაწვრილებითDetails

„მუნიციპალიტეტებში 4.886 მლნ ლარის ტრანზაქცია შესრულებულია ისეთ ანგარიშზე, რომლის იდენტიფიცირებაც ვერ მოხერხდა“ – აუდიტი

by მეგა TV
მარტი 11, 2026
0
როგორ დავიხსნათ თავი ვალებისგან
ეკონომიკა

„მუნიციპალიტეტებში არსებობს როგორც ფინანსური რესურსების, ასევე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის ხარვეზები,“ - ამის შესახებ აუდიტის სამსახურის მიერ მუნიციპალიტეტების 2022-2023 წლების საბიუჯეტო პროცესის მართვის შესაბამისობის აუდიტშია აღნიშნული, რომელსაც "ბიზნესპრენიუსი" აქვეყნებს. აუდიტის...

დაწვრილებითDetails

ოქროს ფასმა ერთ დღეში კვლავ მოიმატა

by მეგა TV
მარტი 11, 2026
0
ქორწინების ოქროს ბეჭედი 28%-ით გაძვირდა
ეკონომიკა

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასი კვლავ მაღალ მაჩვენებელზეა. GoldPrice-ის მონაცემებით, დღეს, თბილისის დროით 12:30 საათზე, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 5 185 დოლარია, რაც ერთ დღეში ფასის 0.96%-ით კლებას წარმოადგენს. რაც...

დაწვრილებითDetails

ოქრო და ვერცხლი კვლავ ძვირდება

by მეგა TV
მარტი 10, 2026
0
რა ღირს გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში
ეკონომიკა

მსოფლიოში ოქრო კვლავ ძვირდება. GoldPrice-ის მონაცემებით, 10 მარტს, თბილისის დროით 12:30 საათზე, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 5 179 დოლარია, რაც ერთ დღეში ფასის 1.66%-ით მატებას წარმოადგენს. რაც შეეხება ვერცხლს,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"