,,საავტომობილო სატვირთო გადამზიდავები, ქვეყნის დატოვებისას, საზღვარზე იხდიან პარკის გადასახადს 30 ლარს.
14 მაისიდან, 30 ლარის ნაცვლად 80 ლარამდე იზრდება გადასახადი. რა ხდება ძარცვაა????
ჯერ თუ განცხადებაა, გაუმართავად წერია, შეიძლება წერა კითხვის უცოდინარებმა მართონ ქვეყანა????
რა მოყვება ამ გაძვირებას, თურქეთის მხარე, პასუხად, მეორე დღესვე აწევს გადასახადს და გაუტოლებს 80 ლარს, გამოვა, რომ ქართული მხარე, რომელიც ყველაზე მეტადაა დაინტერესებული თურქეთში განახორციელოს დატვირთვა, გადაიხდის ორივე მახარეს და მოუწევს 160 ლარის გადახდა ნაცვლად 60 ლარისა.
პარკის გადასახადი, საქართველოდან სომხეთის მხარეს არსებობს, მაგრამ სომხეთიდან – საქართველოში არ არსებობას, ამიტომაც სომხური მხარეც დააწესებს ანალოგიურ გადასახადს.
ვის დააწვება ეს გადასახადი საავტომობილო გადამზიდავს – ანუ მცირე მეწარმეს, ეს არის მცირე მეწარმეობის ხელშეწყობა????
რა ეკონომიკურ გაანგარიშებას ემყარება გადასახადის 2.7 ჯერ გაძვირებას ???? არსებობს რაიმე დასაბუთება ?????”-წერია სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ოფიციალურ ფბ. გვერდზე.










