LIVE TV
ხუთშაბათი, ოქტომბერი 9, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

3 ნოემბრამდე ზოდიაქოს 6 ნიშნანს განსაკუთრებული ფინანსური წარმატება ელის

დაპოსტა 2025/10/09-ში
19
ნახვა
გაზიარება

როგორც ასტროლოგები ამბობენ, ახლა ძლიერი ენერგეტიკული ცვლილებების ცენტრში ვართ. ზოდიაქოს 6 ნიშნის წარმომადგენლებს კი 2025 წლის ნოემბრამდე მნიშვნელოვანი ფინანსური ცვლილებები ელოდება. პლანეტა მარსი, რომელიც ადამიანების მიზანსწრაფვასა და ამბიციებს მართავს, 22 სექტემბერს მორიელის ნიშანში შევიდა, რაც გვაიძულებს, მკაფიო, მტკიცე და გააზრებული გადაწყვეტილებები მივიღოთ და ფინანსურ წარმატებასაც მივაღწიოთ.

პლანეტა მარსი მორიელის ნიშანში 3 ნოემბრამდე დარჩება. იქამდე კი ზოდიაქოს ამ 6 ნიშნის წარმომადგენლებს მნიშვნელოვანი ფინანსური ცვლილებები ელოდება:

კურო

როგორც ასტროლოგები ამბობენ, 2025 წლის ნოემბრამდე ფინანსური თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი ცვლილებები გელოდებათ. მორიელის ნიშანში მარსის გადასვლა გაიძულებთ, თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზე, ხარჯებზე, მიდგომებზე უფრო დიდი ყურადღება გამოიჩინოთ და კონკრეტული გეგმა შეადგინოთ. ოქტომბრის შუა რიცხვებში მერკურისა და მარსის გავლენით, შეგიძლიათ, ფინანსური სფერო უკეთ მოაწესრიგოთ. თუ დიდი ხანია, დამატებითი საქმის მოძიებაზე ან დიდი პროექტების განხორციელებაზე ფიქრობთ, გსურთ, რომ საკუთარი ბიზნესი წამოიწყოთ ან არსებულ საქმეში მიაღწიოთ წარმატებას, ახლა ამისთვის შესანიშნავი დროა.

ლომი

მარსის მორიელის ნიშანში გადასვლა თქვენთვის ნამდვილად წარმატებული პერიოდია. ძალიან დიდ თავდაჯერებულობასა და მოტივაციას იგრძნობთ და იმ საქმეებსაც კი, რომლებიც აქამდე გერთულებოდათ, მარტივად განახორციელებთ. მოულოდნელი დაწინაურება ან ისეთი გეგმის შემუშავება გელით, რომელიც სამომავლოდ ძალიან დიდ ფინანსურ წარმატებას მოგიტანთ. იღბალი თქვენ მხარესაა. მიმდინარე პერიოდის განმავლობაში, გექნებათ ყველა შესაძლებლობა, რომ არსებულ კონკურენციას გაუძლოთ, საკუთარი უნარები, შესაძლებლობები სრულად გამოხატოთ და დაწინაურდეთ.

მორიელი

შესაძლოა, ახლა რთულ ეტაპს გადიხართ, თუმცა, როგორც ასტროლოგები ამბობენ, ეს ფინანსური ცვლილებების წარმოუდგენლად იღბლიანი სეზონია. სრულიად განახლებული ენერგია გაქვთ, შეგიძლიათ, აიღოთ ყველაფერი, რაც გსურთ, დადოთ საქმიანი გარიგებები, ჩამოაყალიბოთ იდეები, დამატებითი შემოსავალი მიიღოთ და კარიერულ საფეხურზე დაწინაურდეთ. კარიერულ ცხოვრებაში წარმატება ფინანსურ კეთილდღეობასაც განაპირობებს. თუმცა, როგორც ასტროლოგები ამბობენ, უმჯობესია, თანმიმდევრულობა გამოიჩინოთ და იმპულსური გადაწყვეტილებები არ მიიღოთ.

მერწყული

მომდევნო კვირების განმავლობაში ფინანსური მდგომარეობის მნიშვნელოვნად შეცვლა გელოდებათ. ძალიან დიდ ენერგიასა და მოტივაციას იგრძნობთ, რაც, ფაქტობრივად, წარმატებამდე მიგიყვანთ. გაქვთ დამატებითი პროექტების აღებისა და სხვადასხვა საქმეში ჩართვის შესაძლებლობა. კონტაქტები აუცილებლად გამოგადგებათ და ამავდროულად, ახალ სოციალურ წრეშიც მოხვდებით. მომდევნო რამდენიმე კვირა ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია იმისათვის, რომ თქვენთვის სასურველი საქმეები განახორციელოთ და ფინანსური სარგებელიც მიიღოთ.

თხის რქა

ახლა არის ეტაპი, როდესაც თქვენს მიზნებს აყალიბებთ და კონკრეტულ ნაბიჯებსაც დგამთ. როგორც წესი, მარტო შესანიშნავად მუშაობთ. თუმცა, მარსის მორიელის ნიშანში გადასვლა გუნდური მუშაობის აუცილებლობაზეც დაგაფიქრებთ. ოქტომბრის მეორე ნახევარი ფინანსურად თქვენთვის განსაკუთრებით წარმატებული იქნება. 21 ოქტომბერს სასწორის ნიშანში ახალი მთვარე ოცნებების რეალობად გადაქცევაში დაგეხმარებათ. წინ ძალიან საინტერესო და სასიამოვნო ეტაპები გელოდებათ, როცა გაქვთ შანსი, თქვენი შესაძლებლობები გამოავლინოთ და სასურველი საქმეების განხორციელება დაიწყოთ.

ვერძი

ვერძისთვის პლანეტა მარსის ძლიერი ენერგია უცხო ნამდვილად არ არის, რადგანაც ზოდიაქოს ამ ნიშანს სწორედ მარსი მართავს. რაკი მორიელსაც პლანეტა მარსი მართავს, თქვენი ფინანსური მდგომარეობა 2025 წლის ნოემბრამდე მნიშვნელოვნად შეიცვლება და წარმატების მიღწევის დიდი მოტივაცია გექნებათ. ახალი შესაძლებლობები გამოჩნდება და აუცილებლად უნდა გამოიყენოთ. მნიშვნელოვანია, რომ ხარჯების გაკონტროლებაც ისწავლოთ და გარკვეულ საკითხებს გრძელვადიან პერსპექტივაში შეხედოთ. სხვა მხრივ, მომდევნო რამდენიმე კვირა თქვენთვის ძალიან სასარგებლო და სასიამოვნო იქნება.

წყარო: ბომონდი 

გაზიარება8

დაკავშირებული -პოსტები

როგორია თელავში დაჭრილი კაცის მდგომარეობა

ოქტომბერი 9, 2025
41
მთავარი

თელავის მუნიციპალიტეტში, გუშინ დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. 70 წლის კაცს სხეულზე ცეცხლნასროლი ჭრილობა აქვს მიყენებული. დაჭრილს ქირურგიული ოპერაცია თელავში, „ყამბარაშვილის“ კლინიკაში ჩაუტარდა. ექიმების განმარტებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რთულია. მამაკაცი წარმოშობით...

დაწვრილებითDetails

“საქართველოს არ გადაუდგამს ისეთი ნაბიჯი, რომ აშშ-ის ინტერესები დაზიანებულიყო ჩვენს ქვეყანაში”- გია ვოლსკი

ოქტომბერი 9, 2025
7
მთავარი

საქართველოს ხელისუფლება დგამს ნაბიჯებს, რომელიც ზედმიწევნით შეესაბამება იმ ინტერესებს, პოლიტიკას, სტრატეგიას და ხედვას, რომელიც აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას გააჩნია, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან სენატორების, ჯიმ რიშისა და ჯინ შაჰინის...

დაწვრილებითDetails

ბანკმა დოლარის და ევროს ახალი კურსი გამოაქვეყნა

ოქტომბერი 9, 2025
12
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7125 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7128 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0003...

დაწვრილებითDetails

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც მოულოდნელი ცვლილებები ელოდება

ოქტომბერი 9, 2025
16
მთავარი

2025 წლის დასასრული ბევრი ადამიანისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება. წლის ბოლოს პლანეტების გავლენა ცვლილებების ძლიერ ნაკადს გამოიწვევს. ურანის ტყუპების ნიშანში გადასვლა ბევრ ადამიანს კომუნიკაციის განახლებისაკენ მოუწოდებს. პლანეტა პლუტონი მოძველებულ საქმეებსა და...

დაწვრილებითDetails

ამინდი მკვეთრად იცვლება – სინოპტიკოსების გაფრთხილება

ოქტომბერი 9, 2025
288
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 9 ოქტომბრის საღამოდან 11 ოქტომბრის დღის პირველ ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, დროგამოშვებით ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-6 ბალამდე შტორმი. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია...

დაწვრილებითDetails

საბერძნეთში ქართველმა კაცმა ორსულ ცოლს სახეზე ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა

ოქტომბერი 9, 2025
87
მთავარი

ძალადობის საზარელი შემთხვევა დაფიქსირდა საბერძნეთში.  ქართველმა კაცმა ორსულ ცოლს სახეზე ცივი იარაღის გამოყენებით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. ბერძნული მედიის ინფორმაციით, 39 წლის ქალი კლინიკაში თავად მივიდა და ექიმებს განუცხადა, რომ ქმარმა...

დაწვრილებითDetails

თბილისში პოლონეთის სასაზღვრო დაცვის სამსახურის ორი თანამშრომელი დაჭრეს

ოქტომბერი 9, 2025
77
მთავარი

თბილისში პოლონეთის სასაზღვრო დაცვის სამსახურის ორი თანამშრომელი დაჭრეს თბილისში პოლონეთის სასაზღვრო დაცვის ორ თანამშრომელს თავს დაესხნენ, დაშავებულები მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას პოლონური პრესის სააგენტო (PAP) ავრცელებს. PAP-ის...

დაწვრილებითDetails

სიახლე ქუთაისის აეროპორტში

ოქტომბერი 9, 2025
308
მთავარი

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანია Wizz Air-ს ახალი მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულებისათვის აუცილებელი ნებართვა 7 ოქტომბერს მიანიჭა. შედეგად, საქართველო იტალიის ქალაქ ვენეციას საჰაერო გზით დაუკავშირდება. ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს. „ვენეცია...

დაწვრილებითDetails

ავარიას თელავში ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ოქტომბერი 9, 2025
268
მთავარი

ერთი ადამიანი ემსხვერპლა ავტოსაგზაო შემთხვევას თელავის მუნიციპალიტეტშიავარია სოფელ წინანდალში მოხდა.თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა, რომელსაც მგზავრები გადაჰყავდა, საჭე ვერ დაიმორჩილა და მცირე, ღია ტიპის ტრაქტორს შეეჯახა.შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ...

დაწვრილებითDetails

სასწრაფო დახმარების ბრიგადამ უგონო მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი გადაარჩინა

ოქტომბერი 9, 2025
32
მთავარი

სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თბილისში უგონო მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი გადაარჩინა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში, გვერდი ,,შენი სიცოცხლის გადასარჩენად“ ავრცელებს. ,,თბილისის მე-14 რაიონული სამსახურის 1431 ბრიგადა მისამართიდან ბრუნდებოდა, როდესაც  მიიღო გამოძახება ლოზუნგით “უგონო“....

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».