“ორშაბათიდან [27 აპრილიდან] ყველანაირი შეზღუდვის მოსსნა მსუბუქ ავტოტრანსპორტზე ნიშნავს იმას, რომ მსუბუქი ავტოტრანსპორტი თავისუფლად გადაადგილდება. ეს არ ნიშნავს იმ შეზღუდვების მოხსნას, რომელიც დაწესებული იყო საქალაქთაშორისო გადაადგილებაზე და იმ შეზღუდვების მოხსნას, რომელიც დაწესებული იყო დიდი ქალაქებისთვის, თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ეს შეზღუდვები შენარჩუნდება.
მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი შეზღუდვების დაწესება დაემთხვა სააღდგომო დღესასწაულებს და ბევრი ჩვენი მოქალაქე იყო გასული ან საცხოვრებელი ადგილიდან რაიონში, ან თავისი სამუშაო ადგილიდან, ჩვენ გავაკეთებთ გამონაკლისს ორი დღით. ეს იქნება ორშაბათი და სამშაბათი, როდესაც ჩვენს მოქალაქეებს ორი დღის განმავლობაში ექნებათ შესაძლებლობა, დაბრუნდნენ თავისი რეგისტრაციის ადგილებზე ან სამუშაო ადგილებზე. შესაბამისად, ორი დღის შემდგომ შეზღუდვები ისევ აღდგება საქალაქთაშორისო მოძრაობასა და ქალაქების ჩაკეტვაზე”, – თქვა გახარიამ.