26 ოქტომბერს ქართველი ხალხი ბოიკოტს გამოუცხადებს “ქართულ ოცნებას” – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გია თევდორაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
კოალიცია ქუთაისში “ქართული ოცნების” დაბალ რეიტინგზე საუბრობს. გია თევდორაძე აღნიშნავს რომ ქუთაისში მმართველი გუნდის მხარდაჭერა მხოლოდ 20%-ია.
ოპოზიციონერ პოლიტიკოსს მაგალითად “ქართული ოცნების” მხარდამჭერი კონცერტი მოჰყავს და ამბობს, რომ მიუხედავად მობილიზებისა, მმართველმა გუნდმა მოქალაქეების შეკრება ვერ მოახერხა.
“წინასაარჩევნო გარემო აქტიურ ფაზაშია, ჩვენი აქტივისტების მიერ დაიწყო წინასწარი მონაცემების აკრება და სახეზეა, რომ ქუთაისში არის კონსოლიდირებული პროტესტი. უპრეცედენტოდ დაბალი, 20%-ია მმართველი გუნდის მხარდაჭერა. 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი ბოიკოტს გამოუცხადებს “ქართულ ოცნებას”, რომელსაც ქვეყანა რუსეთისკენ მიჰყავს. გუშინ “ქართული ოცნების” მხარდამჭერ კონცერტზე უპრეცედენტოდ დაბალი რაოდენობა მივიდა მოსახლეობის, მიუხედავად მობილიზებისა. 33 დღეში მოხდება ჩვენი ქვეყნისთვის აუცილებელი ცვლილება”, – განაცხადა გია თევდორაძემ.