რუსეთის ტყვეობაში 2 500 უკრაინელი რჩება” – ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი საუბრობს და განმარტავს, რომ ტყვეებს შორის მშვიდობიანი მოქალაქეებიც არიან.
“ტყვეობაში 2.5 ათასი უკრაინელი რჩება. საკითხი ცალსახად უნდა დავსვათ – მოვითხოვოთ მშვიდობიანი მოქალაქეების უკან დაბრუნება და არა გაცვლა. ტყვეებს შორის ბევრი ქალია, თუ გავითვალისწინებთ, რომ აზოვსტალი 131-მა ქალმა დატოვა, მაშინ წარმოიდგინეთ, რამდენი მათგანია ტყვეობაში. ოკუპანტებმა უკრაინის ტერიტორიაზე მხოლოდ რამდენიმე დააბრუნეს”, – თქვა მან.