25 იანვარს ქუთაისში დასუფთავების აქცია გაიმართება.
Trash hero Kutaisi-ს მოხალისეების რიგით მეექვსე მოხალისეობრივი აქცია 12:00 საათზე ჯაჭვის ხიდთან გაიმართება.
“Trash hero Kutaisi-ს მოხალისეები ყოველთვიურად ვატარებთ დასუფთავების აქციებს, რომელთა მიზანია, გაიზარდოს მოსახლეობის ცნობიერების დონე ძირს დაყრილ და არასეგრეგირებულ ნაგავთან დაკავშირებით. როგორც ყოველთვის, ჩვენი მიზანია, ვიზრუნოთ გარემოზე და ამავდროულად მივიღოთ სიამოვნება სასარგებლო საქმის კეთებით. მოუთმენლად ველით თქვენთან შეხვედრას, რათა გავხადოთ ქუთაისი უფრო სუფთა ქალაქი და მოქალაქეები უფრო ინფორმირებული.” – აცხადებენ ახალგაზრდა მოხალისეები.
Trash hero Kutaisi ქუთაისსა და მის შემოგარენში მხცოვრებ ადამიანებს მთელი მსოფლიოდან აერთიანებს. ჯგუფი გარემოსდაცვითი საკითხებითაა დაინტერესებული. Trash Hero Kutaisi-ს მიზანია სხადასხვა ღონისძიებებით ხელი შეუწყონ ნარჩენების მართვის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და ორგანიზება გაუწიონ ყოველთვიურ დასუფთავების აქციას.