მეგობრებისთვის ბუბუს, სხვებისთვის თამარს (ხაჩიძე) – სხვადასხვა სამსახუში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. ქუთაისელი 24 წლის გოგონას ბიზნეს ადმინისტრირება საბანკო განხრით აქვს დამთავრებული.
თუმცა, ამ ეტაპზე მისი სამსახური კურიერობაა, რომელიც ძალიან მოსწონს და ქალაქში პირველი ქალია, რომელიც მომსახურების სფეროს ამ ტიპის სამუშაოზეა დასაქმებული.
გოგონას დღეში რამდნიმე კილომეტრის გავლა უწევს დანიშნულების ერთი ადგილიდან მეორეში მისასვლელად. ამბობს, რომ დღეში მხოლოდ 12 გამოძახების მომსახურებას ასწრებს.
ბუბუ გვიყვება, რომ ძირითადად შაურმას და ბურგერებს უკვეთავენ. მაგრამ თუკი კურიერს აგვიანდება, როგორც გოგონა გვიყვება მოსაბოდიშებლად ხილის წვენს გაიყოლებს და ბოდიშს ამ ფორმით იხდის.
ახალგაზრდა კუერიერი „პრაიმტამთან“ პირველ სამუშაო დღეს იხსენებს
„პირველ დღეს როცა შეკვეთიდან ვბრუნდებოდი ველოსიპედი გამიფუჭდა, სრულიად უცხო ადამიანი მოვიდა, წამაღებინა ველოსიპედი, მომეხმარა უსასყიდლოდ და ასეთი შემთხვევა ხშირად მომხდარა. თითქოს მთელი ქალაქის გვერდით დგომას ვგრძნობ”.- ამბობს თამარ ხაჩიძე.
კურიოზების და ღიმილის იქით, საქმე შრომატევადი და პირველ ეტაპზე სანერვიულოც იყო. თუმცა, ბუბუ უკვე შეეჩვია ქუჩებში გაოცებულ და მომღიმარს სახეებს და თვითონაც ღიმილით აგრძელებს გზას.
ბუბუს თანატოლებისთვის მოკრაძალებული რჩევაც აქვს. ამბობს, რომ არცერთი სამუშაო არ არის სათაკილო. ყველა საქმე საინტერესო და საპასუხისმგებლოა.