24 ნოემბერს, 12:00 საათზე ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინიციატივით 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართება.
საჯარო განხილვაზე წარმოდგენილი იქნება 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის პარამეტრები, ასევე დაგეგმილი და მიმდინარე მასშტაბური, ინფრასტრუქტურული პროექტები.
“2026 წლის ქუთაისის მთავარი ფინანსური დოკუმენტის საჯარო განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართება. მოქალაქეების მხრიდან გამოთქმული შენიშვნები კი გათვალისწინებული იქნება ბიუჯეტის კორექტირებისას.
ქუთაისის მერიამ 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი, პროცედურების დაცვით საკრებულოს განსახილველად მიმდინარე წლის 14 ნოემბერს გადასცა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს კომისიური განხილვა. 25 ნოემბერს კი კომისიური და საჯარო განხილვის შედეგად შემუშავებული შენიშვნებით, შემდგომი განხილვისთვის აღმასრულებელს დაუბრუნდება. ” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეხვედრას წარმომადგენლობითი ორგანოს წევრები და აღმასრულებელი რგოლის ხელმძღვანელი პირები დაესწრებიან.









