პოლიციელი მეუღლის მხრიდან ძალადობისა და მუქარის შესახებ ყვება 24 წლის ქალი ტვ “პირველთან” ინტერვიუში.
მისი თქმით, უკვე 7 წელია, ქმრის მხრიდან სისტემატიური ძალადობის მსხვერპლია. ქალი ამბობს, რომ ერთ-ერთი შემთხვევის დროს, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით პოლიციელმა მეუღლემ უმისამართო სროლა დაიწყო.
“რომ განერვიულდება და გაცეცხლებულია, არ არის გამორიცხული ყველაფერზე წავიდეს, იარაღი უკანონოდ რამდენჯერ უსვრია სახლში”, – ამბობს ქალი.
მისი თქმით, ამ ფაქტის შემდეგ მეუღლეს დაშორდა, თუმცა მისი მხრიდან მუქარა არ დამთავრებულა. სავარაუდო მსხვერპლი ამბობს, რომ პოლიციას მიმართა, თუმცა ყოფილი მეუღლის მიმართ შემაკავებელი ორდერი ამ დრომდე არ გაცემულა.
პოლიციელი ავთანდილ გვარამია ცოლის მიერ წაყენებულ ბრალდებებს უარყოფს.