LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
23 მაისის შეჯამება უკრაინაში (რუკასთან ერთად)

23 მაისის შეჯამება უკრაინაში (რუკასთან ერთად)

დაპოსტა 2022/05/24-ში
A A
146
ნახვა
გაზიარება

23 მაისის შეჯამება უკრაინაში (რუკასთან ერთად):

– დონეცკის რაიონში იზიუმიდან სლავიანსკისაკენ რუსების გაჭრის მცდელობა მოგერიებულია. რუსებმა დიდი დანაკარგებით დაიხიეს საწყის პოზიციებზე. მათ კვლავ არტილერიას მიმართეს უკრაინელთა წინააღმდეგ, თუმცა უკრაინელებს იზიუმის დაჯგუფების შესაჩერებლად ტყიანი მასივიც უწყობს ხელს.

– დღეის მდგომარეობით ყველაზე მძიმე ვითარება ქალაქ ლიმანთანთანაა, რომელშიც ომამდე 20 ათასი მოქალაქე ცხოვრობდა.

ლიმანი ინტენსიურად იბომბება. სამხრეთიდან რუსებმა ქალაქის გარეუბანში ჯერ კიდევ მაისის პირველ რიცხვებში შეაღწიეს, თუმცა მას შემდეგ წინ წაწევა ვეღარ შეძლეს და საარტილერიო და საავიაციო იერიშებს მიმართეს. ქალაქის საცხოვრებელი კორპუსები სამიზნე ობიექტებადაა გადაქცეული.

უკრაინელები აქტიურად უწევენ წინააღმდეგობას უკვე მესამე კვირაა და ქალაქის დაცვას ახერხებენ. რამდენიმე რუსული მცირე დანაყოფი, რომელიც ქალაქის შედარებით სიღრმეში ცდილობდა შესვლას უკრაინელებმა გაანადგურეს.

ლიმანის დასავლეთის სლავიანსკია. მანამდე მდინარეზე წინააღმდეგობის ზღუდეებია აგებული. ამასთან რუსები ქალაქის მომარაგებას ბომბავენ, რითაც აფერხებენ უკრაინელ მცველთა შევსებას.

ამ ეტაპზე უკრაინელებმა რუსების მნიშვნელოვანი ნაწილების დაკავება შეძლეს ქალაქის შესასვლელში, მაგრამ თუკი სიტუაცია გამოუსწორებლად კრიტიკული გახდა მდინარის დასავლეთ სანაპიროზე უკან დახევა შესაძლებელი იქნება.

ის ფაქტი, რომ რუსული შემტევი ცენტრალური ჯგუფი ქალაქში შესვლას სამი კვირაა ვერ ახერხებს და ყოველდღიურად იღებს დანაკარგს მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ რუსების შემტევ ნაწილებს არც გამოცდილება და არ საკმარისი რესურსი არ აქვთ და ყოველ მომდევნო სამიზნესთან მიახლოებისას მეტი ძალების დახარჯვა სჭირდებათ, რისი საშუალებაც მალე უბრალოდ აღარ იარსებებს.

– მას შემდეგ რაც ბოლო ათი დღის განმავლობაში რუსების სამმა დაჯგუფებამ სცადა მდინარე სივერსკი დონეცზე უშედეგო გადასვლა, რუსების გადარჩენილი ნაწილები შევსების გარეშე გადაისროლეს ლიმანისა და რუბეჟნოესაკენ. საინტერესო ტენდენციაა – რუსები ვეღარ ავსებენ იმ ბატალიონებს, რომელთაც დიდი რაოდენობით დანაკარგი მიღეს და უცვლელი მდგომარეობით უშვებენ საბრძოლო მოქმედებების სხვა არეალისაკენ. ცოცხალი ძალის პრობლემა გაჩნდა რუსულ არმიაში.

– მძიმე ბრძოლა გრძელდება სევეროდონეცკისათვის. თუმცა დღეს სიტუაცია შედარებით დასტაბილურდა. რუსებმა წინსვლა ვეღარ შეძლეს. ისინი კვლავ ძალიან დიდი ძალებით უტევენ სევეროდონეცს, თუმცა მასში შეღწევას ვერ ახერხებენ. უკრაინელებისათვის ეს ქალაქი დიდი ციხესიმაგრეა, რომელიც აუცილებლად გამოფიტავს რუსულ შეტევით პოტენციალს.

– პოპასნაიას სამხრეთით, დონეცკისა და ლუგანსკის რაიონების საზღვართან პატარა ქალაქი მირონოვსკიდან უკრაინელებმა თავიანთი სამხედროების ევაკუაცია განახორციელეს რის შემდეგაც მდინარე ლუგანზე ყველა ხიდი ააფეთქეს. ამით ალყაში მოქცევის რეალური საფრთხე აიცილეს თავიდან.

სავარაუდოა, რომ ისინი მდინარის მეორე ნაპირზე გამაგრდებიან და თავდაცვის ახალ ზღუდეს შექმნიან. ცნობილია, რომ ამ მიმართულებით – მარონოვკისაკენ – რუსები და სეპარატისტები სამი თვის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდნენ გაჭრას. ანუ სამთვიანი ბრძოლის შემდეგ უკრაინელებმა მხოლოდ 5 კილომეტრით დაიხიეს უკან.

– რუსებმა შემტევი ნაწილების თავმოყრა დაიწყეს ზაპორიჟიას რაიონსა და ხერსონში. რუსეთის სამხრეთის დაჯგუფება ალბათ დააპირებს ზაპორიჟიასა და მიკოლაივის რაიონში ახალ მცირე ან საშუალო მასშტაბის შეტევების წარმოებას რათა უკრაინული ძალები თავდაცვაში დატოვონ, მაგრამ საკმაოდ რთულად წარმოსადგენია სამთვიანი ბრძოლისა და გამაგრების შემდეგ მიკოლაივისაკენ ან ზაპორიჟიაში რუსებმა რაიმე მნიშვნელოვანი წინსვლა მოახერხონ. თუმცა არც ისაა გამორიცხული უკრაინელების კონტრშეტევის შიშით მართლაც სცადონ ფართომასშტაბიანი შეტევა რეგიონული ცენტრებისაკენ, რაც სუიციდურ მისიას უფრო დაემსგავსება.

– ხარკივის შემოგარენში, რუსეთის საზღვართან უკრაინული დანაყოფები რუსულ დარჩენილ ნაწილებს ეტაპობრივად ანადგურებენ. თუმცა რუსები რუსეთის ტერიტორიიდან არტილერიას იყენებენ უკრაინელთა წინსვლის შესაჩერებლად. რეალურად კი უშედეგოდ.

გიორგი კობერიძე.

გაზიარება58

დაკავშირებული -პოსტები

,,ქუთაისში ქვეითს ზებრაზე ავტომობილმა დაარტყა, გოგონა დაიღუპა” 

by მეგა TV
ოქტომბერი 6, 2026
0
“მეზობლებს ხშირად ესმოდათ კივილისა და ბავშვის ტირილის ხმა…” – დააკავეს ქალი, რომელმაც 6 წლის შვილს თავი მოკვეთა (უცხოეთი)
მთავარი

დღეს ქუთაისში გუგუნავაზე ქვეითს ზებრაზე ავტომობილმა დაარტყა. გოგონა როგორც ეხლა გავიგე დაიღუპა - ამის შესახებ სოციალურ ქსელში მეგი კაკაბაძე წერს. ,,დღეს ზუსტად იმავე ზებრაზე ლამის გადაგვიარეს ავტომობილებმა რაფაელოდან გამოსულებს. ისე...

დაწვრილებითDetails

“რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს საკუთარი გადაწყვეტილებებით და თავსმოხვეული დირექტივებით”- შალვა პაპუაშვილი

by მეგა TV
ოქტომბერი 6, 2026
0
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დააინიცირა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების პროექტი
მთავარი

რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს საკუთარი გადაწყვეტილებებით და თავსმოხვეული დირექტივებით, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებას: „მოლდოვა შთამბეჭდავი ტემპით მიიწევს...

დაწვრილებითDetails

ეთერ ლიპარტელიანმა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

by მეგა TV
ოქტომბერი 6, 2026
0
ეთერ ლიპარტელიანმა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
მთავარი

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა, ეთერ ლიპარტელიანმა აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქალთა შორის 57 კგ წონითი კატეგორიის ფინალში 27 წლის ძიუდოისტი იაპონელ აკარი ომორისთან დამატებით დროში...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 7 ოქტომბრისათვის

by მეგა TV
ოქტომბერი 6, 2026
0
ეროვნულმა ბანკმა დოლარის და ევროს ახალი კურსი გამოაქვეყნა
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6025 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6025 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6032 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

მოკლულია ერთი მოსწავლე, შვიდი კი დაშავდა – თავდასხმა სტამბოლის სკოლაში

by მეგა TV
ოქტომბერი 6, 2026
0
მოკლულია ერთი მოსწავლე, შვიდი კი დაშავდა – თავდასხმა სტამბოლის სკოლაში
მთავარი

სტამბოლის ბაშაქშეჰირის რაიონში მდებარე სკოლაში დანით თავდასხმის შედეგად ერთი მოსწავლე დაიღუპა და 7 დაშავდა. თურქული მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელი 2011 წელს დაბადებული მოსწავლე გოგონაა, რომელიც სტამბოლის ქიუჩიუქჩექმეჯეს რაიონის სკოლაში სწავლობს. სტამბოლის...

დაწვრილებითDetails

ცუდად ვარ, დახმარება მჭირდება – რას ყვება პატიმარი ციხიდან

by მეგა TV
ოქტომბერი 6, 2026
0
ციხის თანამშრომლებიც პირბადეებით დადიან – რა ხდება ქუთაისის მე-2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში
მთავარი

გეგუთის ციხის დირექტორი და მისი წარმომადგენელი შეურაცხყოფას მაყენებდნენ. მთხოვდნენ თანამშრომლობას, პატიმრების შიდა ამბების ენის მიტანას. უარის შემდეგ გახდნენ აგრესიულები. მოვიდეს ლევან იოსელიანი და პირადად გავაცნობ, რა ხდება, - ამის შესახებ...

დაწვრილებითDetails

მშობელს, რომელმაც, არასრულწლოვანი შვილის შეურაცხყოფისთვის, კაცი დაჭრა, 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება

by მეგა TV
ოქტომბერი 6, 2026
0
13 წლის გოგოს გაუპატიურების ფაქტზე ბიძას ბრალდება წარუდგინეს
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ გარდაბნის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის...

დაწვრილებითDetails

ბათუმში ხორცპროდუქტების არალეგალური საწარმო გამოვლინდა

by მეგა TV
ოქტომბერი 6, 2026
0
ბათუმში ხორცპროდუქტების არალეგალური საწარმო გამოვლინდა
მთავარი

აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, არაგეგმურად შეამოწმეს ფიზიკური პირი ა.ჩ.-ის (მისამართი: ბათუმი, ბაგრატიონის 113 ა) ხორცპროდუქტების საწარმო და, გამოვლენილი დარღვევების გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერეს. "ინსპექტირების პროცესში დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი...

დაწვრილებითDetails

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
ოქტომბერი 6, 2026
0
დიდ დიღომში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულებს ბრალი წაუყენეს
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თითქოსდა, კრიპტოვალუტით ვაჭრობის და შესაბამისი მოგების მიღების მიზნით, მოქალაქეებს...

დაწვრილებითDetails

“უკეთესია, გეოგრაფიულად შორს მყოფ ქვეყნებთან უშუალო კომუნიკაცია გვქონდეს”- შალვა პაპუაშვილი

by მეგა TV
ოქტომბერი 6, 2026
0
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს
მთავარი

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეა 180-მდე ქვეყნის პარლამენტს აერთიანებს და ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საპარლამენტო საერთაშორისო გაერთიანებაა, რომელსაც საქართველო ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის აქტიურად წარმოებისთვის იყენებს. პაპუაშვილი საპარლამენტო...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"