მეხუთე დღეა 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს ეძებენ. გოგონა სახლიდან საკუთარი ავტომობილით შაბათს, დღის პირველ ნახევარში გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა.
როგორც “პრაიმტაიმს” წყარო უყვება, გოგონა ძალიან განათლებული და ნიჭიერი იყო.
“საფრანგეთში სწავლობდა, დედამისს ახლახანს დაეღუპა დედა, დედის გლოვის პარალელურად შვილს ეძებს. მშვიდი, წყნარი ძალიან გაწონასწორებული გოგონა იყო”, – გვიყვება ოჯახის ახლობელი.
თავად დედა გოგონაზე ამბობს, რომ ის ზოგჯერ მოწყენილი იყო.
“მოწყენილი იყო ხოლმე. რომ ვეკითხებოდი, დედა ასე რატომ ხარ-მეთქი – ადამიანი ვარ, ხან ისე ვარ, ხან ასე ვარო, მეუბნებოდა. ზოგადად გულჩათხრობილი იყო”.- ამბობს დედა.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალეიშვილის კუთვნილი ავტომობილი ბოლოს თეთრიწყაროს სოფელ ხაიშში, ქუჩის ვიდეოკამერებმა დააფიქსირა, შემდეგ კი ადგილობრივმა – სოფელ გოლთეთში. ამ ეტაპზე სოფლის არეალში გოგონას სამძებრო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს, თუმცა ეფექტური ძიების მოთხოვნით ახლობლებმა ფონიჭალაში გზა გადაკეტეს.
სამართალდამცავები გოგონას პირად კომპიუტერიც წაიღეს, რათა დაადგინონ, ვისთან ჰქონდა ბოლოს კონტაქტი, თუმცა მისი პაროლი ჯამ დრომდე ვერ გატეხეს.