,, გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო საექსპლუატაციო სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 22 იანვრის 10:00 საათიდან 22 იანვრის 18:00 საათამდე ქუთაისის მუნიციპალიტეტში გაზმომარაგება შეუწყდება ტყიბულის, კლდიაშვილის, და განათლების ქუჩის აბონენტებს.
აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე ეტაპობრივად აღუდგებათ.
,,კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი” ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის და აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ „სოკარ ჯორჯია გაზის” ცხელ ხაზზე: 16 114. “-ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.