რა გახდა 21 წლის გოგონას გარდაცვალების მიზეზი, ამ საკითხს შსს სიცოცხლის გაუფრთხილებლობის მოსპობის მუხლით იძიებს.
თავდაპირველად კლინიკაში განაცხადეს, რომ საკეისრო კვეთის შემდეგ, მშობიარე ქალის გადარჩენა თანმხლები დაავადებების გამო ვერ მოხერხდა, რასაც კატეგოტიულად უარყოფენ ოჯახის წევრები და ექიმების დასჯას ითხოვენ. მათი განცხადებით წლების წინ ხერხემლზე ჩატარებული ოპერაცია, სიცოცხლისათვის საშიში გართულებების მიზეზი ვერ იქნებოდა. სწორედ ამიტომ, ისინი მედიცინის მუშაკთა პასუხისმგებლობას ითხოვენ.
თავად კლინიკაში გამოძიების დასრულებას ელოდებიან.










