ოკუპირებული აფხაზეთიდან ზუგდიდში გადმოყვანილი კორონავირუსით ინფიცირებული ქალის კონტაქტები დადგენილია, ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.
მათივე ცნობით საქართველოს ხელისუფლება მთელი დღის განმავლობაში მოლაპარაკებებს აწარმოებდა დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, რათა 45 წლის ქალთან კონტაქტში მყოფ პირებს საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უმკურნალონ.
ქართული მხარე მზად არის, ყველა პაციენტს სამედიცინო დახმარება გაუწიოს და ახლა ოფიციალური თბილისი სეპარატისტული რეჟიმის გადაწყვეტილებას ელოდება, რომელიც დღეს გვიან ღამით ან ხვალ დილით გახდება ცნობილი.
30 მარტს ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილ ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა. დღეს ე.წ. საზღვრის საბერიო-ფახულანის მონაკვეთიდან ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ორი მცირეწლოვანი ბავშვი გადმოიყვანეს.
საქართველოში კორონავირუსის 110 შემთხვევა დადასტურდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსისგან 21 ადამიანი განიკურ