2030 წელს სიღარიბის მაჩვენებელი 10.7% მდე შემცირდება – ამის შესახებ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ სამინისტრომ პროგრამის “ეკონომიკა-2030” პრეზენტაციაზე განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებლის შემცირებას ქვეყნის ეკონომიკის ინკლუზიური ზრდა უზრუნველყოფს.
ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიცირებულ 10-წლიან სამთავრობო გეგმაში ეკონომიკის განვითარება ერთ-ერთი გადამწყვეტია.
ამასთან, მინისტრის განმარტებით, საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა მიმართულია ინკლუზიური ზრდისკენ, ეკონომიკურ პროცესებში მოქალაქეების მაქსიმალური ჩართულობისა და მდგრადი განვითარებისკენ.
კერძოდ, 2012 წლის შემდეგ, სიღარიბის მაჩვენებელი კლებულობს. მინისტრის განცხადებით, ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება და საპროგნოზო მაჩვენებლის შესაბამისად, 2030 წლისთვის სიღარიბე დაახლოებით 10 პროცენტამდე დაიკლებს. პრეზენტაციაში საუბარი იყო ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობისა და ექსპორტის წახალისების მიმართულებაზე.