LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“2023 წელს ქვეყნიდან გასულების 47%  19 წლამდე ადამიანები იყვნენ”

“2023 წელს ქვეყნიდან გასულების 47% 19 წლამდე ადამიანები იყვნენ”

დაპოსტა 2024/11/09-ში
A A
41
ნახვა
გაზიარება

ქვეყანაში განვითარებულ კრიზისს, რომელიც არჩევნებს მოჰყვა, გარდა ეკონომიკური და პოლიტიკური საფრთხეებისა, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა სდევს, რომელიც მანამდე თუ იყო, ახლა უფრო გამწვავდა – ახალგაზრდები ამბობენ, რომ ამ ქვეყანაში აღარ უნდათ ცხოვრება და მიდიან ევროპასა თუ ამერიკაში. ფაქტობრივად, ქვეყანა ინტელექტისაგან იცლება. ამას “ტვინების გადინებას” უწოდებენ. “კვირის პალიტრა” ამ თემაზე თსუ-ის პროფესორს, დემოგრაფ გიორგი მელაძეს ესაუბრა:

“ინტელექტუალური ადამიანების გარეშე ქვეყანა ვერ განვითარდება”

– ტერმინი “ტვინთა გადინება” გულისხმობს განათლებული და მაღალკვალიფიციური პირების გადინებას განვითარებადი ქვეყნებიდან განვითარებულში. ეს ადამიანები ინტელექტუალურ მიგრანტებად მოიაზრებიან, მათ უნდა მივაკუთვნოთ მეცნიერები, ინჟინრები, ექიმები და სხვა მაღალკვალიფიციური პროფესიონალები. ტვინთა მიგრაცია დააჩქარა და გარდაუვალი გახადა თანამედროვე მსოფლიოში ტრანსპორტის, ტექნოლოგიების განვითარებამ, გლობალიზაციის პროცესის გაძლიერებამ. მომავალში ტვინთა გადინება გაიზრდება მსოფლიოში და საქართველოსაც შეეხება. ჩვენში ტვინთა გადინება საბჭოთა პერიოდში თითქმის არ იყო. ამას ხელი საბჭოთა კავშირის დაშლამ შეუწყო. 90-იანებში უზარმაზარი ემიგრაციული ტალღა იყო, რომელშიც მნიშვნელოვან წილს მოსახლეობის ინტელექტუალური ნაწილი შეადგენდა.

შეინიშნება ტენდენცია, რომ მიგრაციისაკენ განათლებული ადამიანები არიან მიმართული, იმიტომ, რომ მათ მეტი შანსი აქვთ, მით უმეტეს, თუ ენებიც იციან, საზღვარგარეთ მოძებნონ შესაფერისი სამსახური. ტვინთა გადინება გამოწვეულია რამდენიმე მიზეზით. უპირველესად ესაა უმუშევრობა, დაბალი ხელფასები, პოლიტიკური არასტაბილურობა და რაც მთავარია, უკეთესი ცხოვრების სურვილი. ვერ ვიტყვი, რომ ვინც საზღვარგარეთ მიდის, ყველა გაჭირვებულია და ცუდად ცხოვრობს. მათ შორის ვიცნობ ისეთებს, ნამდვილად წარმატებულიც რომ არიან, აქაც კარგი პირობები აქვთ, მაგრამ უკეთესი უნდათ, ეს არ აკმაყოფილებთ. ეს განსაკუთრებით ახალგაზრდებზე ითქმის… ჩვენ არა გვაქვს ისეთი კარგი ეკონომიკური სიტუაცია, როგორიც დასავლეთის ქვეყნებშია, და ეს უბიძგებს ახალგაზრდებს წავიდნენ დასავლეთში.

ტვინების გადინების პროცესი ორი მიმართულებით შეიძლება განვითარდეს: პირველი – როდესაც განათლებული ადამიანი მიდის ემიგრაციაში იმ მიზეზით, რომ თავის ქვეყანაში ვერ დასაქმდა შესაფერისად. სამაგიეროდ, მისი პროფესია მოთხოვნადია სხვა ქვეყანაში, თანაც მაღალი ანაზღაურებით. ამ შემთხვევაში ემიგრანტი უზრუნველყოფს თავსაც და ოჯახსაც. არის შანსიც, რომ ის დაბრუნდეს უფრო განვითარებული პროფესიული უნარებით, გამოცდილებით და აქ იპოვოს მაღალანაზღაურებადი სამსახური. ასეთ ადამიანებს სახელმწიფომ ყველა პირობა უნდა შეუქმნას, რომ აქ ღირსეულად დასაქმდნენ. ეს ოპტიმისტური სცენარია – წავიდეს, იმუშაოს და დაბრუნდეს. არის ასევე პესიმისტური სცენარი – საქართველოდან მიდის მაღალკვალიფიციური სპეციალისტი, რომელსაც აქ დაბალი ხელფასი აქვს. ის საზღვარგარეთ, მისდა სამწუხაროდ, თანხმდება ნაკლებად შესაფერის სამსახურს, მაგრამ მაღალანაზღაურებადს. ასეთ ვითარებაში ეს სპეციალისტი უკვე დეკვალიფიკაციას განიცდის.

– გარკვეული ხნის შემდეგ, როცა იქ ფეხს იკიდებენ, ბევრს ოჯახიც მიჰყავს…

– სტატისტიკას გავეცანი და საინტერესო რამ ვნახე, – 2023 წელს ქვეყნიდან გასულების 47% 0-დან 19 წლამდე ადამიანებს შეადგენს. ადრე ასე არ ყოფილა – 2003 წელს 19-%-მდე იყო ეს მაჩვენებელი, 2013 წელს – 15%-მდე… ამან ძალიან დამაფიქრა. დიახ, ეტყობა, ოჯახებით მიდიან, რადგან ქვეყნიდან გასულთა შორის დაბალი ასაკის ადამიანების წილი ძალიან მაღალია.

– დღეს ბევრი ფიქრობს ქვეყნიდან წასვლას და დიდი სურვილი იქნება, რომ 2024 წლისთვის ეს სტატისტიკა გაზრდილი არ იყოს.

– გეთანხმებით. დემოგრაფი ვარ, პოლიტიკაში ნაკლებად ვერევი, თუმცა ამ საზოგადოების შვილი ვარ და ღმერთმა ქნას, ეს პოლიტიკური კრიზისი მოგვარდეს. ჩვენთან ბოლო წლებში ძალიან გაიზარდა უარყოფითი სალდო, ანუ ჩამოსულებსა და წასულებს შორის სხვაობა. 2020 წელს დადებითი იყო, ჩამოსულები წასულებზე 15 ათასზე მეტი იყვნენ. ეს გასაგებიცაა, იმიტომ, რომ ბევრი დაბრუნდა, პანდემიის გამო ზოგი სამსახურის გარეშე დარჩა. სხვათა შორის, ეს იყო პირველი შემთხვევა, 1990-დან 2020 წლამდე სალდო სულ მინუსი იყო. 2021 წელს მინუს 26 ათასი გვქონდა, ანუ წასული 26 ათასით მეტი იყო. 2022 წელს საოცრად მაღალი დადებითი სალდო იყო, თითქმის 55 ათასზე მეტი ჩამოვიდა, რაც გამოიწვია იმან, რომ რუსეთიდან და უკრაინიდან ჩამოვიდნენ. 2023 წელს უკვე ისევ მინუსებში ვიყავით, 39 ათასზე მეტით.

– ასეთი მინუსი მანამდე გვქონია?

– 2002 წლიდან აღარ გვქონია, მანამდე, 1990-იანი წლების შუა პერიოდში, 1994 წელს მინუს 194 ათასი იყო. რაც “ოცნება” მოვიდა, მინუსები იყო, მაგრამ მცირედ, ასეთი მაღალი არ ყოფილა. ჩვენ ვსაუბრობთ საერთოდ ემიგრაციაზე, მაგრამ ტვინთა გადინებაში ყველა ხომ ვერ მოხვდება. უნდა ვიანგარიშოთ, რომ დაახლოებით 40%-ია ისეთი პირებისა, რომელთაც ტვინთა გადინებას მივაკუთვნებთ. მაგალითად, 2023 წელს საქართველოდან გავიდა 245 ათასი კაცი. აქედან 40%, დაახლოებით, 98 ათასს შეადგენს. საკმაოდ დიდი მაჩვენებელია.

ხელისუფლებამ რაღაცნაირად უნდა გადაჭრას ეს საკითხი, ახალგაზრდები უნდა დაასაქმოს ღირსეული ანაზღაურებით. ინტელექტუალური ადამიანების გარეშე ქვეყანა ვერ განვითარდება.

სინგაპურის მაგალითს მოგიყვანთ – 1965 წელს სინგაპური გარიცხეს მალაიზიის კავშირიდან და ქვეყანა აბსოლუტურად მარტო დარჩა. სინგაპური კუნძულოვანი ქალაქი-სახელმწიფოა. ძალიან პატარაა, სასმელი წყალიც არ ჰქონდათ, მილებით შემოჰყავდათ კონტინენტიდან, ბუნებრივ რესურსებზე ლაპარაკიც ზედმეტია. სამაგიეროდ, ჰყავდათ ძალიან კარგი ხელმძღვანელი, ლი კუან იუ, შემდგომში პრემიერ-მინისტრი. თანამოაზრეებთან ერთად მან აიღო ასეთი პრინციპი – მოაგროვეს ქვეყანაში ნიჭიერი ახალგაზრდები, მნიშვნელობა არ ჰქონდა, გავლენიანი მშობლის შვილი იყო თუ არა. ძალიან დიდი თანხები აიღეს უცხოეთის ბანკებიდან და ის ახალგაზრდები დააფინანსეს, გაუშვეს უცხოეთის საუკეთესო უნივერსიტეტებში, ოღონდ იმ პირობით, რომ უკან უნდა დაბრუნებულიყვნენ, რაც გაკეთდა კიდეც. აი, იმ ახალგაზრდებმა შექმნეს მერე სინგაპური ისეთი, როგორიც დღეს არის…

თუ ასე გაგრძელდება, რასაც ჩვენი სტატისტიკა გვიჩვენებს, ვფიქრობ, გრძელვადიან პერსპექტივაში ტვინთა გადინებას უარყოფითი გავლენა ექნება ინტელექტუალური ემიგრაციის წარმომშობ ქვეყანაზე ანუ საქართველოზე. ეს ყველაფერზე უარყოფითად აისახება, დემოგრაფიულ სიტუაციაზეც. არავის შრომას არ ვაკნინებ, გლეხი იქნება, მუშა თუ ხელოსანი, მაგრამ ქვეყანა წინ მაინც ინტელექტუალებს მიჰყავთ

 

განაგრძეთ კითხვა

გაზიარება16

დაკავშირებული -პოსტები

თბილისში ბავშვს დენმა დაარტყა

by მეგა TV
ივნისი 21, 2026
0
თბილისში ბავშვს დენმა დაარტყა
მთავარი

თბილისში, ნაძალადევის რაიონში ბავშვს დენმა დაარტყა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მეორე ძმობის ქუჩაზე მოხდა. არასრულწლოვანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემთხვევის ადგილი ყვითელი ლენტოთაა შემოსაზღვრული. ამ ეტაპზე უცნობია დაშავებულის მდგომარეობა.

დაწვრილებითDetails

მგზავრი, რომელიც დიდუბის მეტროში, ლიანდაგში ჩავარდა, გარდაიცვალა

by მეგა TV
ივნისი 21, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

მგზავრი, რომელიც დიდუბის მეტროში, ლიანდაგში ჩავარდა, გარდაიცვალა. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყებაში აცხადებენ, რომ გარდაცვლილია ახალგაზრდა ქალი. უცნობია, რა ვითარებაში მოხდა შემთხვევა. ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ მეტროსადგურ...

დაწვრილებითDetails

მეტროსადგურ „დიდუბის” ლიანდაგში მგზავრი ჩავარდა

by მეგა TV
ივნისი 21, 2026
0
რა ხდება ამ წუთებში მეტროს საბურთალოს ხაზზე
მთავარი

მეტროსადგურ „დიდუბის” ლიანდაგში მგზავრი ჩავარდა როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, ახმეტელი-სადგურის მოედნის მონაკვთზე მატარებლის მოძრაობა შეჩერებულია. კომპანიის ცნობით, მეტრო მგზავრებს მხოლოდ "სადგურის მოედანი"- მეტროსადგურ "ვარკეთილის" მონაკვეთში ემსახურება. რაც შეეხება...

დაწვრილებითDetails

ძღო­ლი, რომ­ლის სატ­ვირ­თო მან­ქა­ნა­საც რკი­ნის კონ­სტრუქ­ცია დე­ა­ცა, და­ი­ღუ­პა

by მეგა TV
ივნისი 21, 2026
0
ავტომობილი ქალსა და ბავშვს დაეჯახა
მთავარი

ძღო­ლი, რომ­ლის სატ­ვირ­თო მან­ქა­ნა­საც რკი­ნის კონ­სტრუქ­ცია დე­ა­ცა, და­ი­ღუ­პა. ინფორმაციას  შსს-ში ადასტურებენ. უწყე­ბა­ში აცხა­დე­ბენ, რომ და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბა. თბი­ლის­ში დი­დუ­ბე­ში, რკი­ნა-ბე­ტო­ნის კონ­სტრუქ­ცია, რო­მე­ლიც ავ­ტო­მო­ბილს გა­დაჰ­ქონ­და, გად­მოც­ვივ­და და მის­სა­ვე კა­ბი­ნას და­ე­ცა. ად­გილ­ზე სა­მაშ­ვე­ლო...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში ავარია მოხდა

by მეგა TV
ივნისი 20, 2026
0
ბათუმში მეეზოვეს მანქანა დაეჯახა და დაიღუპა
მთავარი

მეგა ტვ -ის ინფორმაციით ქუთაისში რუსთაველის ხიდთან ავარია მოხდა. ერთმანეთს  ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, ერთ-ერთი მანქანა ტაქსია. შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა. ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარებაა მობილიზებული.

დაწვრილებითDetails

მარშრუტკა შუაზე იყო გაგლეჯილი – იმერეთში სამგზავრო მიკროავტობუსი აფეთქდა

by მეგა TV
ივნისი 20, 2026
0
მარშრუტკა შუაზე იყო გაგლეჯილი – იმერეთში სამგზავრო მიკროავტობუსი აფეთქდა
მთავარი

სამტრედიაში, სოფელ იანეთში სამგზავრო მიკროავტობუსი აფეთქდა. როგორც თვითმხილველი "მეგა ტვ"-ს უყვება შემთხვევა ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ გაზგასამართ სადგურზე მოხდა. მისივე თქმით შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. "მარშრუტკა შუაზე იყო გაგლეჯილი, ალბათ...

დაწვრილებითDetails

მატარებლების შეჯახებას მსხვერპლი მოჰყვა – ტრაგედია ბრიტანეთში

by მეგა TV
ივნისი 20, 2026
0
მატარებლების შეჯახებას მსხვერპლი მოჰყვა – ტრაგედია ბრიტანეთში
მთავარი

ბრიტანეთის ქალაქ ბედფორდის მიმდებარედ ორი სამგზავრო მატარებლის შეჯახების შედეგად ერთი მემანქანე დაიღუპა, ხოლო 89 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, შემთხვევის ადგილზე საგანგებო სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. აღმოსავლეთ...

დაწვრილებითDetails

გოგა მანია ახალ წინასწარმეტყველებას აქვეყნებს

by მეგა TV
ივნისი 20, 2026
0
„დიდი ამბები იქნება, გაიგებთ, რომ ის არ მომკვდარა! ის ცოცხალია!…“ – გოგა მანია
მთავარი

ეზოტერიკოსი გოგა მანია სოციალურ ქსელში უახლეს წინასწარმეტყველებას ავრცელებს: „19.06.2026 წლის ჩანაწერი - ახალი წინასწარმეტყველება;  ეს არის მცირე ჩამონათვალი, ჩემი ჩანაწერებიდან და ყოველთვის ინახება ის საგულდაგულოდ დაცულ ადგილას. ჩემი ხილვების 100-დან...

დაწვრილებითDetails

“2026 წლის I კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 9%-ით გაიზარდა” – საქსტატი

by მეგა TV
ივნისი 20, 2026
0
იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11.1 პროცენტით გაიზარდა – საქსტატი
ეკონომიკა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 2026 წლის პირველი კვარტლის შესახებ მონაცემებს აქვეყნებს. „საქსტატის“ ინფორმაციით, 2026 წლის I კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 24 774.6 მლნ....

დაწვრილებითDetails

რეგულაცია, რომელიც ივლისიდან ამოქმედდება

by მეგა TV
ივნისი 20, 2026
0
რეგულაცია, რომელიც 2025 წლიდან ამოქმედდება
მთავარი

პირველი ივლისიდან მილიონ ლარამდე სესხები მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში გაიცემა. ეს შეზღუდვა ეხებათ იმ პირებს, რომლებსაც შემოსავალი ლარში აქვთ. ახალი რეგულაცია არ ვრცელდება იმ ადამიანებზე, რომლებიც შემოსავალს უცხოურ ვალუტაში იღებენ –...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"