LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
კორპუსი შესაძლოა უკანონო მშენებლობის გავლენით დაინგრა – ვახტანგ გომელაური

„2022 წელს პოლიციამ კვლავ გააგრძელა დანაშაულთან უკომპრომისო ბრძოლა”-გომელაური

დაპოსტა 2023/02/21-ში
A A
178
ნახვა
გაზიარება

პოლიციის ეფექტიანი მუშაობის შედეგად, 2022 წლის დანაშაულის გახსნის  მაჩვენებელი უპრეცედენტოდ მაღალია და  62%-ს აღემატება, რაც 2021 წლის მონაცემებთან შედარებით 12%-ით მეტია,  – განაცხადა შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში,  „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებით გამოსვლისას.

„გასული წელი მსოფლიოსთვის რთული წელი იყო. უმთავრესი,  რაც ჩვენმა  ქვეყანამ შეძლო, არის მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება, ამასთანავე, სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერება და სამთავრობო გეგმის მიხედვით  გაწერილი სხვადასხვა რეფორმისა და პროექტის განხორციელება“, – აღნიშნა გომელაურმა.

რაც შეეხება დანაშაულის დინამიკას, ვახტანგ გომელაურის თქმით, 2022 წელს, გასულ წელთან შედარებით, დანაშაულის რაოდენობა დაკლებულია.

„2022 წელს პოლიციამ კვლავ გააგრძელა დანაშაულთან უკომპრომისო ბრძოლა და ამაში, რა თქმა უნდა, იგულისხმება როგორც პრევენციული ღონისძიებები, ასევე,  სწრაფი რეაგირება მომხდარ დანაშაულზე, რაც სტატისტიკურ მონაცემებში აისახა.  პოლიციის ეფექტიანი მუშაობის შედეგად, 2022 წლის დანაშაულის გახსნის  მაჩვენებელი უპრეცედენტოდ მაღალია და 62 %-ს აღემატება, რაც 2021 წლის  მონაცემებთან შედარებით 12%-ით მაღალია. რაც შეეხება დანაშაულის დინამიკას,  2022 წელს, გასულ წელთან შედარებით, დანაშაულის რაოდენობა დაკლებულია“, – განაცხადა გომელაურმა.

მინისტრის თქმით, შემცირებულია ისეთი მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულები, როგორიცაა: მკვლელობა, მკვლელობის მცდელობა, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, თავისუფლების უკანონო  აღკვეთა, ყაჩაღობა და ქურდობა.

მისივე ინფორმაციით, გასულ წელს პოლიციამ 202 ნარკორეალიზატორი დააკავა, რაც ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მაღალი ციფრია. ასევე დაკავებულია ნარკოტიკებით  ონლაინვაჭრობაში ჩართული 62 პირი, დაიხურა 12 ინტერნეტ ნარკოსარეალიზაციო  მაღაზია.

ვახტანგ გომელაურმა კიბერდანაშაულისა და ტრეფიკინგის სტატისტიკურ  მონაცემებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამართალდამცველებმა მხოლოდ გასულ  წელს 184 კიბერდამნაშავე დააკავეს,  ტრეფიკინგის ბრალდებით კი  პასუხისგებაშია მიცემული 5 პირი, ამასთანავე, ტრეფიკინგის პრევენციის მიზნით შექმნილმა მობილურმა ჯგუფებმა რისკის შემცველი ათეულობით ობიექტი  შეამოწმეს.

„დაკავებულია და სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული  184  კიბერდამნაშავე. ტრეფიკინგის ბრალდებით პასუხისგებაშია მიცემული 5 პირი.  ტრეფიკინგის პრევენციის მიზნით შექმნილმა მობილურმა ჯგუფებმა რისკის  შემცველი 40 ობიექტი შეამოწმეს. 2021 წლის მსგავსად, ტრეფიკინგის შესახებ  ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2022 წლის  ანგარიშში, ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ სახელმწიფოების მიერ  განხორციელებული ღონისძიებების მიხედვით,  საქართველო ადგილს იკავებს  მსოფლიოს მასშტაბით უმაღლეს საფეხურზე – პირველ კალათაში“,- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

თეგები: გომელაურიდანაშაულიშინაგან საქმეთა მინისტრი
გაზიარება71

დაკავშირებული -პოსტები

სუსი ჯაშუშობაში ბრალდებულის ფარულ ვიდეოკადრებს აქვეყნებს

by მეგა TV
მაისი 8, 2026
0
სუსი ჯაშუშობაში ბრალდებულის ფარულ ვიდეოკადრებს აქვეყნებს
მთავარი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაასაჯაროვა ვიდეოჩანაწერის ნაწილი, სადაც ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული მოქალაქის მიერ, კონსპირაციული შეხვედრაზე ინსტრუქტაჟის მიღების ფაქტია ასახული. "ვასაჯაროებთ ფარული ვიდეოჩანაწერის ნაწილს, სადაც ჩანს ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული მოქალაქის მიერ, კონსპირაციული...

დაწვრილებითDetails

რა ეღირება უქმეებზე დოლარი და ევრო

by მეგა TV
მაისი 8, 2026
0
ეროვნულმა ბანკმა დოლარის და ევროს ახალი კურსი გამოაქვეყნა
ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 9 მაისიდან ერთი აშშ დოლარი – 2.6859, ევრო – 3.1600, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.6552 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფიციალური კურსით,...

დაწვრილებითDetails

საბურთალოზე მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა

by მეგა TV
მაისი 8, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

თბილისში, საბურთალოზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, სამართალდამცველებმა 1 პირი დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მკვლელობაში ბრალდებული პირი ცხელ კვალზე დააკავეს. ამ წუთებში კი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, მკვლელობა...

დაწვრილებითDetails

დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლების განცხადებით, საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე სამი საკითხი დააყენეს

by მეგა TV
მაისი 8, 2026
0
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლების განცხადებით, საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე სამი საკითხი დააყენეს
მთავარი

საქართველოს საპატრიარქოში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებთან შეხვედრა დასრულდა. როგორც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვის მამამ კახა წიქარიშვილმა შეხვედრის დასრულებისას აღნიშნა, 3 საკითხზე დააყენეს მოთხოვნა, საპატრიარქოსგან კი დადებითი პასუხი...

დაწვრილებითDetails

მშობლები საპატრიარქოს წარმომადგენლებს შეხვდნენ

by მეგა TV
მაისი 8, 2026
0
დღეს 17:00 -ზე დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები კანცელარიაში მივლენ და თავიანთ განცხადებებზე პასუხს მოითხოვენ
მედიცინა

"შევხვდით საპატრიარქოს წარმომადგენლებს, მათ შორის, მამა გურამ ჭარელაშვილს. გავაცანით ეს დაავადება, რა დაავადებაა, რამდენი ბავშვია და რა მასშტაბის პრობლემაა ეს ყველაფერი და რა გვესაჭიროება. ამაზე ვისაუბრეთ. თქვეს, რომ ყველანაირ დახმარებას...

დაწვრილებითDetails

საბურთალოზე კაცი მოკლეს

by მეგა TV
მაისი 8, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

საბურთალოზე კაცი მოკლეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ინფორმაციას ფორმულა ავრცელებს. გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დაწვრილებითDetails

სინოპტიკოსები მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებენ

by მეგა TV
მაისი 8, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო 9-11 მაისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, უახლოეს დღეებში საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. „თბილისში შესაძლოა, აღინიშნოს ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ჰაერის ტემპერატურა...

დაწვრილებითDetails

“რა დიდი ცირკი ყოფილა საქართველოში სამართლის პოვნა” – ეკა კუპატაძე

by მეგა TV
მაისი 8, 2026
0
არ მიმატოვოთ ბრძოლაში მარტო!  მიჭირს! უსაშველოდ მიჭირს! – მოკლული მასწავლებლის დედა მიმართვას ავრცელებს
მთავარი

გიგა ავალიანის დედის, ეკა კუპატაძის განცხადებით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმის მოწმემ, ნია იმნაძემ სასამართლოს ჩვენება არ მისცა, რადგან სასამართლო პროცესზე ცუდად გახდა და სასწრაფო გამოიძახეს. "მე არ ვმათხოვრობ სამართალს! მე მოვითხოვ...

დაწვრილებითDetails

ვანში ყველის არალეგალური საწარმო გამოვლინდა

by მეგა TV
მაისი 8, 2026
0
ვანში ყველის არალეგალური საწარმო გამოვლინდა
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ვანში ინდივიდუალური მეწარმე ლ. ჩ-ის (მისამართი: ვანი, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩის მიმდებარედ) ყველის საწარმოში შეუსაბამობები გამოავლინეს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. ბიზნესოპერატორი ყველს სავალდებულო აღიარებისა...

დაწვრილებითDetails

” სასწრაფოს ექიმებს შუახნის მამაკაცი უგონო მდგომარეობაში დახვდათ”

by მეგა TV
მაისი 8, 2026
0
” სასწრაფოს ექიმებს შუახნის მამაკაცი უგონო მდგომარეობაში დახვდათ”
მთავარი

"სასწრაფოს ექიმებს შუახნის მამაკაცი უგონო მდგომარეობაში დახვდათ "- ინფორმაციას ფეისბუქ გვერდი " შენი სიცოცხლის გადასარჩენად " ავრცელებს . "გამოძახებაზე მისულ თბილისის მე-4 რაიონული სამსახურის 1705 ბრიგადას თბილისის ერთ-ერთ საჯარო დაწესებულებაში...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"