საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე პირველი ოქროს მედალი მოიპოვა. 90 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ახალგაზრდა ლაშა ბექაურმა ფინალში გერმანელი ედუარდ ტრიპელი დაამარცხა და კარიერაში პირველ ოლიმპიადაზე, პირველი ოქროს მედალი მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ ბექაურმა პირველ წრეში პოლონელი კუჩერა დაამარცხა, მეორე შეხვედრაში ისრაელის წარმომადგენელს, კოჩმანს მოუგო, ნახევარფინალის საგზურისთვის მოსაპოვებლად ბრძოლაში უზბეკ ბობონოვს სძლია, ნახევარფინალში კი უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა რუსეთის წარმომადგენელ, მიხაელ იგოლნიკოვთან.
უამრავი მილოცვაა ლაშა ბექაურის სახელზე
,,ვულოცავთ ლაშა ბექაურს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოსთვის მოპოვებულ პირველ ოქროს მედალს!
Congratulations to Lasha Bekauri after winning Georgia’s first gold medal in the Tokyo Olympics! “–პოსტს ამერიკის საელჩოს ოფიციალური გვერდი აქვეყნებს