“ „ქართული ოცნების“ ონლაინ მედიის ეკოსისტემა სულ მცირე 25 საინფორმაციო სააგენტოსგან შედგება, რომლებიც პარტიასთან პირდაპირ ან ირიბად არიან დაკავშირებული. აღნიშნული მედიასაშუალებები სისტემატურად იღებენ ორგანიზებულ ფინანსურ მხარდაჭერას ორი პარალელური არხით: „ქართული ოცნების“ პირდაპირი რეგულარული დაფინანსებითა და სახელმწიფოს საბიუჯეტო რესურსებით.
ანტიკორუფციულ ბიუროსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურში წარდგენილი ფინანსური დეკლარაციების მიხედვით, 2019-2025 წლებში „ქართულმა ოცნებამ“ ონლაინ მედიის 22 კომპანიას/ორგანიზაციას ჯამში 1,503,708 ლარი გადაუხადა. „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული ონლაინ მედია სააგენტოები საბიუჯეტო შემოსავლებს ძირითადად გამარტივებული შესყიდვების გზით იღებდნენ.
2019-2025 წლებში ამ ტიპის კონტრაქტების საერთო რაოდენობამ 1,159 შეადგინა, ხოლო მათი ჯამური ღირებულება 4.3 მილიონამდე ლარს გაუტოლდა. ამ კომპანიების/ორგანიზაციების მიერ საბიუჯეტო უწყებებთან გაფორმებული გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტების მიხედვით, დაფინანსების ძირითად წყაროს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისა (46%) და სახელმწიფო ბიუჯეტები (33%) წარმოადგენდა.
დაფინანსებული მედიასაშუალებების სარედაქციო პოლიტიკა თანხვედრაშია მმართველი პარტიის ნარატივებთან. ისინი ტირაჟირებენ „ქართული ოცნების“ გზავნილებს, ამზადებენ ან ავრცელებენ პროპაგანდისტულ კონტენტს, ხოლო ზოგ შემთხვევაში ორგანიზებულად მონაწილეობენ ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიებში. დამოუკიდებელი ონლაინ მედიის შეზღუდვის პირობებში, ლოიალური მედიასაშუალებების დაფინანსების თანმიმდევრული სქემის გამოყენება მოწმობს, რომ „ქართული ოცნების“ მიზანი დამოუკიდებელი ონლაინ მედიის პოლიტიკური გაერთიანების მიერ კონტროლირებული სააგენტოებით ჩანაცვლებაა.
ქუთაისი დაცლილი და განადგურებულია. ჩემი ხედვით ქუთაისის აეროპორტი უნდა გაზრდილიყო დუბაის მასშტაბამდე, მთელი მთავრობა იქ უნდა გადასულიყო, ქუთაისი გახდებოდა ტექნოლოგიების და ინოვაციების ქალაქი, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე...
ოჯახი ადასტურებს, რომ სუს-მა "ნიუს კავკასის" დამფუძნებელი, ირაკლი ჩიხლაძე დააკავა. ჩიხლაძე სახელმწიფო უსაფრთხოების მიერ დღეს ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული კიდევ ერთი პირია. მანამდე ხელბორკილები დაადეს "ევრაზიის ინსტიტუტის" დამფუძნებელს, გულბაათ რცხილაძეს. ჟურნალისტი ირაკლი ჩიხლაძე, აგვისტოს ომის დროს,...
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯაშუშობის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავა. აღნიშნულის შესახებ სუს-ში ბრიფინგი გაიმართა. სუს-ის უფროსის მოადგილის ლაშა მაღრაძის განმარტებით, დაკავებულია საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ბრალად უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების დავალებით ინფორმაციის...
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დღეს კიდევ ერთი ბრიფინგი ჩაინიშნა. განცხადება უწყებაში 14:00 საათზეა ჩანიშნული. ბრიფინგს სუს-ის უფროსის მოადგილე, ლაშა მაღრაძე გამართავს. განცხადების თემა, ჯერჯერობით უცნობია.
ზაფხულის ცხელი დღეების მოსვლასთან ერთად, გველების გამოჩენის შემთხვევებიც იმატებს. ქვეწარმავლებს, განსაკუთრებით სოფლისა და ტყიანი ზონების მახლობლად შეხვდებით. არსებობს რამდენიმე მცენარე, რომელიც თავისი მძაფრი სუნით გველებს აფრთხობს. ეს მცენარეები ძირითადად გამოყოფენ შხამიან ნივთიერებებს,...
ინდოელი სტუდენტის მშობლების თქმით, მათ შვილს გაუჩინარებამდე კონფლიქტი ჰქონდა ბინის მეპატრონესთან და კიდევ ერთ პირთან, რომელთან ერთადაც მას ბინა ჰქონდა ნაქირავები. ისიც ინდოეთის მოქალაქეა. ოჯახის ინფორმაციით, შვილთან კონტაქტი თბილისის აეროპორტისკენ...
ბათუმში ახალგაზრდა კაცს, კახა კიკაბიძეს გლოვობენ. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე ავრცელებს. „კახა კიკაბიძე, ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი ლამაზი სული. ცა ჩამოიქცა... ღმერთმა სასუფეველი დაუმკვიდროს მის ლამაზ სულს და...
დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. „პროფესორი თამარ (დოდო) კეზელი წლების განმავლობაში იყო ჩვენი უნივერსიტეტისა და აკადემიური საზოგადოების გამორჩეული წევრი - ლექტორი, რომელსაც სტუდენტები არაერთხელ ასახელებდნენ რჩეულ პროფესორად. მისი...
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული პირი გულბაათ რცხილაძეა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ. სუს-ის უფროსის მოადგილის ლაშა მაღრაძის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯაშუშობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. როგორც მან ბრიფინგზე...
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუღაანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული მამაკაცი, 33 წლის სოსო ჩახუტაშვილია. ახალგაზრდა კაცი სოფელ ართანის მკვიდრია. ის ოჯახთან ერთად, სოფლის მეურნეობას მისდევდა და კერძო პირთანაც იყო დასაქმებული. ავარიის დროს ავტომობილში...