LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
2019 წელს მომხდარი აფეთქების გამო უდედოდ დარჩენილ ორ ბავშვს, “თბილისი ენერჯი” სრულწლოვანებამდე უზრუნველყოფს.

2019 წელს მომხდარი აფეთქების გამო უდედოდ დარჩენილ ორ ბავშვს, “თბილისი ენერჯი” სრულწლოვანებამდე უზრუნველყოფს.

დაპოსტა 2022/11/08-ში
A A
91
ნახვა
გაზიარება

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ორი არასრულწლოვანის სარჩელი, რომელიც 2019 წელს დიდ დიღომში ბუნებრივი აირის აფეთქების საქმეს ეხებოდა. “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” განცხადების თანახმად, “თბილისი ენერჯის” მოსარჩელეთათვის სარჩოს გადახდა და ოჯახის წვერების გარდაცვალებით გამოწვეული მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრეს.

“თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ორი არასრულწლოვნის სარჩელი მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე და შპს “თბილისი ენერჯის” დაეკისრა მოსარჩელეთათვის სრულწლოვანების ასაკს მიღწევამდე სარჩოს გადახდის, ასევე, ჯანმრთელობისა და ოჯახის წევრების გარდაცვალების გამო მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულება. დაზარალებულების ინტერესებს სასამართლოში საია იცავდა.

2019 წლის იანვარში, თბილისში, ერთ-ერთი კორპუსის მაცხოვრებლებმა ბუნებრივი აირის შესაძლო გაჟონვის შესახებ არაერთხელ შეატყობინეს  შპს “თბილისი ენერჯის” სწრაფი რეაგირების ცენტრს. ადგილზე გამოცხადებულმა კომპანიის თანამშრომლებმა, ოსტატმა და ზეინკალმა, არ შეასრულეს კანონმდებლობითა და სამსახურებრივი ინსტრუქციით მათთვის დაკისრებული ვალდებულება – სრულად შეემოწმებინათ როგორც მთლიანი სადარბაზო, ასევე, თითოეულ სართულზე არსებული ბინები, ლიფტის შახტა და სათავსო. ასევე, მათ არ მიუღიათ რაიმე პრევენციული ზომა შესაძლო ავარიის თავიდან ასაცილებლად. მათ მიერ გამოძახების ადგილის დატოვებიდან დაახლოებით ორ საათში მოხდა გამოჟონილი და დაგროვილი ბუნებრივი აირის ძლიერი აფეთქება, რამაც გამოიწვია ოთხი ადამიანის, მათ შორის, მოსარჩელეების დედის და მცირეწლოვანი ძმის გარდაცვალება. აფეთქების შედეგად მოსარჩელეების ჯანმრთელობასაც მიადგა ზიანი.

მომხდარის გამო შპს “თბილისი ენერჯის” თანამშრომლებს დაეკისრათ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. შედეგად, მათ მიესაჯათ 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2201 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის. რაც გულისხმობს გულგრილობას, რომელიც გამოიხატა სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირების მიერ მათი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობაში/არაჯეროვნად შესრულებაში დაუდევარი დამოკიდებულებების გამო.

სისხლის სამართლის განაჩენებითა და ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ არსებობდა აფეთქების სამი კერა: კორპუსში არსებული ერთი კონკრეტული ბინა, კორპუსის ლიფტის შახტა და სადარბაზო. შპს „თბილისი ენერჯი“ აპელირებდა იმაზე, რომ აფეთქება და შესაბამისად, დამდგარი შედეგი განაპირობა კონკრეტულად ერთ ბინაში ბუნებრივი აირის გაჟონვამ, რაზეც, მოპასუხის მითითებით – პასუხისმგებლობა სწორედ იმ ბინის მესაკუთრეს ეკისრებოდა და არა შპს „თბილისი ენერჯის“ ან მის თანამშრომლებს. მოპასუხე უარყოფდა მისი თანამშრომლების გულგრილობის ფაქტს, რომლებსაც ვალდებულება ჯეროვნად რომ შეესრულებინათ, ისინი აღმოაჩენდნენ გაჟონვის კერებს და მოსახლეობას შეეზღუდებოდა ბუნებრივი აირის მიწოდება, რითაც თავიდან იქნებოდა აცილებული მომხდარი ტრაგედია. ამასთან, საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, აფეთქების ამ მასშტაბს მხოლოდ ერთ კონკრეტულ ბინაში მომხდარი აფეთქება ვერ გამოიწვევდა. ამავდროულად, შპს „თბილისი-ენერჯი“ არ იზიარებდა მისი, როგორც ლიცენზიატი კომპანიის ვალდებულებას, სისტემატურად შეემოწმებინა, მათ შორის, ის კონკრეტული ბინა, სადაც ჟონავდა ბუნებრივი აირი.

სასამართლომ სრულად გაიზიარა მოსარჩელე მხარის სამართლებრივი პოზიცია შპს “თბილისი ენერჯის”, როგორც დამსაქმებლისა და როგორც ლიცენზიატი კომპანიის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით და განმარტა, რომ სახეზე იყო მოპასუხის თანამშრომლების მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება, რამაც გამოიწვია დამდგარი ზიანი. ამასთან, სასამართლოს მითითებით, კანონმდებლობისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, “აშკარად იკვეთება შპს “თბილისი ენერჯის” ვალდებულება, შეემოწმებინა ის კონკრეტული ბინა და ის, რომ ამ აფეთქებასაც ჰქონდა თავისი წილი, ბინის მესაკუთრესთან ერთად პასუხისმგებლობას აკისრებს შპს “თბილისი ენერჯის,” როგორც ლიცენზიატ კომპანიას“.

აღნიშნული განმარტება მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც დადგინდა შპს „თბილისი-ენერჯის“, როგორც არა მხოლოდ კერძო დამსაქმებლის, არამედ როგორც სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების მქონე სუბიექტის – ლიცენზიატი კომპანიის პასუხისმგებლობა, განახორციელოს მომხმარებლებისთვის ბუნებრივი აირის უსაფრთხო მიწოდება და სისტემატური შემოწმება.

შედეგად, მოპასუხე შპს „თბილისი ენერჯის“ არასრულწლოვანი მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისრა:

– სარჩოს გადახდა დედის გარდაცვალებიდან სრულწლოვანების ასაკს მიღწევამდე;

– ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება 5 000 და 2 000 ლარის ოდენობით;

– დედისა და ძმის გარდაცვალების გამო მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება თითოეული მოსარჩელისთვის 50 000 – 50 000 ლარის ოდენობით,” – აღნიშნულია განცხადებაში.

სასამართლოს 2022 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება ამ დროისთვის არ არის შესული კანონიერ ძალაში.

გაზიარება36

დაკავშირებული -პოსტები

21 მაისს ამაღლებაა

by მეგა TV
მაისი 20, 2026
0
მართლმადიდებელი ეკლესია ჯვართამაღლების დღესასწაულს აღნიშნავს
მთავარი

აღდგომიდან მე-40 დღეს, მეექვსე კვირის ხუთშაბათს, მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ამაღლებას ზეიმობს. როგორც წმიდა სახარება გვაუწყებს, ბრწყინვალე აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში ქრისტე თავის მოწაფეებს ეცხადებოდა და ღვთის სასუფევლის შესახებ მოუთხრობდა. იოანე...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 21 მაისისთვის

by მეგა TV
მაისი 20, 2026
0
როგორი იქნება ვალუტის კურსი 26 სექტემბერს
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6751 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6758 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0007...

დაწვრილებითDetails

„ბოლო ზარის“ კოლონა ავარიაში მოჰყვა

by მეგა TV
მაისი 20, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

 გორის მუნიციპალიტეტში მშობლების მანქანა დაიმტვრა. ​ ტყვიავი-ძევერის საავტომობილო გზაზე, „ბოლო ზარის“ აღსანიშნავად მოძრავი ავტომანქანების კოლონა ავტოავარიაში მოჰყვა. ​„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ერთ-ერთმა მძღოლმა მკვეთრად დაამუხრუჭა, რის გამოც ერთმანეთს...

დაწვრილებითDetails

საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
მაისი 20, 2026
0
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს. „ამა წლის 21 მაისს უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III წირვას აღავლენს თბილისში, საბურთალოს ამაღლების სახელობის ტაძარში. ღვთისმსახურება 10:00...

დაწვრილებითDetails

ცნობილია რა დაგიჯდებათ თბილისი-ბაქოს მატარებლით მგზავრობა

by მეგა TV
მაისი 20, 2026
0
საქართველოს რკინიგზამ ბოლო წლების განმავლობაში ასობით მილიონი ლარი იზარალა- აუდიტი
მთავარი

აზერბაიჯანის რკინიგზამ ბაქო-თბილისი-ბაქოს რეგულარული სამგზავრო მიმოსვლის აღდგენის შესახებ გამოაქვეყნა განცხადება. კომპანიის ინფორმაციით, ბაქოდან თბილისის მიმართულებით მატარებელი 23:10-ზე გავა და თბილისში მეორე დღეს 08:41-ზე ჩამოვა, ხოლო თბილისიდან ბაქოს მიმართულებით მატარებელი 21:00-ზე გავა...

დაწვრილებითDetails

საპატრიარქოს ეზოში ავტომანქანა შევარდა

by მეგა TV
მაისი 20, 2026
0
საპატრიარქოს ეზოში ავტომანქანა შევარდა
მთავარი

საქართველოს საპატრიარქოს ეზოში ავტომანქანა შევარდა. შემთხვევის შედეგად, მოგლეჯილია საპატრიარქოს ჭიშკარი და შლაგბაუმი. ადგილზე იმყოფებოდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა. მომხდარის შესახებ სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. მომხდარის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა. წყარო:...

დაწვრილებითDetails

ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოვლინდა

by მეგა TV
მაისი 20, 2026
0
ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოვლინდა
მთავარი

სურსათის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებთან ერთად ბათუმში თევზისა და თევზპროდუქტების გადამამუშავებელი საწარმო შპს ,,როიალ ფიშ ბათუმი“(მისამართი: ნიკო ჯაყელის ქ N18) არაგეგმურად შეამოწმეს. აღმოჩენილია 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი. ინსპექტირებისას...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
მაისი 20, 2026
0
“ორი შვილის თვალწინ იარაღით მოკლა”-ახალგაზრდა კაცმა ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით რუსეთის ფედერაციის მოქალაქე დააკავეს. უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა თბილისში,...

დაწვრილებითDetails

ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

by მეგა TV
მაისი 20, 2026
0
ავარიას  ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ განხორციელებული თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ყაჩაღობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი 3 პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ყაჩაღურად თავს დაესხნენ...

დაწვრილებითDetails

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
მაისი 20, 2026
0
ბათუმში მეეზოვეს მანქანა დაეჯახა და დაიღუპა
მთავარი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. შსს-ს ცნობით, დაკავებული, თურქეთის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"