LIVE TV
კვირა, იანვარი 25, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

2014 წელს დააფუძნეს შპს “თბილისის ტრეიდერთა კლუბი” და შპს “ფორექს ინვესტი” და თაღლითური გზით 12 მილიონზე მეტი მიითვისეს

დაპოსტა 2021/11/30-ში
107
ნახვა
გაზიარება

საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების და ფულის გათეთრების ფაქტზე ორი პირი დააკავა. მათ ბრალად სავალუტო ბირჟაზე ფინანსური აქტივობით ვაჭრობა ედებათ.

“საქართველოს პროკურატურამ თაღლითურად მოქმედი დანაშაულებრივი ჯგუფი გამოავლინა და დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების და ფულის გათეთრების ფაქტზე დანაშაულებრივი სქემის ორგანიზატორები დააკავა.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორებმა 2014 წელს დააფუძნეს შპს “თბილისის ტრეიდერთა კლუბი” და შპს “ფორექს ინვესტი”. აღნიშნული კომპანიების საქმიანობის სფეროდ საერთაშორისო სავალუტო ბირჟაზე ფინანსური აქტივებით ვაჭრობა განისაზღვრა.

ბრალდებულებმა თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმსა და მარნეულში გახსნეს კომპანიის ფილიალები, რომელთა წარმომადგენლებიც, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მითითებით, ხვდებოდნენ და არწმუნებდნენ მოქალაქეებს, რომ საერთაშორისო სავალუტო ბირჟაზე ვაჭრობით შეეძლოთ მოგების მიღება და ნებისმიერ დროს თავის ბალანსზე არსებული მოგებული თანხის განაღდება. ატყუებდნენ, რომ კომპანია წარმოადგენდა შუამავალ რგოლს და მათ წინაშე ანგარიშვალდებულნი იქნებოდნენ უცხოელი პარტნიორები – შვეიცარული ბანკი და ბრიტანული კომპანია.

მათივე განმარტებით, მოქალაქეთა მიერ კომპანიების საბანკო ანგარიშებზე შეტანილი ფულადი თანხები გადაირიცხებოდა ზემოაღნიშნული უცხოური კომპანიების ანგარიშებზე და ტრეიდერის ნებართვის გარეშე, თანხებთან წვდომა არავის ექნებოდა. რეალურად, ბრალდებულებს ხსენებულ საერთაშორისო კომპანიებთან არანაირი სახის ურთიერთობა არ გააჩნდათ და მოქალაქეთა მიერ შეტანილი ფულადი თანხის განკარგვა ხდებოდა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ.

4 წლის განმავლობაში – 2014-2018 წლებში, დაახლოებით 3000-მდე მოქალაქის მიერ კომპანიის ანაგარიშებზე სავაჭროდ შეტანილმა თანხამ შეადგინა – 27 533 986 ლარი, საიდანაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მოტყუებით დაეუფლნენ – 12 730 434 ლარს.

ბრალდებულებმა, მიღებული უკანონო თანხებისთვის კანონიერი სახის მიცემის და მისი წარმოშობის დაფარვის მიზნით, ფულადი თანხა მათთან დაკავშირებულ სხვადასხვა კომპანიების ანგარიშებზე გადარიცხეს, საიდანაც დივიდენდის და ხელფასის სახით გაიტანეს.

დაკავებულებს ბრალდება – თაღლითობის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა უკვე შეუფარდა.

დანაშაულებრივი სქემის სხვა მონაწილეთა დადგენა-გამოვლენის მიზნით გამოძიება გრძელდება.

ვინაიდან ბოლო პერიოდში ძალიან გახშირდა მსგავსი თაღლითური სქემებით მოქალაქეთა ქონებრივი დაზიანების ფაქტები, საქართველოს პროკურატურა მოუწოდებს ყველას, მსგავსი ტიპის შეთავაზებებთან დაკავშირებით გამოიჩინონ მაქსიმალური სიფრთხილე და პირველივე შემთხვევისთანავე მიმართონსამართალდამცავ სტრუქტურებს,”- აცხადებენ პროკურატურაში.

გაზიარება43

დაკავშირებული -პოსტები

“აუცილებელია ვიცოდეთ, რა წარმოქმნის ფასნამატის აუცილებლობას” – გია ვოლსკი

იანვარი 24, 2026
78
მთავარი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, აუცილებელია იმ მარშრუტის ზედმიწევნის ცოდნა, რომელსაც საქონელი დახლებამდე გადის, რათა გაირკვეს, თუ რა წარმოქმნის იმ ფასნამატს, „რაც მოსახლეობას მძიმე ტვირთად აწევს“. როგორც გია ვოლსკიმ, სასურსათო პროდუქტებზე ფასების შემცირებასთან...

დაწვრილებითDetails

სიახლე ექთნებისა და მეან-ექთნებისის – ნახეთ რა გევალებათ

იანვარი 24, 2026
924
მთავარი

ექთნებისა და მეან-ექთნებისთვის სახელმწიფო რეესტრი იქმნება. შედეგად, ექთნებს რეესტრში ავტორიზაციის გავლა მოუწევთ. რეესტრის წარმოების წესი უკვე დამტკიცებულია, ცვლილებები კი 2026 წლის 26 იანვრიდან ამოქმედდება. „ექთნებისა და მეან-ექთნების რეესტრის წარმოება სახელმწიფო...

დაწვრილებითDetails

ავადმყოფი ერი ვართ? არა, მაშინ რა ხდება?- კარდიოქირურგი ნიკოლოზ ვაშაყმაძე პოსტს აქვეყნებს

იანვარი 24, 2026
1.9k
მთავარი

კარდიოქირურგი ნიკოლოზ ვაშაყმაძე პოსტს აქვეყენებს. "რატომ გახდა კარდიოქირურგია "ცეხავიკების" საქმე?"- სვამს ის კითხვას და სამედიცინო სექტორში არსებულ  მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს: "კომენტარად დავწერე და ვფიქრობ გასტატუსება არ იქნება ურიგო: რატომ გახდა...

დაწვრილებითDetails

არასრულწლოვანის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

იანვარი 24, 2026
241
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, რუსთავში, არასრულწლოვანის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებული ასევე არასრულწლოვანია. შემთხვევა გუშინ მოხდა. ფაქტს წინ, სავარაუდოდ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, რა დროსაც 16 წლის...

დაწვრილებითDetails

„ქართული ოცნების” მიერ განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობა“ – ჰელსინკის კომისია ბრიფინგს გამართავს

იანვარი 24, 2026
36
მთავარი

ჰელსინკის კომისია საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ბრიფინგს გამართავს, - ამის შესახებ ინფორმაცია კომისიის ვებგვერდზეა განთავსებული. კომისიის ცნობით, ბრიფინგი, სახელწოდებით „ქართული ოცნების" მიერ განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობა“, 28 იანვარს, თბილისის დროით 23:00 საათზე...

დაწვრილებითDetails

გერმანიაში საქართველოს მოქალაქე ქურდობის ბრალდებით დააკავეს

იანვარი 24, 2026
261
მთავარი

გერმანიაში, ქალაქ დუისბურგში, საქართველოს მოქალაქე ქურდობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას გერმანული მედია "PRESSPORTAL" ავრცელებს. დუისბურგში გერმანიის პოლიციის თანამშრომლებმა 38 წლის ქართველი მამაკაცი დააკავეს. მამაკაცი რომელზეც ძარცვისთვის დაკავების ორდერი წინასწარ იქნა გაცემული, ქუჩაში შემოწმების დროს...

დაწვრილებითDetails

ბათუმში მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის მშენებლობა დაიწყო

იანვარი 24, 2026
27
მთავარი

ბათუმში, ჩაქვის დასახლების ტერიტორიაზე მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის კომპლექსის მშენებლობა დაიწყო. პროექტის ფარგლებში, 26 696 კვადრატულ მეტრ ფართობზე გათვალისწინებულია მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის ორი იდენტური ბლოკის მოწყობა. ბლოკებში განთავსდება 180 დამოუკიდებელი ვოლიერი,...

დაწვრილებითDetails

ოსკარის ნომინანტები ცნობილია

იანვარი 24, 2026
41
მთავარი

ამერიკის კინოაკადემიამ წლევანდელი ოსკარების ნომინანტები დაასახელა. 13 ნომინაციით ამერიკული ფილმი, პოლ თომას ანდერსონის ბრძოლა ბრძოლის შემდეგ ლიდერობს. 9-9 ნომინაცია მიიღო მარტი დიდებულმა და ფრანკენშტეინმა ოსკარის დაჯილდოების ცერემონია თბილისის დროით 17 მარტს, 4:00 საათზე გაიმართება. 2026 წლის...

დაწვრილებითDetails

პატიმრობა ტროტუარზე დგომისთვის – ახალ პრაქტიკას ამკვიდრებს, რომელიც რუსეთის მსგავსი ავტორიტარული ქვეყნებისთვისაა დამახასიათებელი – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“

იანვარი 24, 2026
27
ფოტო: მარიამ ნიკურაძე
მთავარი

პატიმრობა ტროტუარზე დგომისთვის - ეს გადაწყვეტილებები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ადამიანის უფლებების სფეროში მოქმედ ყველა საერთაშორისო სტანდარტს და ახალ პრაქტიკას ამკვიდრებს, რომელიც რუსეთის მსგავსი ავტორიტარული ქვეყნებისთვის არის დამახასიათებელი, - ასე ეხმაურება „საერთაშორისო...

დაწვრილებითDetails

ცვლილება ჯანდაცვის სფეროში, რომელიც 26 იანვრიდან ამოქმედდება

იანვარი 24, 2026
61
xr:d:DAFHIEqHaUk:5,j:31316064576,t:22072217
მთავარი

ექთნებისა და მეან-ექთნებისთვის სახელმწიფო რეესტრი იქმნება, რომლის ფარგლებში მათ ავტორიზაციის გავლა მოუწევთ. რეესტრის წარმოების წესი უკვე დამტკიცებულია, ხოლო ახალი რეგულაციები ძალაში 2026 წლის 26 იანვრიდან შევა. დოკუმენტის მიხედვით, რეესტრი უზრუნველყოფს...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».