“2003 წლის 23 ნოემბერი საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღი, 31 მარტის რეფერენდუმთან და 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენასთან ერთად. ვარდების რევოლუცია საქართველოს, როგორც თანამედროვე დასავლური სამყაროს ნაწილის დაბადების დღეა.
რაც არ უნდა ეცადოს ივანიშვილი, რომ გადაწეროს ისტორია და გადააფასოს ვარდების რევოლუცია – გადაარქვას სახელები, შეცვალოს სასკოლო სახელმძღვანელოები, ამუშაოს პროპაგანდა, დაიჭიროს, მოკლას, წაშალოს, დაგაფხიკოს – ეს საკითხი უდაოდ პოზიტიურია და ასეა სწორედ ჩაბეტონებული ქართულ ისტორიულ მეხსიერებაში და ძვრას ვერ უზამს.
ზემოთ მოხსენიებული სამიდან, ორი თარიღის მთავარი შემოქმედი ზვიად გამსახურდია სწორედ ამის გამო მოკლეს. მესამის მთავარი შემოქმედი მიშა სააკაშვილი სწორედ ამის გამო დღეს პოლიტპატიმარია, მის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტები თავადვე (და შეგნებულად) გვაჩვენეს ეთერში და მისი სიცოცხლე ყოველდღიურ საფრთხეშია.
ისტორიის გამეორება წარსულში დაბრუნებაა. მომავალში წასვლა თუ გვინდა, ეს არ უნდა მოხდეს: სააკაშვილი უნდა გადარჩეს და გათავისუფლდეს.
ყველას გილოცავთ ამ დღეს! სინათლე ბნელზე აუცილებლად გაიმარჯვებს, საქართველო სწრაფად წავა წინ!” | წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში
სიახლე ექთნებისა და მეან-ექთნებისის – ნახეთ რა გევალებათ
ექთნებისა და მეან-ექთნებისთვის სახელმწიფო რეესტრი იქმნება. შედეგად, ექთნებს რეესტრში ავტორიზაციის გავლა მოუწევთ. რეესტრის წარმოების წესი უკვე დამტკიცებულია, ცვლილებები კი 2026 წლის 26 იანვრიდან ამოქმედდება. „ექთნებისა და მეან-ექთნების რეესტრის წარმოება სახელმწიფო...










