20 წლამდელთა ევრობასკეტის B დივიზიონის საუკეთესო ხუთეულში გიორგი სულაბერიძე მოხვდა!
ქართველი ფორვარდი ჩემპიონატის განმავლობაში საშუალოდ 19.6 ქულას (ჩემპიონატის საუკეთესო მაჩვენებელი) და 10.9 მოხსნას (მეორე საუკეთესო) აგროვებდა, ხოლო მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 21.4 (მეორე საუკეთესო) იყო.