მოსახლეობა დღეს იმაზე მეტად მობილიზებული, მშვიდი და თავდაჯერებულია, რომ 26-ში ჩვენ მშვიდად უნდა მივცეთ ხმა საქართველოს, რომ ეს არჩევნები ნამდვილად ძალიან მშვიდად ჩაივლის, – განაცხადა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ „დღის ქრონიკასთან“.
„მე ერთი რამის მწამს ღრმად და ზუსტად ვიცი, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები დღეს საქართველოში იმაზე ძლიერია, ვიდრე ეს ვინმეს წარმოუდგენია, როგორც რადიკალურ ოპოზიციაში, ასევე იმ ევროპარლამენტარებს, რომლებსაც ძალიან ზოგადი წარმოდგენა აქვთ საქართველოზე და ჰგონიათ, რომ საქართველოს მოქალაქეებს სწყურიათ მათ ხელმძღვანელად მიხეილ სააკაშვილი იხილონ. ჩვენ სუსისგან მოვისმინეთ დღეს, რომ ეს იყო პრევენციული განცხადება გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაბამისი ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში ყველა უმკაცრესად აგებს კანონის წინაშე პასუხს. რაც შეეხება მოსახლეობას, მათთან მიმართებით მე პირიქით მგონია, რომ მოსახლეობა დღეს იმაზე მეტად მობილიზებული, მშვიდი და თავდაჯერებულია, რომ 26-ში ჩვენ ხმა უნდა მივცეთ მშვიდად საქართველოს, რომ ეს არჩევნები ნამდვილად ძალიან მშვიდად ჩაივლის. რა თქმა უნდა, მომდევნო დღეებში იქნება აჟიოტაჟის მცდელობა, მაგრამ აქაც ძალიან დიდი იმედი მაქვს ქართველი ამომრჩევლის გონიერების და იმედი მაქვს, რომ მოსახლეობა აღარ წამოეგება იმ ტყუილს, სიცრუეს და შეთხზულ ისტორიას საქართველოზე, რომელსაც ჩვენი რადიკალები მათი საერთაშორისო ზოგიერთი პარტნიორის დახმარებით გვთავაზობს“,- განაცხადა ბითაძემ.