ლეგენდარული ჰამლეტ გონაშვილის დაბადების დღე. ქართველი მომღერალი სახალხო მოლექსე, მასწავლებელი ლეგენდარული ჰამლეტ გონაშვილის 1928 წლის 20 ივნისს დაიბადა ანაგაში.
სწავლობდა ბიოლოგიას, მუშაობდა თბილისის ტურისტულ ბიუროში. უფრო მოგვიანებით არჩევანი თეატრზე შეაჩერა, თუმცა მიხეილ კვესელავას რჩევით გადაწყვიტა მეტი დრო სიმღერისთვის დაეთმო. 25 წლის ჰამლეტი უკვე საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის სოლისტი იყო. 1969 წლიდან ანსამბლ „რუსთავში“ გადავიდა და 16 წელი ამ ანსამბლის სოლისტი იყო. ჰამლეტის მთავარი მომხიბვლელობა მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი რბილი ტემბრის ხმა, ვირტუოზული საშემსრულებლო ტექნიკა, დახვეწილი გემოვნება იყო. მისი შემოქმედება ქართული მუსიკალური ფოლკლორისა და კლასიკური მუსიკის უნიკალური სინთეზია.ჰამლეტ გონაშვილი დაიღუპა ტრაგიკულად, მშობლიურ სოფელ ანაგაში, დედის სანახავად ჩასული. დაკრძალეს საბურთალოს სასაფლაოზე. 2001 წელს გადაასვენეს დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.










