2 წელი გავიდა, მოედანი აგერ არის, სხვა დანარჩენი სადაა?” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ქუთაისის ტორპედოს ფანკლუბის წევრი ქეთა ჯალაღანია წერს:
“ფედერაციამ ტორპედოს სტადიონზე მინდორი შეცვალა.
სტადიონის არ ქონის გამო, მაშინ ევროტურნირების მატჩები თბილისში ვითამაშეთ. კარგად მახსოვს, ითქვა, რომ სფფ მინდორს შეცვლიდა, ქალაქის ხელმძღვანელობას კი სხვა რაღაცეები უნდა მოეწერისგებინა, მათ შორის ელემენტარული ლოჟა, რომ ტორპედოს სტადიონს უეფას მე-4 კატეგორია მიეღო და კლუბს თავის ქალაქში ეთამაშა.
2 წელი გავიდა,მოედანი აგერ არის, სხვა დანარჩენი სადაა? უეფას მე-4 კატეგორიის რომ არ არის სტადიონი, ვისი ბრალია? რატომ არ გიყვართ კითხვების დასმა იმის მისამართით და პასუხების მოთხოვნა იმისგან, ვისაც ეკუთვნის?
ქუთაისში ბავშვები რა პირობებშიც იზრდებიან ყველამ კარგად ვიცით და მაგაზე მაქვს პრეტენზიები ნამდვილად,მაგრამ ტორპედოს სტადიონს რაც შეეხება პასუხი ეს არის.”
”ქუთაისი ტურნირის მიღმა რჩება, ამჯერადაც გამორჩათ ფეხბურთის ფედერაციაშიც” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია ”ევროპა ჩვენი სახლია” რამდენიმე დღის წინ წერდა.
“უეფა”-ს გადაწყვეტილებით, 2023 წლის 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატს საქართველო და რუმინეთი უმასპინძლებს. აღნიშნული გადაწყვეტილება, ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ 3 დეკემბერს გამართულ აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე მიიღო. საქართველოში შეხვედრები 4 სტადიონზე ბათუმში, ფოთსა და თბილისის ორ სტადიონზე გაიმართება, სიაში არ არის ქუთაისი.