ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრში ამ დროისთვის კრიტიკულად მძიმეა 2 კოვიდინფიცირებული ახალშობილის მდგომარეობა, ორივე მათგანი 1 თვემდე ასაკისაა. ამის შესახებ აჭარის მაუწყებელს სამედიცინო დაწესებულებაში განუცხადეს.
ბევრია ახალშობილთა ინფიცირების ფაქტები, რომლებიც მძიმედ მიმდინარეობს. გუშინ კიდევ შემოვიდა 2 ახალშობილი. მოსახლეობამ უნდა გაითავისოს, რომ ახალშობილები მაქსიმალურად უნდა იყვნენ იზოლირებულნი”- განაცხადა რეზო ნაკაშიძემ.
მედიკოსები აცხადებენ, რომ ახალშობილებთან კონტაქტს, ნათესავები და ახლობლები უნდა მოერიდონ, რადგან ხშირ შემთხვევაში ისინი ხდებიან მათი ინფიცირების წყარო.