თურქეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ბოლო 24 საათში გაიზარდა. ოფიციალური მონაცემები თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ კოჯამ ტვიტერზე დაწერა:
“ჯერჯერობით 9 ადამიანი დავკარგეთ. ყველა მათგანი ასაკოვანი იყო. დავიცვათ ჩვენი მოხუცები. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ მოქნილობა ამ ბრძოლაში,” – დაწერა ჯანდაცვის მინისტრმა ტვიტერზე.
ოფიციალური მონაცემებით 19 მარტს თურქეთში კორონავირუსი 359 ადამიანს ჰქონდა დადასტურებული. ხოლო ვირუსით 4 ადამიანი იყო გარდაცვლილი. ბოლო 24 საათში კი 9 გარდაცვლილი და 670 ინფიცირებულია.