ტელე ოპერატორი რეზო ბუხსიანიძე გარდაიცვალა. რამდენიმე ათეული წელია იგი “საზოგადოებრივი მაუწყებლის” იმერეთის ბიუროში მუშაობდა. იგი რამდენიმე დღის წინ კლინიკაში ინსულტის დიაგნოზით მოათავეს, რაც მისი გარდაცვალების მიზეზი გახდა.
რეზო ბუხსიანიძე 69 წლის იყო და საყვარელ საქმეს გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან ემსახურა. ბატონმა რეზომ არაერთ ახალგაზრდა კოლეგას დაეხმარა გზის გაკვლევაში.
ქართველი ვიდეო ოპერატორები და ფოტოგრაფები
მწუხარებით ავრცელებენ კოლეგის გარდაცვალების ამბავს: ,,რეზო ბუხსიანიძე, სრულიად ახალგაზრდა იყო, 1971 წლის 1 თებერვალს საქართველოს ტელევიზიაში შემთხვევით რომ მოხვდა. თავდაპირველად გამნათებლად მუშაო
ბდა, შემდეგ ოპერატორის პროფესიის შესწავლა დაიწყო, 1978 წლის აპრილში კი ქუთაისში, იმ დროს ახალგახსნილ, საქართველოს ტელევიზიის დასავლეთ საქართველოს რეგიონულ განყოფილებაში გადმოიყვანეს სამუშაოდ, პროფესიონალი ოპერატორი გახდა და მას შემდეგ ქუთაისში მოღვაწეობდა…
დღეს დილით გარდაიცვალა, ვუსამძიმრებთ ოჯახს და მთლიან მასმედიას