პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომელიც 19-21 ივნისის მოვლენებისას დაზარალებულებისთვის კომპენსაციის მიცემასა და პენსიის დანიშვნას ითვალისწინებს.
დოკუმენტის ინიციატორი ფრაქციები “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი” და “ლელოა”. კანონპროექტი სახელმწიფოსგან დაზარალებულებისთვის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვასაც ითვალისწინებს.
“ქართული ოცნება” ინიციატივას მხარს არ უჭერს და ოპოზიციას დაზარალებულებით სპეკულირებაში ადანაშაულებს. სიახლეს ემხრობიან სხვა ოპოზიციური პარტიები.