საქველმოქმედო რბენა, რომელიც წელს 3 მაისს, კახეთში იგეგმებოდა, მიმდინარე ეპიდემიური სიტუაციის გამო
მთელ მსოფლიოში გაუქმდა.
გაუქმდა- რბენა ფინიშის მანქანის თანხლებით (13 ლოკაცია) და ორგანიზებული რბენა აპლიკაციით.
თუმცა, სურვილის შემთხვევაში, მონაწილეებს შეუძლიათ ირბინონ ინდივიდუალურად, აპლიკაციით, ნებისმიერი ადგილიდან.
იგი ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო ღონისძიებაა მსოფლიო სპორტის ისტორიაში, რომელიც წელს
აღარ ჩატარდება. თუმცა, Wings for Life ფონდი გააგრძელებს საქმიანობას და დონაციით მიღებულ
თანხას ისევ ზურგის ტვინის დაზიანების განკურნების გზების ძიებას მოახმარს.
გთავაზობთ ოფიციალურ განცხადებას:
Wings for Life World Run-ის გუნდის განცხადება:
დიდი მწუხარებით გატყობინებთ, რომ მიმდინარე ეპიდემიური სიტუაციის გამო, ჩვენ გადავწყვიტეთ გავაუქმოთ 3 მაისს დაგეგმილი ცამეტივე რბენა ფინიშის მანქანის თანხლებით და ასევე, ორგანიზებული რბენა აპლიკაციით. იმედი გვაქვს, ამ ცვლილებამ არ დაგაზარალათ. თქვენ, თქვენს ოჯახსა და გარშემომყოფებს ვუსურვებთ ჯანმრთელობას. ორგანიზაცია Wings for Life ეძებს ზურგის ტვინის დაზიანების განკურნების გზებს და ცხადია, მონაწილეთა ჯანმრთელობა ჩვენთვის უპირველესია.
თუმცა, კარგი ამბავიც გვაქვს. 3 მაისს შეგიძლიათ ირბინოთ აპლიკაციით, ინდივიდუალურად, ნებისმიერი ადგილიდან. ვიფიქროთ მხოლოდ კარგზე და ვისიამოვნოთ ფიზიკური აქტივობით.
რამდენიმე დღეში ელ.ფოსტით გამოგიგზავნით აპლიკაციით სირბილისა და თანხის უკან დაბრუნების დეტალებს. ასევე, განვაახლებთ ხშირად დასმულ შეკითხვებს ჩვენს ვებ-გვერდზე.
ჩვენი მისია უცვლელია: ვაგრძელებთ ზურგის ტვინის დაზიანების განკურნების გზების ძიებას. მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის და გაგებისთვის. გაუფრთხილდით ერთმანეთს!
სიყვარულით, Wings for Life World Run-ის გუნდი