ინგლისში ამოქმედდა ახალი კანონი, რომლის მიხედვითაც, 18 წლამდე ასაკის ადამიანები ბოტულინის ტოქსინის, იგივე ბოტოქსისა და ე.წ. ფილერების ინექციას ვეღარ შეძლებენ, – ამის შესახებ BBC წერს.
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, გასულ წელს, ბოტოქსის პროცედურა 41 ათასზე მეტმა 18 წლამდე ადამიანმა ჩაიტარა, „ფილერი“ კი, 29,300-ზე მეტმა გაიკეთა.
კანონის ინიციატორების თქმით, მიზანი ახალგაზრდების არასასურველი ზიანისგან დაცვაა.
იგივე რეგულაციების დაწესებას უელსი და შოტლანდიაც გეგმავენ, თუმცა, უცნობია, მიმართავს თუ არა მსგავს ზომებს ჩრდილოეთ ირლანდია.










