LIVE TV
სამშაბათი, იანვარი 27, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი განცხადებას ავრცელებს

დაპოსტა 2025/12/24-ში
71
ნახვა
გაზიარება

22 დეკემბერს, სოციალურ ქსელებსა და სატელევიზიო ეთერებში ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის მხრიდან, გელათის მთავარი ტაძრის დროებითი გადახურვის გათბობის სისტემის თაობაზე, გავრცელდა სუბიექტურ და კერძო შეხედულებებზე დაფუძნებული ცრუ განცხადებები, რაც ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობი დესტრუქციული და პროფესიული ეთიკისგან დაცლილი დეზინფორმაციის კამპანიის ნაწილია, – ამის შესახებ გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი განცხადებაშია ნათქვამი.

„საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე, გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი პუნქტობრივად განმარტავს ზემოხსენებულ საკითხთან დაკავშირებულ დეტალებს: 1. ზემოხსენებული პირის მიერ გაჟღერდა ბრალდება, რომ კომიტეტმა გასულ ზაფხულს გელათის მთავარი ტაძრის ერთიანი დროებითი გადახურვის სამუშაოების დასრულების შესახებ განაცხადა და მიუხედავად ამისა, სამუშაოები დღემდე გრძელდება და შესაბამისად, პროცესი არა გეგმიური და ქაოტურია. რეალობა კი ასეთია: დიახ, 2025 წლის 25 ივნისს, გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის მიერ გაკეთდა განცხადება, რომ ერთიან დროებით გადახურვაზე გუმბათის გადახურვის კეხის დადგმით დასრულდა ერთიანი დროებითი გადახურვის სტრუქტურული სამუშაოები. იქვე განიმარტა, რომ ერთიანი დროებითი გადახურვის სტრუქტურაზე შეუფუთავად დატოვებულ იქნა აღმოსავლეთისა – დასავლეთ მკლავების გადახურვის კონსტრუქციაზე არსებული ზედა სამკუთხედები და სტრუქტურის ოთხივე კუთხე, რათა ზაფხულის სიცხეების გათვალისწინებით, ტაძარი ეტაპობრივად შეგუებოდა ახალ კლიმატურ გარემოს და მოგვიანებით, პროექტის შესაბამისად, რამდენიმე თვეში მოხდებოდა ღიად დატოვებული სივრცეების დახურვაც, რაც ოქტომბრის თვეში განხორციელდა. (კომიტეტის ვებგვერდზე იხილეთ ამა წლის 25 ივნისის განცხადების სრული ტექსტი: https://gelatirehabilitation.ge/ka/news/view/63).

ზემოხსენებული სამუშაოს დასასრულებლად სწორედ ოქტომბრის თვე იყო საუკეთესო პერიოდი, ვინაიდან ტემპერატურა თანაბრდება და ამ პერიოდში არც მაღალი სიცხეები და არც ძლიერი სიცივეები არ აღინიშნება. დროებითი გადახურვის უმნიშვნელოვანესი კონსტრუქციული სამუშაოს განხორციელებისთანავე დაიწყო პროექტის დამასრულებელი ეტაპი, რომელიც დროებითი გადახურვის სტრუქტურის საფარი PVC მასალის გათბობისა და ვენტილაციის სისტემის მონტაჟს გულისხმობს და რომელის პროექტირება და დაგეგმარება ბოლო 8 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. შესაბამისად, რეალურად, კომიტეტი მკაცრად იცავს რთული და კომპლექსური პროექტის განხორციელებისათვის საჭირო თანამიმდევრულობას. კიდევ ერთხელ განვმარტავთ: 25 ივნისს, საზოგადოებას ეცნობა ერთიანი დროებითი გადახურვის სტრუქტურული მშენებლობისა და არა მისი თანმდევი კომპონენტების დასრულების შესახებ.

2. ასევე, გაჟღერებული იყო ბრალდება, რომ თითქოს დროებითი გადახურვის მაღალტექნოლოგიური მასალის შეთბობა წარმოქმნის „თერმულ დაძაბულობას მიკრონულ დონეზე და გრძელვადიან პერსპექტივაში გახდება ბზარების, მარილების მიგრაციის და პიგმენტის დაზიანების საფუძველი“. ასევე, თითქოს გელათის სამონასტრო კომპლექსის ტაძრების მოხატულობას და ზოგადად რეაბილიტაციის პროცესს, არ ჰყავს გარემო პირობების სპეციალისტი და ქმედებები არაპროფესიულია. რეალობა კი შემდეგში მდგომარეობს: ა) ტაძრის ერთიანი გადახურვის სტრუქტურის სპეციფიკა, პროექტის შესაბამისად, მოითხოვს, რომ გადახურვის ზედაპირის ფართობზე დადებული თოვლის სიმაღლე არ აღემატებოდეს 20 სანტიმეტრს, სწორედ ამ ტექნიკურმა მონაცემმა განაპირობა დროებითი გადახურვის შეთბობის საჭიროება. გათბობა-ვენტილაციის სისტემის ჰაერსატარები იმგვარადაა მოწყობილი, რომ დროებითი გადახურვის ფენილების ქვედა მხრიდან შეთბობის მეთოდით დროებითი გადახურვის ზედაპირზე თოვლის ეფექტური დნობა გამოიწვიოს. ბ) ზამთრის პერიოდში, აღნიშნული გათბობა-ვენტილაციის სისტემის ფუნქციონირება, მხოლოდ მაშინ არის გათვალისწინებული, როდესაც ერთიანი დროებითი გადახურვის საფარზე დადებული თოვლის სისქე 20 სმ-ს მიაღწევს. დღევანდელი კლიმატური რეალობის გათვალისწინებით, შესაძლოა, აღნიშნული გათბობის სისტემის ჩართვა ზამთრის კონკრეტულ სეზონებზე საერთოდ არ გახდეს საჭირო, ან მისი ჩართვების საჭიროება ერთეული რაოდენობებით შემოიფარგლოს (ისიც რამდენიმესაათიანი ციკლებით), რათა მაღალტექნოლოგიური საფარი მასალა დადებული თოვლის მასისგან განთავისუფლდეს. გ) სამუშაოების ფარგლებში, განხორციელდა გელათის კლიმატური ზონის შესწავლა და განისაზღვრა სტრუქტურის გადახურვის, მაღალტექნოლოგიური მატერიის, ქვედა სიბრტყის, გათბობის ტემპერატურული დიაპაზონი.

სპეციალისტების ჩართულობით დადგინდა, რომ გადახურვის მაღალტექნოლოგიური მატერიის გათბობა უნდა მოხდეს ან +2c-დან +4c-მდე (რაც თოვლის საფარის ეფექტური დნობის კუთხით სარისკოდ მიიჩნიეს), ან +9c-ის ზევით. შესაბამისად, სპეციალისტებმა საუკეთესო ტემპერატურულ დიაპაზონად +9c-დან +14c -მდე ტემპერატურა მიიჩნიეს. აღნიშნული ტემპერატურული დიაპაზონი (+9c – +14c) აზღვევს გადახურვის მაღალტექნოლოგიური მატერიის ქვედა მხარეს ნამის წარმოქმნისგან, ვინაიდან დადგინდა, რომ +5c- დან +8c-მდე ტემპერატურაზე მატერიის ქვედა მხრიდან წარმოიქმნებოდა ნამი (იხილეთ საფარის გათბობისა და ვენტილაციის პროექტი და სამშენებლო კლიმატოლოგიის დაპროექტების ნორმების ცხრილები). რაც შეეხება კრიტიკოსების მხრიდან წამოჭრილ საკითხს გათბობის სისტემის პერიოდული ფუნქციონირების შედეგად ტაძრის ფასადზე ნამის წარმოქმნის თაობაზე, ან როგორც დაასკვნეს, ტაძრის 140 სმ-იანი კედლების შიგნით, +14c-ის გავლენით, კედლის მხატვრობის დაზიანების საკითხს, ეს მოსაზრება ლოგიკის მიღმაა და ამაზე აღარ შევჩერდებით. აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ დამონტაჟებულ აგრეგატებს, გარდა ჰაერის შეთბობის ფუნქციისა (რომელიც ჩვენს შემთხვევაში მიმართულია კონსტრუქციის გადახურვის მატერიიის ძირის შეთბობისთვის და თოვლის დნობისთვის) გააჩნიათ შეუმთბარი/არსებული ჰაერის დაბერვის ფუნქციაც, რაც საჭიროების შემთხვევაში, ზაფხულის პერიოდში არსებული სივრცის ვენტილაციისთვის იქნება გამოყენებული.

დ) კრიტიკის მცდელობას წარმოადგენდა გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციის პროცესში გარემო პირობების ე.წ. კლიმატის სპეციალისტის თითქოს არყოფნა და ამ კუთხით პროცესის არა სანდოობაც. გვინდა, საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის პარტნიორი და მხარდამჭერი უმაღლესი რანგის საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობითა და დახმარებით, პროექტში მის გუნდთან ერთად მონაწილეობს და გარემო პირობების კუთხით სამეცნიერო ხელმძღვანელობას ახორციელებს, დასავლეთ ევროპაში გარემო პირობების კვლევის, შესწავლისა და მონიტორინგის სტანდარტების ერთ-ერთი მთავარი ფუძემდებელი, პროფესორი – ბატონი დარიო კამუფო, რომლის სამეცნიერო ნაშრომები მსოფლიოში სასწავლო სამეცნიერო სტანდარტად არის მიჩნეული. 3) გვინდა ასევე აღვნიშნოთ, რომ სამწუხარო და ყოველგვარ პროფესიულ ეთიკას მოკლებულია დარგის სპეციალისტების მიერ კომპეტენციის არმქონე კერძო პირის დასკვნებისა და პროპაგანდის ერთგვარი უპირობო დასტური. ჩვენთვის გასაკვირია ამგვარი წინააღმდეგობის სული და დამოკიდებულება გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის მიმართ, მაშინ, როცა მსოფლიოში აღიარებული და მოწინავე სპეციალისტები საჯარო მხარდაჭერას უცხადებენ გელათის მთავარი ტაძრის ერთიანი დროებითი გადახურვის პროექტს და მის ფარგლებში განხორციელებულ სამუშაოებს. გელათის დროებითი გადახურვის პროექტს, მისი მასშტაბის, სირთულისა და კომპლექსურობის გათვალისწინებით, არც საქართველოში, არც ზოგადად, რეგიონში განხორციელებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია-კონსერვაციის კუთხით, ანალოგი არ აქვს. საერთაშორისო მასშტაბის ინჟინერ-რესტავრატორი – ბატონი ნიკოლა ბერლუკიც კი, რომელსაც მსოფლიოში 400-მდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე აქვს განხორციელებული სარესტავრაციო სამუშაოები და რომელიც გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციის პროცესს ხელმძღვანელობს, გელათის მთავარი ტაძრის გადახურვის კონსტრუქციას უნიკალურ პროექტად მიიჩნევს.

ვფიქრობთ, საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისათვის საამაყო უნდა იყოს გელათის რეაბილიტაციის ისტორიული პროცესისათვის თვალის დევნება, თუნდაც კრიტიკული, მაგრამ არა ჩასაფრებული და ავის მსურველი თვალით. კვლავ შევახსენებთ საზოგადოებას, გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი საერთაშორისოდ აღიარებული უმაღლესი რანგის სპეციალისტების ჩართულობითა და ხელმძღვანელობით ახორციელებს გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციას და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ თითოეული საპროექტო აქტივობა სიღრმისეულ სამეცნიერო კვლევებსა და ანალიზს ეფუძნება. გვინდა, დავარწმუნოთ საზოგადოება, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსი, რომელიც ჩვენი ერისთვის დიდი საკრალური მნიშვნელობისაა და ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის უტყუარ ბეჭედს წარმოადგენს, უფლის წყალობით, მაღალი საერთაშორისო პრინციპების თანახმად იქნება რეაბილიტირებული“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება28

დაკავშირებული -პოსტები

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავეს

იანვარი 27, 2026
1
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორისა და გლდანი - ნაძალადევის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე სხვადასხვა დროს 5 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს....

დაწვრილებითDetails

ინგლისში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

იანვარი 27, 2026
18
მთავარი

ინგლისში ქართველი ემიგრანტი, ვახო მინჯია გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია, სოციალურ ქსელში ვრცელდება. ახალგაზრდა კაცის გარდაცვალების შესახებ ჯერჯერობით სხვა დეტალები არ ვრცელდება. მას სამშობლოში ოთხშაბათს ჩამოასვენებენ და ზუგდიდში შაბათს დაკრძალავენ.

დაწვრილებითDetails

საქართველოს საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად კვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს

იანვარი 27, 2026
10
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ ,,სარფის” დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე, 1986 წელს დაბადებული მ.ზ. და 1981...

დაწვრილებითDetails

საქართველოს მთავრობის მიერ სასამართლო სისტემის გაუმჯობესების, პოლიციის რეფორმებისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მიღებულ ზომებს აღვნიშნავთ – გაერო-ში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლობის მდივანი

იანვარი 27, 2026
11
მთავარი

საქართველოს მთავრობის მიერ სასამართლო სისტემის გაუმჯობესების, პოლიციის რეფორმებისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მიღებულ ზომებს აღვნიშნავთ, - ამის შესახებ გაერო-ს ჟენევის ოფისში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლობის მესამე მდივანმა, რუსლან სტროგანოვმა, გაერო-ს...

დაწვრილებითDetails

საქართველომ მშვიდობიანი შეკრების უფლებით სრულად სარგებლობა უნდა უზრუნველყოს – მერი ლოულორი

იანვარი 27, 2026
10
მთავარი

გაერო-ს სპეციალური მომხსენებელი უფლებადამცველთა საკითხებში, მერი ლოულორი ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებების საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) 51-ე სესიის ფარგლებში გამართული საქართველოს ეროვნული ანგარიშის განხილვას ეხმაურება. მისი განცხადებით, საქართველოში უფლებადამცველები დაშინების, მუქარისა და...

დაწვრილებითDetails

„მზეჭაბუკი, რომელმაც თან წაიყოლა მზის სითბო და სხივები…“ – ტრაგედია ლანჩხუთში

იანვარი 27, 2026
170
მთავარი

ტრაგედია დატრიალდა ლანჩხუთში. გურია 19 წლის საბა წილოსანს ემშვიდობება. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. „მართლაც ვერ მოძებნი სიტყვებს ამ მწუხარების გადმოსაცემად. ამბობენ, მეთორმეტე სართულიდან გადმოვარდაო...“, - წერენ „ფეისბუქზე“.

დაწვრილებითDetails

გაათავისუფლეთ პოლიტიკური მიზეზებით დაკავებული ყველა პირი – კლერ ტუოდე

იანვარი 27, 2026
5
მთავარი

გაათავისუფლეთ პოლიტიკური მიზეზებით დაკავებული ყველა პირი, - ამის შესახებ გაერო-ს ჟენევის ოფისში საფრანგეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, კლერ ტუოდემ გაერო-ს ადამიანის უფლებების საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) 51-ე სესიის ფარგლებში გამართული საქართველოს...

დაწვრილებითDetails

ჩვენი რეკომენდაციაა, საქართველომ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გადამეტების შემთხვევები გამოიძიოს – მარი რამბახი

იანვარი 27, 2026
13
მთავარი

გერმანია საქართველოში ადამიანის უფლებების სწრაფი გაუარესებით ძალიან შეშფოთებულია , - ამის შესახებ გაერო-ს ჟენევის ოფისში გერმანიის მუდმივი წარმომადგენელობის მრჩეველმა, მარი რამბახმა, გაერო-ს ადამიანის უფლებების საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) 51-ე...

დაწვრილებითDetails

გიორგი ვაშაძეს 30 000 ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა და პასპორტისა და პირადობის მოწმობის ჩაბარება დაევალა

იანვარი 27, 2026
30
მთავარი

თბილისის საქალაქო სასამართლომ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს, გიორგი ვაშაძეს ე.წ. საბოტაჟსა და უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების გაწევის საქემზე აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. გარდა გირაოს შეფარდებისა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვაშაძეს საგამოძიებო უწყებისთვის...

დაწვრილებითDetails

ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ილია ღუდუშაური დააკავეს

იანვარი 27, 2026
209
მთავარი

ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ილია ღუდუშაური დააკავეს. როგორც ადვოკატი, დიმიტრი მჭედლიშვილმა აცხადებს, ღუდუშაური წუხელ დააკავეს. მისივე ინფორმაციით, დაკავებული ზაჰესის იზოლატორშია გადაყვანილი. „ჯერ არაფრის თქმა არ შემიძლია. ახლა ჩავერთე საქმეში. როგორც...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».