LIVE TV
ოთხშაბათი, იანვარი 14, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

დაპოსტა 2025/12/15-ში
44
ნახვა
გაზიარება

„საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ ოფიციალურად გაიხსნა ქუთაისში — ამჯერად არა როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი (სსიპ), არამედ როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია.

ცენტრის ხელმძღვანელი მარიკა ვაჭარაძეა, რომელიც მანამდე მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, იმერეთის რეგიონში.

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო სახელმწიფო ცენტრი 2005 წელს შეიქმნა. მისი დაარსების მიზანი საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციასთან (ნატო) ინტეგრაციის საკითხებზე მოსახლეობისათვის ამომწურავი, ობიექტური ინფორმაციის მიწოდება და ამით მოსახლეობის გაცნობიერებული მხარდაჭერის მოპოვება იყო. 2013 წლიდან კი ამ ამოცანას კიდევ ერთი მიმართულება დაემატა – ევროკავშირი და მის საინფორმაციო კამპანიასთან დაკავშირებული აქტივობები. ამ დროიდან მოყოლებული, მას ეწოდება ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი. უწყება თავდაპირველად ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ბაზაზე შეიქმნა, შემდეგ კი საგარეო საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ გახდა. თუმცა მიმდინარე წლის რეორგანიზაციის შედეგად, სსიპ-ის ლიკვიდაცია განხორციელდა და ცენტრი შეუერთდა სამინისტროს ცენტრალურ აპარატს.

საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, უკვე არასამთავრობო ორგანიზაციის სახით, საგარეო უწყებიდან გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა დააფუძნეს.

„ჩვენი მთავარი მისიაა, მოქალაქეებს მივაწოდოთ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ რეალური, ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია, რომლებმაც განსაზღვრა ევროპის ქვეყნების უსაფრთხოება, განვითარება და თავისუფლება. ჩვენ გვჯერა, რომ ქვეყნის ევროატლანტიკური მომავალი მხოლოდ პოლიტიკური ელიტის გადასაწყვეტი არ არის. ეს არის მთელი საზოგადოების არჩევანი — არჩევანი, რომელიც დგას ინფორმირებულობაზე, ცნობიერებაზე და პასუხისმგებლობაზე. ჩვენ არ ვქმნით პოლიტიკურ გზავნილებს, ჩვენ ვქმნით ცოდნას! და სწორედ ამიტომ, ჩვენი საქმიანობა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია დღეს, როცა საქართველოში ქვეყნის ევროპულ მომავალზე გაჩნდა კითხვები და გაურკვევლობა. ჩვენი კარი ღიაა ყველასთვის — საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეებისთვის“, — ნათქვამია საინფორმაციო ცენტრის განცხადებაში.

გაზიარება18

დაკავშირებული -პოსტები

იმერეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 245 შემთხვევა გამოვლინდა

იანვარი 14, 2026
27
მთავარი

2025 წლის მონაცემების მიხედვით იმერეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 245 შემთხვევა გამოვლინდა.  - ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. 2025 წელს, წინა წელთან შედარებით, ტყით უკანონო სარგებლობის ფაქტები დაახლოებით 13%-ით შემცირდა. რაც...

დაწვრილებითDetails

თბილისში ქალი მოკლეს

იანვარი 14, 2026
1.3k
Yellow Tape Showing Text Police Line Do Not Cross Restricting a Crime Scene Area At Night. Close Up Aesthetic Shot with Bokeh Effect and Flickering Lights. Criminal on the Loose Strikes Again
მთავარი

თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქალი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე მოკ­ლუ­ლის მე­ზო­ბე­ლია, რომელსაც, სავარაუდოდ, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი აქვს. ამასთან, არსებული ინფორმაციითვე, მან გაქ­ცე­ვა მო­ა­ხერ­ხა და ამ დრო­ის­თვის პო­ლი­ცია სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბებს ატა­რებს....

დაწვრილებითDetails

” ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ” – ირაკლი კობახიძე

იანვარი 14, 2026
7
მთავარი

ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო - 9.3 %, ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აბუ-დაბის...

დაწვრილებითDetails

“ევროპული ინტეგრაცია არის ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი”- კობახიძე

იანვარი 14, 2026
6
მთავარი

ევროპული ინტეგრაცია არის ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი, ეს არის კონსტიტუციაში გაწერილი, რომ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გავხდეთ, მივყვებით ამ გეგმას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის ფარგლებში გამართულ...

დაწვრილებითDetails

ნახეთ, როგორი ამინდი იქნება 18 იანვრამდე

იანვარი 14, 2026
925
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18 იანვრამდე საქართველოში ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება. „თბილისში 15-16 იანვარს ცივი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 17 იანვარს მოსალოდნელია თოვლი. ჰაერის ტემპერატურა ღამით...

დაწვრილებითDetails

დღეს სასწაულთმოქმედი ხატის „შენ ხარ ვენახის“ ხსენების დღეა – ლოცვა

იანვარი 14, 2026
20
მთავარი

14 იანვარს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის „შენ ხარ ვენახის“ ხსენების დღეა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მადლი ჰფარავდეს სრულიად საქართველოს! ტროპარი: „შენ ხარ ვენახი, ახლად აღყვავებული; მორჩი კეთილი, ედემს შინა ნერგული; ალვა სუნნელი,...

დაწვრილებითDetails

რა უნდა გაითვალისწინოთ, თუ ბინას აქირავებთ და მდგმურმა ბინაში ჩაწერა გთხოვათ?

იანვარი 14, 2026
35
მთავარი

უძრავი ქონების მეპატრონეები ხშირად ჩივიან, რომ გაქირავებულ ბინას უკან ვერ იბრუნებენ და სასამართლო დავებზე უწევთ ენერგიისა და დიდი დროის დახარჯვა. ბოლო დროს კი კითხვები უცხოელი მდგმურების მისამართით ჩნდება, ისინი მეპატრონეებს...

დაწვრილებითDetails

როგორია ბინის ქირის ფასი საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში

იანვარი 14, 2026
53
Holding house keys on house shaped keychain in front of a new home
მთავარი

საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის ქირის ფასები ყველაზე მაღალი სომხეთში, ყველაზე დაბალი კი აზერბაიჯანშია, - ამის შესახებ ირკვევა Numbeo-ს 2026 წლის განახლებული რეიტინგიდან. უფრო კონკრეტულად, 155 ქვეყანას შორის სომხეთი 73-ე ადგილზეა,...

დაწვრილებითDetails

სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

იანვარი 14, 2026
24
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის დეპარტამენტის ინსპექტორები ზამთრის მაღალმთიან კურორტებზე სურსათის სარეალიზაციო ობიექტებს ამოწმებენ. სახელმწიფო კონტროლი ტარდება როგორც ქსელურ მარკეტებში, ასევე მცირე სავაჭრო ობიექტებში. დაცულია თუ არა სურსათის რეალიზაციისა და განთავსების...

დაწვრილებითDetails

“ადამიანურად ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რაც მოხდა” – ირაკლი კობახიძე ღარიბაშვილზე

იანვარი 14, 2026
65
მთავარი

ადამიანურად ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რაც მოხდა, - ასე ეხმაურება პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის დაკავებას. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამ საკითხთან დაკავშირებით მეტს ვერაფერს იტყვის, რადგან ეს „მართლმსაჯულების საქმეა“. „ერთადერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».