15 წლის რამაზ სინაურიძე ქუთაისის ოპერის თეატრის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა შემსრულებელი გახდა. ამის შესახებ სოციალირ ქსელში დათო ლიკლიკაძე წერს.
,, ქუთაისში, რამდენიმე დღის წინ, ოპერის თეატრს წარმოდგენილი ჰქონდა ვიქტორ დოლიძის ოპერა „ქეთო და კოტე“. ჰობოის პარტია შეასრულა ქუთაისის ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის მესამე სამუსიკო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლემ, 15 წლის რამაზ სინაურიძემ. პედაგოგი- მალხაზ მჭედლიშვილი.
ოპერის თეატრის ისტორიაში ეს ბიჭი გახლავთ ყველაზე ახალგაზრდა შემსრულებელი, რომელიც ურთულეს და იშვიათ ინსტრუმენტს, ჰობოის ფლობს.
ორი დღის წინ ქუთაისში ჩვენი საოპერო თეატრის სეზონის დახურვას დავესწარი. ვიქტორ დოლიძის ოპერა,, ქეთო და კოტე” წარმოადგინეს. ჰობოის პარტია შეასრულა ქუთაისის ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის მესამე სამუსიკო სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლემ, 15 წლის რამაზ სინაურიძემ, პედაგოგი მალხაზ მჭედლიშვილი. ესაა უდიდესი სიხარული და მიღწევა, რომ ქუთაისს უკვე თავისი კადრი ჰყავს ამ დეფიციტურ საკრავზე .
მადლობა ზ. ანჯაფარიძის სახელობის მესამე სამუსიკო სკოლას. განსკუთრებული მადლობა ქუთაისის ოპერის თეატრს და მის მთავარ დირიჟორს რევაზ ჯავახიშვილს ნდობისათვის.
რა მაგარი ბიჭია, წარმატებები რამაზს!”- წერს დათო ლიკლიკაძე.