„მეტი სტუდენტი თეატრში“- ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელმწიფო თეატრი უმაღლესი სასწავლებლის ფასდაკლებას სთავაზობს.
როგორც თეატრის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სპექტაკლის ბილეთზე 50%-იანი ფასდაკლების მისაღებათ სტუდენტებმა თეატრის სალაროსთან სტუდენტური ბილეთის დამადასტურებელი ქსერო-ასლი უნდა წარადგინონ. მათივე ცნობით აღნიშნული შეთავაზება პრემიერებზე არ ვრცელდება.
„ყველა სტუდენტს! ძვირფასო მაყურებელო! მესხიშვილის თეატრი ყველა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტს სთავაზობს 50%-იან ფასდაკლებას. იმისათვის, რომ ისარგებლოთ აღნიშნული შეთავაზებით, აუცილებელია მობრძანდეთ თეატრის სალაროსთან და წარმოადგინოთ სტუდენტური ბილეთის დამადასტურებელი ქსერო-ასლი. ერთ მოწმობაზე გაიცემა ერთი ბილეთი. ფასდაკლება ვრცელდება როგორც დიდ, ასევე მცირე სცენაზე წარმოდგენილ სპექტაკლებზე. აღნიშნული შეთავაზება არ ვრცელდება პრემიერებზე.”- ნათქვამია განცხადებაში.