რუსთავის საქალაქო სასამართლოში 14 წლის აითაჯ შახმაროვას საქმეზე მოწმეების გამოკითხვა გრძელდება. ბიძისა და დედის ეპიზოდზე დღეს პროცესზე 5 მოწმე უნდა გამოეკითხათ, მათ შორის, მოკლული არასრულწლოვნის ბებია და ძმა, თუმცა მათ უარი განაცხადეს.
გამოიკითხა გოგონას თანასოფლელი, რომელმაც დაადასტურა, რომ აითაჯს, რომელთანაც წლების ურთიერთობა აკავშირებდა, გათხოვება არ უნდოდა.
14 წლის აითაჯ შახმაროვა გასული წლის ოქტომბერში მოკლა მამაკაცმა, რომელმაც მოზარდი მანამდე ქორწინების მიზნით მოიტაცა. გოგონამ გაქცევა რამდენჯერმე სცადა. დანაშაული სწორედ ერთ-ერთი მცდელობის დროს მოხდა.










