პოლიცია არასრულოვანთან სექსუალური კავშირის დამყარებაში ბრალდებულ 23 წლის კაცს ეძებს. “პირველების” ინფორმაციით, 1999 წელს დაბადებული პირი 14 წლის გოგოს სოციალური ქსელით ეკონტაქტებოდა და ცოლობას ჰპირდებოდა.
არსებული ინფორმაციით, მან არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირი დაამყარა, შემდეგ კი გაუჩინარდა. შემთხვევა ხელვაჩაურის ერთ-ერთ სოფელში მოხდა.
ამბავი მას შემდეგ გამჟღავნდა, რაც გოგონამ მომხდარის შესახებ მშობლებს მოუყვა. 14 წლის გოგონა კი მამამ სასტიკად სცემა.
საბოლოდ, პოლიციამ ოჯახის წევრის ცემის ბრალდებით, სწორედ მამა დააკავა. განყოფილებაში, დაკითხვისას კი კაცმა ჩვენება 23 წლის ბიჭის წინააღმდეგ მისცა.
რაც შეეხება დაზარალებულს, არასრულეწლოვანი მინდობით აღზრდაში გადაიყვანეს, მასთან ფსიქოლოგები მუშაობენ.
როგორც “ტვ პირველს” შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება სექსუალირი ხასიათის დანაშაულისა და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე მიმდინარეობს დაკავებულია 1 პირი