LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
14 ნოემბერი ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღეა

14 ნოემბერი ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღეა

დაპოსტა 2021/11/14-ში
A A
79
ნახვა
გაზიარება

დღეს ასტრიდ ანა ემილია ლინდგრენის დაბადების დღეა. ცნობილი შვედი მწერალი, რომელსაც ეკუთვნის არაერთი საბავშვო წიგნი და ფილმის სცენარი 1907 წლის 14 ნოემბერს დაიბადა. მისი ნაწარმოებები თარგმნილია მსოფლიოს 85 ენაზე და გამოცემულია 100-ზე მეტ ქვეყანაში. მის კალამს ეკუთვნის წიგნები: „პეპი გრძელწინდა“, „სახურავის ბინადარი კარლსონი“ ,„ლიონებერგელი ემილი“ და ,,ბიულერბიუელი ბავშვები.

ასტრიდი დაიბადა 1907 წლის 14 ნოემბერს, სამხრეთ შვედეთში, პატარა ქალაქ ვიმერბიუში (სმოლანდის პროვინცია), ფერმერის ოჯახში. იგი იყო სამუელ ავგუსტ ერიკსონისა და მისი მეუღლე ჰანას მეორე შვილი. მამა ნესეში სოფლის მეურნეობით იყო დაკავებული. უფროს ძმა გუნართან ერთად, ოჯახში სამი გოგონა იყო — თავად ასტრიდი, სტინა და ინგეგერდი.

თავის ავტობიოგრაფიულ ნაშრომებში ასტრიდი წერს, რომ იგი იზრდებოდა „ცხენის“ და „კაბრიოლეტის“ ხანაში. გადაადგილების მთავარი საშუალება ცხენოსანი ეკიპაჟი იყო, ცხოვრების ტემპი უფრო ნელი იყო, გასართობი საშუალებები — უბრალო, ხოლო ურთიერთობა ბუნებასთან — უფრო მეტი, ვიდრე დღეს. ასეთი გარემო მომავალ მწერალს ბუნებისადმი სიყვარულს უნერგავდა. მისი წიგნების უმრავლესობას ეს თემა მისდევს.

თავად მწერალი ყოველთვის აღნიშნავდა, რომ ბედნიერი ბავშვობა ჰქონდა. მშობლები ყოველთვის ზრუნავდნენ მათზე, უფრო მეტიც — არასოდეს ერიდებოდათ თავისი უზომო სიყვარულის გამოვლენა, რაც იმ დროს იშვიათი მოვლენა იყო. შემდგომში ასტრიდმა მათ მიუძღვნა წიგნი „სამუელ ავგუსტი სევედსტორპიდან და ჰანა ჰულტიდან“ (1973).

ბავშვობაში ასტრიდს მოიცავდა ფოლკლორი და სხვადასხვა ხუმრობა, ზღაპარი თუ ისტორია, რომელიც მამისგან თუ მეგობრებისგან მოუსმენია, იქცა მისი საკუთარი წიგნების ელემენტებად. წიგნებისა და კითხვის სიყვარული, როგორც იგი ამტკიცებდა, გაჩნდა კრისტინის, მისი მეგობრის სამზარეულოში. კრისტინმა მას წიგნების კითხვა შეაყვარა.

ასტრიდის შესაძლებლობები გამოვლინდა უკვე დაწყებით სკოლაში, სადაც მას „ვიმერბიუელი სელმა ლაგერლოფის“ სახელით იცნობდნენ. თუმცა, მისი აზრით, იგი ამ წოდებას არ იმსახურებდა.

16 წლის ასაკში მან დაიწყო მუშაობა გაზეთში „Wimmerby Tidningen“. ორი წლის შემდეგ ჯერ კიდევ ოფიციალურად გაუთხოვარი, იგი დაფეხმძიმდა და საცხოვრებლად სტოკჰოლმში გადავიდა. მან მდივნის კურსები დაამთავრა და 1931 წელს ამ სპეციალობით დაიწყო მუშაობა. 1926 წლის დეკემბერში მას ეყოლა შვილი ლარსი. ასტრიდს არ ჰქონდა საკმარისი ფული, რათა ერჩინა შვილი და იძულებული იყო, იგი დანიურ ოჯახში საცხოვრებლად დროებით გაეშვა. 1928 წელს მას მისცეს მდივნის ადგილი სამეფო ავტოკლუბში, სადაც მან გაიცნო სტურე ლინდგრენი. 1931 წელს მათ იქორწინეს და ასტრიდმა (რომელიც გვარით უკვე ლინდგრენი იყო) დანიიდან ლარსი ჩამოიყვანა.

გაზიარება32

დაკავშირებული -პოსტები

ამინდის განახლებული პროგნოზი ქალაქების მიხედვით

by მეგა TV
ივლისი 21, 2025
0
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში – სინოპტიკოსების პროგნოზი
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 22-24 ივლისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. მათივე ცნობით, თბილისში ღამის საათებში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ქარის ხანმოკლე გაძლიერება. ჰაერის...

დაწვრილებითDetails

„საკუთარი სახლის წინ იდგა, შვილს და შვილიშვილს აცილებდა…“ – ავარიას მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

by მეგა TV
ივლისი 21, 2025
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

სოფელ გომში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 70 წელს გადაცილებული კაცი დაიღუპა. „საკუთარი სახლის წინ იდგა... შვილს და შვილიშვილს აცილებდა. ჩვენი ოჯახიც დაღუპა და თავისი ოჯახიც!!  წარმოდგენა მაინც თუ აქვს, რა ადამიანი...

დაწვრილებითDetails

წყალტუბოში „ელიაობის“ დღესასწაულზე Goofy Land-ს 27 000 ლარს გადაუხდიან

by მეგა TV
ივლისი 21, 2025
0
წყალტუბოში „ელიაობის“ დღესასწაულზე Goofy Land-ს 27 000 ლარს გადაუხდიან
მთავარი

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში 2 აგვისტოს „ელიაობის“ დღესასწაულისთვის ჯგუფ Goofy Land-ის მომსახურების შესყიდვა იგეგმება. ააიპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი გამარტივებულ შესყიდვას ითხოვს. მოთხოვნა ამჟამად განხილვის ეტაპზეა. „ღონისძიებას დაესწრებიან წყალტუბოში და...

დაწვრილებითDetails

თბილისში, ამწეს კაუჭი მოწყდა და მანქანას დაეცა

by მეგა TV
ივლისი 21, 2025
0
თბილისში, ამწეს კაუჭი მოწყდა და მანქანას დაეცა
მთავარი

თბილისში,  პოლიტკოვსკაიას ქუჩზე, ამწეს მოწყდა კაუჭი და მანქანას დაეცა როგორც ფეისბუქ ჯგუფი "ჩემი ქალაქი მკლავს" წერს ქალს ფეხი დაუზიანდა.

დაწვრილებითDetails

გვესმის ბრალდებები ბიძინა ივანიშვილის პრორუსობისა და რუსული კავშირების შესახებ, ამის დამადასტურებელი იოტისოდენა ფაქტიც კი არავის წარმოუდგენია – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
ივლისი 21, 2025
0
ჩვენ ვმუშაობთ, რომ ოპოზიცია სწორ გზაზე დავაყენოთ- ირაკლი კობახიძე
მთავარი

მადლობა უნდა გადავუხადოთ ქალბატონ ტულსი გაბარს „დიპ სტეიტის“ მხილებისთვის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ტულსი გაბარდს „დიპ სტეიტის“ მხილებისთვის მადლობა უშუალოდ პრეზიდენტმა ტრამპმა...

დაწვრილებითDetails

ჩვენი ხელისუფლებისთვის პრორუსულის იარლიყის მიწებებას ერთადერთი მიზეზი აქვს – ჩვენ არ ვმოქმედებთ გარე დავალებებით – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
ივლისი 21, 2025
0
დარწმუნებული ვარ ოპოზიციაც აღიარებს არჩევნების დემოკრატიულობას- ირაკლი კობახიძე
მთავარი

ჩვენი ხელისუფლებისთვის პრორუსულის იარლიყის მიწებებას ერთადერთი მიზეზი აქვს - ჩვენ არ ვმოქმედებთ გარე დავალებებით, ხელისუფლების ყველა შტო გავწმინდეთ აგენტურისგან, ვიცავთ სუვერენიტეტს, არ დავუშვით ლგბტ პროპაგანდა და არ ჩავერთეთ ომში, -...

დაწვრილებითDetails

თბილისში მამაკაცი დაჭრეს

by მეგა TV
ივლისი 21, 2025
0
თბილისში მამაკაცი დაჭრეს
მთავარი

თბილისში მამაკაცი დაჭრეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა. მათივე ცნობით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა მამაკაცი, საპირისპირო ზოლში მოძრავ ავტომობილს დაეჯახა, მძღოლთან სიტყვიერი...

დაწვრილებითDetails

21 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ივლისი 21, 2025
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი დღეს ხართ ენერგიულად და მოტივირებულად. კარგი დროა სამუშაო საკითხების დასალაგებლად. ფრთხილად იყავით ემოციებზე რეაგირებისას. კურო ფინანსური საკითხები წინა პლანზე წამოიწევს წამოიწევს. არ იჩქაროთ ხარჯვა. მშვიდად და რაციონალურად მიუახლოვდით ყველაფერს....

დაწვრილებითDetails

საქართველოსთან მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
ივლისი 20, 2025
0
საქართველოში 4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
მთავარი

საქართველოს საზღვრიდან 26 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. კერძოდ, ინფორმაციის თანახმად, დღეს თბილისის დროით 16:20-ზე მოხდა 4.2(Ml) მაგნიტუდის მიწისძვრა რუსეთში, ინგუშეთში,...

დაწვრილებითDetails

“სიცხეში 8 წლის გოგონას ეზოში ხოხვით აგლეჯინეს ბალახები…” – ძალადობა ახალგორის ბავშვთა სახლში

by მეგა TV
ივლისი 19, 2025
0
“სიცხეში 8 წლის გოგონას ეზოში ხოხვით აგლეჯინეს ბალახები…” – ძალადობა ახალგორის ბავშვთა სახლში
მთავარი

"შუადღის მზეზე ეზოში ხოხვით აგლეჯინეს სარეველა ბალახები, მშიერს აყურებინეს, როგორ ჭამდნენ დირექტორი და სხვა ბავშვები. დაისაჯა იმიტომ, რომ ბავშვმა გამრავლების ტაბულა ვერ ისწავლა", - ოკუპირებული ახალგორის ბავშვთა სახლში 8 წლის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"