დღეს, 24 ივლისს, ჟურნალისტისა და სამოქალაქო აქტივისტის ქეთი ბერძენიშვილის დაბადების დღეა. ქეთი 52 წლოს გახდებოდა.
ოჯახის წევრები, მეგობრები და ნაცნობები დღეს 17:30 საათზე, ქეთის საფლავთან შეიკრიბებიან, შემდეგ კი პრესის სახლის შენობის გვერდით არსებულ სკვერში, ჟურნალისტის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოს დაესწრებიან.
ჟურნალიატი ქეთი ბერძენიშვილი ავადმყოფობის შემდეგ, გასული წლის ნოემბერში გარდაიცვალა.
ქეთი ბერძენიშვილი რამდენიმე ათეული წელი ეწეოდა ჟურნალისტურ საქმიანობას. იყო რადიო “ძველი ქალაქის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი.