LIVE TV
ორშაბათი, დეკემბერი 4, 2023
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები

+12
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მთავარი All news ახალი წელი 2020

როგორ აღნიშნავენ ახალ წელს ზოდიაქოს ნიშნები

დაპოსტა 2019/12/25-ში
გაზიარება

თუ გრძელი პროგნოზების კითხვა არ გიყვართ, ეს სტატია თქვენთვისაა. გაიგეთ, როგორ აღნიშნავენ ახალ წელს ზოდიაქოს ნიშნები.

ვერძი ცნობილი “ტუსოვშიკია”. მეგობრებთან ერთად ქალაქის ყველაზე ხმაურიან ადგილს მიაკითხავს და ყველაზე კარგად თავად გაერთობა. თუ ცოტა დალია, შეიძლება სცენაზეც კი აღმოჩნდეს.კუროს ხმაურიან და უცხო ადგილას ვერ წაიყვანთ. მას ოჯახური სიმყუდროვე და დღესასწაულის ნათესავების გვერდით აღნიშვნა ყველაფერს ურჩევნია.

ტყუპს ყველაზე კარგად ლაპარაკი გამოსდის. თავბრუს დაახვევენ ნაცნობებსა და უცნობებსაც. შეიძლება ცოტა ტყუილებიც გაურიონ. მერე რა მოხდა, თუ ასე უფრო

ხატოვნად აღწერენ მოვლენებს?! მეგობრების გვერდით ყოფნა ყველაფერს ურჩევნიათ, შეიძლება რამდენიმე დღე კი არ მივიდნენ შინ.

კირჩხიბი უამრავ გემრიელ კერძს და დესერტს მოამზადებს. ოჯახის წევრებთან ერთად შინ ნათესავებს მიიწვევს და ეცდება, არავინ დარჩეს უჭმელი. გასართობად კი შეიძლება ლოტოს თამაში შემოგთავაზოთ ან რეტროფილმების ყურება.

ლომი სახლში ან რესტორანში მდიდრულ წვეულებას მოაწყობს. მის გარშემო ყველაფერი ელეგანტური და დახვეწილი უნდა იყოს, მდიდრულად ბრწყინავდეს. ადვილად ჩაერთვება სხვადასხვა კონკურსში, რათა ყველას დაანახვოს თავის ნიჭიერება.

ქალწულისთვის მნიშვნელობა არა აქვს, სად აღნიშნავს ახალ წელს. მთავარია, ყველაფერი იდეალურად და სუფთად იყოს. გემრიელად მომზადებულ კერძებს სუფრაზე სიმეტრიულად დაალაგებს და ეცდება, ყველა ასიამოვნოს.

ესთეტი სასწორისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს გარემოს. ურჩევნია, ჭიქა ღვინო დალიოს, სასუსნავი მიირთვას და მთელი ღამე საინტერესო ადამიანს ესაუბროს. ნაცნობი იქნება ეს ადამიანი თუ უცნობი, არანაირი მნიშვნელობა არა აქვს.

მორიელს სიახლეები ხიბლავს. შეიძლება კარაოკე-კლუბშიც კი აღმოჩნდეს. მთავარია, გვერდით მისნაირი გადარეული მეგობრები ჰყავდეს, ორიგინალური იდეების განხორციელება რომ არ გაუჭირდეს.

მშვილდოსანი ცდილობს, ყველგან ადრენალი მიიღოს. არც ჭამა უნდა, არც დალევა (თუმცა, ამ უკანასკნელზე იშვიათად ამბობს უარს), ოღონდ თავგადასავლებში გაეხვიოს. ახალი წლის ღამე შეიძლება პოლიციის განყოფილებაშიც კი გაატაროს, მთავარ მოედანზე არაშესაფერისი მოქცევისთვის.

თხის რქამ წინასწარ იცის, რას იყიდის, რას მოამზადებს, ვის დაპატიჟებს და სად დადგამს მორთულ ნაძვის ხეს. ამისთვის ერთი კვირით ადრე შეადგენს სიას. მასთან მისული კი არც ერთი სტუმარი არ იგრძნობს იმედგაცრუებას. თუმცა, სახლში დროზე რომ უნდა წავიდნენ, შეიძლება ესეც შეახსენოს მხიარულებაში გართულ სტუმრებს.

მერწყული სადილების მომზადებაზე დროს არ დახარჯავს. ურჩევნია, ყველაფერი უახლოეს რესტორანში შეუკვეთოს. მისთვის მთავარი სახლში სადღესასწაულო ატმოსფეროს შექმნაა. ამიტომ ურჩევნია, რომ თავად წავიდეს სტუმრად ერთ ან მეორე ოჯახში ან ერთ ღამეში რამდენიმე ოჯახსაც ეწვიოს.

თევზებისთვის სახლში რომანტიკული განწყობის შექმნა და საყვარელ ადამიანთან ჩახუტება ყველაზე დიდი სიამოვნებაა. თუ თევზები შეყვარებულები არ არიან, ურჩევნიათ ან მეგობრებთან ერთად წავიდნენ მთავარ მოედანზე სამხიარულოდ, ან კარგად გამოთვრნენ.

marao.ge
თეგები: ახალი წელიზოდიაქოს ნიშნები
გაზიარება67

დაკავშირებული -პოსტები

ნახეთ მსოფლიოს უღარიბესი ქვეყანა, სადაც მსოფლიო ბრენდები იქმნება და თითქმის ყოველი მესამე ბავშვი მუშაობს (+ვიდეო)

ნოემბერი 27, 2023
377
მთავარი

მოგზაური სოსო ნებიერიძე აქვყენებს ვიდეოს მსოფლიოს უღარიბესი ქვეყნიდან ბანგლადეშიდა, სადაც მსოფლიოს ბრდენდები იქმენა. ბანგლადეში არის ქვეყანა, სადაც 5-დან 17 წლამდე ნახევარი მილიონი ბავშვია დასაქმენული ტექსტილის სფეროში და თითქმის ყოველი მესამე ბავშვი...

დაწვრილებით

დედამიწის ატმოსფეროში შემოსულმა კოსმოსურმა სხივმა ასტროფიზიკოსები უბრალოდ გააოგნა

ნოემბერი 24, 2023
2.4k
მთავარი

დედამიწის ატმოსფეროში შემოსულმა კოსმოსურმა სხივმა ასტროფიზიკოსები უბრალოდ გააოგნა - ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.  ციცქნა ნაწილაკი 240 ექსაელექტრონვოლტ ენერგიას ატარებდა, რაც 2,4 x 1020 ელექტრონვოლტს უდრის. ამ დრომდე ყველაზე მძლავრი ასეთი...

დაწვრილებით

რომელი 5 ძვირად ღირებული ავტომობილია საქართველოში რეგისტრირებული

ნოემბერი 4, 2023
23
მთავარი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2023 წლის იანვარ-სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში ჯამში 1 647 629 ავტომობილია რეგისტრირებული. გთავაზობთ ჩამონათვალს, რამდენი ძვირად ღირებული ავტომობილია რეგისტრირებული საქართველოში, რომელსაც ასევე საქსტატი გვთავაზობს: Aston martin –...

დაწვრილებით

რა გავლენას ახდენს ქირით ცხოვრება ჯანმრთელობაზე

ოქტომბერი 18, 2023
48
მთავარი

ესექსისა და ადელაიდის უნივერსიტეტებში მომუშავე მეცნიერთა ახალმა კვლევამ ქირით ცხოვრებასა და სწრაფად დაბერებას შორის კავშირი გამოავლინა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. „მნიშვნელოვანია, რომ კერძო ქირავნობის გავლენა იმაზე დიდია, ვიდრე უმუშევრობისა და...

დაწვრილებით

როგორ აღმოჩნდნენ ებრაელები ძველ ეგვიპტეში და რატომ იქცნენ მონებად?

ოქტომბერი 14, 2023
10k
მთავარი

გამოსვლა არის ალბათ ყველაზე ცნობილი ბიბლიური გადმოცემა, რომელიც მოგვითხრობს ებრაელების გაქცევაზე ეგვიპტელთა ბატონობიდან. ლეგენდარული მოვლენა მრავალ მხატვრულ ფილმსა და ლიტერატურაში აისახა. მაგრამ როგორ აღმოჩნდნენ ებრაელები ეგვიპტეში? რატომ წავიდნენ ისინი იქ?...

დაწვრილებით

არქეოლოგები 3 600 წლის წინ ჩაძირული გემის არტეფაქტებს იკვლევენ

ოქტომბერი 10, 2023
14
მთავარი

თურქეთში, ანტალიის სანაპიროზე, არქეოლოგები ბრინჯაოს ხანის, 3 600 წლის წინ ჩაძირული გემის არტეფაქტებს იკვლევენ. ინფორმაცია თურქულ მედიაში ვრცელდება. ცნობილია, რომ აღნიშნული გემი მსოფლიოში უძველესი სავაჭრო გემის სტატუსს ატარებს. მედია წერს, რომ...

დაწვრილებით

გლობალური დათბობის შედეგად, შესაძლოა, მილიარდზე მეტი ადამიანი დაიღუპოს – რას ამბობენ მეცნიერები

სექტემბერი 3, 2023
56
საინტერესოა

წიაღისეული საწვავი, რომელსაც დღეს ვიყენებთ, მომავალში ბევრისთვის სასიკვდილო განაჩენი იქნება. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული ბოლოდროინდელი პროგნოზები შემაშფოთებელია. მომდევნო საუკუნის განმავლობაში, გლობალური დათბობის შედეგად, შესაძლოა, მილიარდზე მეტი ადამიანი...

დაწვრილებით

ციდან ჩამოვარდნილმა თევზმა ქალაქში ელექტროენერგია გათიშა – რა მოხდა ნიუ ჯერსიში

აგვისტო 19, 2023
7.1k
მთავარი

რამდენიმე დღის წინ ნიუ ჯერსის შტატის ქალაქ საირევილში ელექტროენერგია რამდენიმე საათით გაითიშა. 45 000 მოსახლე ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.   მთავარი უხერხულობა დაკავშირებული იყო არა იმდენად სიბნელესთან, ზაფხულის გაუსაძლის სიცხეში კონდიციონერების...

დაწვრილებით

ხუთი მეწყერ საშიში ზონა საქართველოში

აგვისტო 7, 2023
5.7k
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ემილ წერეთელი საქართველოს ხუთ ყველაზე სტიქიასაშიშ რეგიონსა და ზონაზე საუბრობს        სტიქიური მოვლენების პირველი მიზეზი გეოლოგიური ფაქტორია, მეორე - ადამიანის არასწორი...

დაწვრილებით

ვინ არის კაცი, რომელმაც 256 წელი იცოცხლა

აგვისტო 2, 2023
141
მთავარი

მან ორი საუკუნის მანძილზე საინტერესო ცხოვრებით იცხოვრა და 1933 წლის 6 მაისს გარდაიცვალა. ლი ჩინ-იუენი, რომელმაც ხანგრძლივი ცხოვრების შემდეგ 11 თაობის 180 შთამომავალი დატოვა, ყველგან ამტკიცებდა, რომ 1736 წელს დაიბადა,...

დაწვრილებით
მეტის ნახვა
მთავარი

ეს კაცი, თუ ამ ცრუ არსების აღსრულებას დაიწყებს, მოვიდეს – რა ხდება ჭყონდიდის ეპარქიაში

სექტემბერი 21, 2021
161
მედიცინა

პირველადი მონაცემებით, სამხრეთ აფრიკული შტამი შესაძლოა უფრო აგრესიული იყოს , ვიდრე სხვა შტამები, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ შტამით ინფიცირების შემთხვევაში, დაავადება უფრო მძიმე ფორმებში მიმდინარეობს

აპრილი 19, 2021
69
ახალი ამბები

რატომ გაძლიერდაკრიმინალური ავტორიტეტების ინსტიტუტი – ყოფილი პროკურორის განცხადება

ივნისი 14, 2021
40





+12











.

No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!

შედით თქვენს ანგარიშზე

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms bellow to register

All fields are required. შესვლა!

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

შესვლა!