ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში,17 წლის ბიჭმა თავი მოიკლა. იგი პირველი საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
თვითმკვლელობის მიზეზი უცნობია. დღეს ყველა სუიციდის გახშირებულ შემთხვევებზე საუბრობს და საპროტესტო განწყობის მთავარი გზავნილი ..ამ ცხოვრების დედაც” მაპროვოცირებელ მესიჯადაც კი განიხილება. თუმცა ფაქტია, რომ ამ სიტყვებით ლუკას პროტესტის გამოხატვა სურდა და არა სიცოცხლის დასრულება.
მადლიერება, სიყვარული, თანაგრძნობა ეს ძალიან მნიშვნელოვანია მოზარდთათვის. პოლარიზებული გარემო ყველაზე მეტად არასრულწლოვნებს აზარალებს.