თბილისის დროით 01:03 საათზე, სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
ქალაქ ონიდან 4 კმ.-ში, სოფელ ფსორში 3.8 მაგნიტუდის მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა.
2009 წლის მიწისძვრამ ონის რაიონში რამდენიმე ასეული შენობა დააზიანა. საცხოვრებლად გამოუსადეგარი ორასამდე სახლი იყო. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში მიწისძვრის ეპიცენტრის მახლობლად, სოფელ ნაკიეთში, მცხოვრები ადამიანები აღმოჩნდნენ, რომლებმაც, მიწისქვეშა ბიძგების განმეორების შიშით, 8 სექტემბრის ღამე გარეთ გაატარეს. სოფლის მკვიდრი შაქრო ჩალაძე ამბობს, რომ მიწის ძლიერმა რყევამ გამოაღვიძა.