LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

11% – 51% წინააღმდეგ, როგორია სოციალური უთანასწორობა საქართველოში

დაპოსტა 2019/10/31-ში
A A
157
ნახვა
გაზიარება

“100 ლარზე ნაკლებ ხელფასს საქართველოში 23 000 ადამიანი იღებს. 200 ლარზე ნაკლებ ხელფასს იღებს 70 000 ადამიანი, და 300 ლაკლებს 114 000 ადამიანი, ხოლო 320 ლარზე ნაკლებს იღებს 130 000-მდე ადამიანი” – ამის შესახებ ტელეკომპანია “მეგა ტვ”-ს საქართველოს პროფესიული კავშირების ხელმძღვანელის მოადგილემ თამაზ დოლაბერიძემ განუცხადა.

მანვე ორგანიზაციის საკანონმდე ინიციატივის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და ისაუბრა თუ რატომ უნდა იყოს ქვეყანაში მინიმალური ხელფასი 320 ლარი და რას შეცვლის ეს მოსახლეობისთვის:

“ჩვენი საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს მინიმალურ ხელფასად დაწესდე 320 ლარი. იმიტომ რომ ჩვენ სამუშაო ადგილებზე დასაქმებულები გვყავს ადამიანები, რომლებსაც ხელფასი ოჯახის საარსებო მინუმუმზე დაბალი აქვთ, ანუ გვყავს დასაქმებულები, რომლების სიღარიბის ზღვარზე ცხოვრობენ, რაც არ შეესაბამება არანაირ სტანდარტს და ლოგიკას. არ შეიძლება ადამიანი მუშაობდე და თან ღარიბდებოდე, თან ბანკის ვალებს თუ დავუმატებთ ამას, ვითარება მძიმდება.

მინიმალური ხელფასის დაწესება ეყრდნობა სახელმწიფო სოლიდარობისა და თანასწორობის პრინციპს და საქართველს კონსტუტიციის პრეამბულა გვეუბნება რომ, საქართვრელო არის სოციალური სახელმწიფო.  შესაბამისად პასუხისმგებლობა სოციალური სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში, სახელმწიფოსთან ერთად ბიზნესმაც უნდა გაითავისოს.” – აცხადებს თამაზ დოლაბერიძე.

როგორც მან “მეგა ტვ”-თან საუბრისას აღნიშნა მინიმალური ხელფასის დაწესება არ იწვევს აპოკალიპტურ საბიუჯეტო ზრდას:

“ჯამში საბიუჯეტო რისკი მინიმალური ხელფასის დაწესების არის მხოლოდ 7 მილიონი ლარი. 

ასეთი დაბალი ხელფასი აქვთ როგორც ცენტრალური, მუნიცაპლური ასევე ავტონმიური რესპუბლიკის საჯარო სამსახურებში. 320 ლარის დაწესება,  ეყრდონა პროფკავშირების მიერ ჩატარებულ კვლევებს. ეს არის საქართველოში ოფიციალურად დაწესებული  საშუალო ხელფასის, 1 368 ლარის 30%, ეს არის ევროპული პრაქტიკა.

სფეროების მთელი ჩამონათვალი გვაქვს, სადაც 300-400 ლარზე მეტი არ არის ხელფასი. სტატისტიკის დეპარტამენტი მედიანური პრინციპით არ ითვლის ხელფასებს და ერთად არის შეჯამებული ტოპ-მენეჯმენტის და ყველაზე დაბალი შემოსავლის ადამიანის ხელფასები.

ევრპული სტანდარტი საქართველოს აკისრებს ვალდებულებას საშუალო ხელფასის დათვლა მოახერხოს მედიანური პრინციპით და გამიჯდონს მაღალხელფასიანი და დაბალხელფასიანი.

საბოლოო ჯამში რომ დავთვალოთ საქართველოში დასაქმებულთა 11% იღებს ზუსტად იმდენ შემოსავალს, რასაც დანარჩენი 51% , შესაბამისად ძალიან დიდი სოციალური უთანასწორობა.” – განაცხადა თამაზ დოლაბერიძემ.

როგორც პროფესიული კავშირების თავმჯდომარის მოადგილე ამბობს  მინიმალური ხელფასის დაწესება არის გამოსავლი იქიდან რომ,  მოსახლეობა ეტაპობრივად გამოვიდეს სიღარიბიდან:

“რაც ყველაზე მნიშვნელოანია, კანონპროექტში გვიწერია რომ, მინიმალური ხელფასის ოდენობა უნდა გადაიხედიოს ყოველწლიურად, ინფლაციის შესაბამისად.

როგორც წესი ბიზნესი ყოველთვის მიდის ასეთი საკითხების წინააღმდეგ. ჩემი აზრით თუ ვართ სახელმწიფო და თუ ამ სახელმწიფოში არ ცხოვრობენ მხოლოდ ბიზნესმენები, ჩვენ უნდა მივეჩვიოთ ჩვენი საზოგადოების სოლიდარულ პრინციპებზე დაყენებას. ჩვენ ერთმანეთს ხელი უნდა შევუწყოთ განვითარებაშიც ცხოვრებაშიც, განათლებაშიც, ჯანდაცვაშიც და ა.შ. ბიზნესმა უნდა აიღოს პასუხისმგებლო სახელმწიფოსთან ერთად სოციალური სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში.” – ამბობს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე თამაზ დოლაბერიძე.

შეგახსენებთ საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ პარლამენტში მინიმალური ხელფასის განსაზღვრასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივა გუშინ შეიტანა. კანონპროექტის მიხედვით მინიმალური ხელფასი თვეში არანაკლებ 320 ლარით განისაზღვრება. მომდევნო ეტაპი კი 25 000 ხელმოწერის შეგროვებაა.

მოქმედი კანონმდებლობით საქართველოში მინიმალური ხელფასი 20 ლარით არის განსაზღვრული.

 

თეგები: ანაზღაურებაბიზნესიდასაქმებათამაზ დოლაბერიძემინიმალური ხელფასიპროფკავშირებისიღარიბის ზღვარიხელფასი
გაზიარება145

დაკავშირებული -პოსტები

გუბაზ სანიკიძე სასამართლოში იკითხება

by თამარა ქავთარაძე
მარტი 7, 2026
0
გუბაზ სანიკიძე სასამართლოში იკითხება
მთავარი

თბილისის საქალაქო სასმართლოში, მაგისტრანტი მოსამართლის წინაშე, ისტორიკოსი და პოლიტიკოსი გუბაზ სანიკიძე იკითხება. სანიკიძეს სასამართლოში შესვლამდე კომენტარი არ გაუკეთებია. არსებული ინფორმაციით საქმე ეხება საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებს საქართველოში ირანის გავლენების გაზრდის თაობაზე. დღეს...

დაწვრილებითDetails

“ვიცოდი სკოლაში მეორე დედა ყავდათ”- ქუთაისში 23-ე  სკოლის პედაგოგს ემშვიდობებიან

by თამარა ქავთარაძე
მარტი 7, 2026
0
“ვიცოდი სკოლაში მეორე დედა ყავდათ”- ქუთაისში 23-ე  სკოლის პედაგოგს ემშვიდობებიან
მთავარი

ქუთაისში  23-ე  სკოლის პედაგოგს  ნატალია ყალიჩავას ემშვიდობებიან. ის მძიმე დაავადებას ებრძოდა, მაგრამ სამწ3უხაროდ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს: "ნატალი მას შენზე წარსულში როგორ ვისაუბროთგული ჩაგვწყვიტე დაგვადუმე ყველანი, ჩემი ორივე შვილი...

დაწვრილებითDetails

კრეტაზე საქართველოს მოქალაქე უკანონო ბინადრობისთვის დააკავეს

by თამარა ქავთარაძე
მარტი 7, 2026
0
კრეტაზე საქართველოს მოქალაქე უკანონო ბინადრობისთვის დააკავეს
მთავარი

კრეტაზე, საქართველოს მოქალაქე უკანონო ბინადრობისთვის დააკავეს. ინფორმაციას უცხოური მედია "tovima" ავრცელებს. საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე, 36 წლის ქართველი მამაკაცი დააკავეს. მას ბრალად უკანონო საზღვრის გადმოკვეთას და ბინადრობას ედავებოდნენ. სამართალდამრღვევი თებერვლის თვიდან...

დაწვრილებითDetails

ტაქსის სალონში გაზი აალდა-დაშავდა ორი ადამიანი

by თამარა ქავთარაძე
მარტი 7, 2026
0
კოვიდინფიცირებული ტაქსის მძღოლი მგზავრებს ემსახურებოდა
მთავარი

სენაკში ცოტა ხნის წინ ტაქსის სალონში დაგროვილი გაზი აალდა. ,,გურია ნიუსის” წყაროს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავდა ორი ადამიანი – მძღოლი და ერთი მგზავრი. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა კლინიკა „არქიმედეში“...

დაწვრილებითDetails

სუს-მა თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე გამოკითხვაზე დაიბარა

by თამარა ქავთარაძე
მარტი 7, 2026
0
სუსი, გალში უკანონოდ დაკავებულ საქართველოს ორ მოქალაქესთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს
მთავარი

სუს-მა თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე გამოკითხვაზე დაიბარა - ინფორმაციას ტვ პირველი ავრცელებს. თუმცა არც ხიდაშელი და არც სანიკიძე მდინარაძის უწყებაში მისვლას არ აპირებენ და გამოკითხვას მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით მოითხოვენ....

დაწვრილებითDetails

ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებსაც ყველაფერში უპირატესობა აქვთ

by მეგა TV
მარტი 7, 2026
0
2026 წელს ვის ელის დიდი კარიერული წინსვლა — წლის სამი მთავარი ფავორიტი
მთავარი

ზოდიაქოს ამ ნიშნებს აქვთ განსაკუთრებული ინტელექტი, ქარიზმა და ადაპტირების საოცარი შესაძლებლობა, რაც მათ საშუალებას აძლევთ მიაღწიონ წარმატებას ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ყველას გარკვეული თავისებურებები და უნიკალური თვისებები ახასიათებს....

დაწვრილებითDetails

პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
მარტი 7, 2026
0
დიდ დიღომში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულებს ბრალი წაუყენეს
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საზღვარგარეთ...

დაწვრილებითDetails

რატომ იზრდება კანიონებსა და მღვიმეებში შესვლის გადასახადი

by მეგა TV
მარტი 7, 2026
0
სათაფლიის მღვიმის აღმოჩენიდან 100 წელი გავიდა
მთავარი

მიმდინარე წლის 1-ელი აპრილიდან საქართველოს კანიონებისა და მღვიმეების ნაწილზე შესვლის გადასახადი იზრდება. როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ დაცული ტერიტორიების სააგენტოში განუცხადეს, გადასახადის ზრდა დაკავშირებულია ვიზიტორთა გაზრდილ რაოდენობასა და მართვის მექანიზმების გაუმჯობესებასთან. ამასთანავე, სააგენტოში...

დაწვრილებითDetails

დუბაის საერთაშორისო აეროპორტი დროებით დაიხურა

by მეგა TV
მარტი 7, 2026
0
უამინდობის გამო ფრენები გაუქმდა
მთავარი

დუბაის საერთაშორისო აეროპორტი დროებით დაიხურა. როგორც განცხადებაშია მითითებული, გადაწყვეტილება მგზავრებისა და მომსახურე პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მიიღეს. "მგზავრების, აეროპორტის პერსონალისა და ავიაკომპანიების ეკიპაჟების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დუბაის საერთაშორისო აეროპორტში (DXB) ოპერაციები დროებით შეჩერებულია....

დაწვრილებითDetails

ევროკომისია საზღვარზე საქართველოს ყველა მოქალაქის გაძლიერებული შემოწმების რეკომენდაციას იძლევა

by მეგა TV
მარტი 7, 2026
0
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში E-Gate სისტემა სატესტო რეჟიმში ამოქმედდა
მთავარი

ევროკომისია საქართველოს ყველა მოქალაქის გაძლიერებული შემოწმების რეკომენდაციას იძლევა. ამის შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. ამავე ინფორმაციის თანახმად, ევროკომისია დღეს ქართული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლას აჩერებს....

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"